Sunday, March 13, 2011

მილანი (საფეხბურთო კლუბი) (Part 2)

წარმატებების სერია

2003


2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი
ანჩელოტისთან. ერთად მილანმა მნიშვნელოვანი ტრანსფერები განახორციელა და ფაქტობრივად ახალი გუნდი შექმნა, მოვიდნენ ჯენარო გატუზო, ანდრეი შევჩენკო, ალესანდრო ნესტა, ფილიპო ინძაგი, ანდრეა პირლო, კახა კალაძე ანჩელოტის მწვრთნელობის დროს ახალი ერა დაიწყო "მილანში".
კლუბი სტაბილურად ასპარეზობდაჩემოპინთა ლიგის 2002–2003 წლების გათამაშებაში. ნახევარფინალში მილანური დერბი გაიმართა, რამაც დამატებითი ინტრიგა შესძინა გათამაშებას. მთელი მსოფლიოს ფეხბურთის მოყვარულთა ყურადღება სან-სიროსკენ იყო მომართული. თამაში დაძაბული გამოდგა და უგოლოდ დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში ანგარიში ანდრეი შევჩენკომ გახსნა.მარტინსმა გაათანაბრა და საბოლოოდ ეს შეხვერადც ფრედ 1:1 დასრულთა. ეს ანგარიში "მილანისთვის" ფინალში მოსახვერდად საკმარისი აღმოჩნდა, რადგან ბოლო შეხვედრაში მას სტუმრის სტატუსი ჰქონდა.
მეორე ფინალისტი ტურინის "იუვენტუსი" გახდა, მათ ნახევარფინალში ვარსკვლავებით დახუნძლული მადრიდის "რეალი" დაამარცხეს. იტალიურ ფინალში, რომელიც მანჩესტერში "ოლდ ტრაფორდის" სტადიონზე გაიმართა, მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ დამთავრდა, შევჩენკოს მიერ გატანილი გოლი მსაჯმა არ ჩათვალა. პენალტების სერიაში დიდამ მონტეროსა და ძალაიეტას დარტყმული მოიგერია, ააცილა ტრეზეგემ. კალაძესა და ზეედორფს კი ბუფონიმ აუღო. გადამწყვეტი დარტყმაანდრეი შევჩენკომ შეასრულა. საბოლოოდ 3:2 და მილანმა დიდი ხნის შესვენების შემდეგ ყველაზე პრესტიჟული ტიტული კიდევ ერთხელ მოიპოვა.პაოლო მალდინიმ კაპიტნის რანგში პირველად ასწია თასი[39].
იტალიის თასის ფინალში კი "რომას" დაუპირისპირდნენ. მილანელებმა 4:1 დაამარცხეს რომაელები და კლუბი კიდევ ერთი ტიტულით გაამდიდრეს.
იმავე სეზონში მილანმა კიდევ ერთი ევროპული თასი აღმართა. ევროპის სუპერთასზე უეფა-ს თასის გამარჯვებული "პორტუ" დაამარცხა. გამარჯვების გოლი კვლავაც უკრაინელმა ფორვარდმა გაიტანა[40] . შევჩენკო შესანიშნავ სეზონს ატარებდა და კლუბის რიგებს კიდევ ერთი "ოქროს ბურთის" მფლობელი შეემატა.
ახალ სეზონს "მილანი" ახალი ფეხბურთელით შეხვდა, შავ-წითელი მაისური ახალგაზრდა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაკამ მოირგო. როსონერის ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს პერსპექტივაზე გათვლით იშვიათად ყიდულობს, ამ შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს და სრულიად უცნობი მოთამაშე "სან პაულოდან" გადმოიყვანეს. თუმცაკაკამ მასზე გაცემული ავანსები გაამართლა და კლუბის ნამდვილ ლიდერად იქცა, მოგვიანებით "ოქროს ბურთი" მანაც მიიღო[41] .
2004 წელს "მილანმა" იტლიის ჩემპიონატი მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარა და გათამაშების უპირველეს ფავორიტადაც ითველბოდა, თუმცა მოულოდნელად მეოთხედფინალში "დეპორტივოთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა.[42].

2005

როსონერის კარგი სტარტი ჰქონდა 2004 - 2005 წლების სეზონში, მოიგო იტალიის სუპერთასი. კარგად თამაშობდა როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. მეოთხედფინალშიმილანური დერბი გაიმართა. "მილანი"-"ინტერის" ეს დაპირისპირება სკანდალური გამოდგა.

დიდა, 2005 წლის დერბი
პირველი მატჩი "მილანს" ჰქონდა მოგებული 2:0, საპასუხო შეხვედრაშიც ანგარიში მილანელმაანდრეი შევჩენკომ გახსნა, მეორე ტაიმში ესტებან კამბიასომ გაათანაბრა. თუმცა გერმანელმა მსაჯმა მარკუს მერკმა გატანილი გოლი არ ჩათვალა და უხეში თამაშისთვის არგენტინელი გააფრთხილა კიდეც, რამაც "ინტერის" გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია და მინდორზე ათასგვარი ნივთის სროლა დაიწყეს. ანთებული მაშხალები კი "მილანის" მეკარე დიდას მოხვდა თავში. მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და აბიატიმ შეცვალა.
ნახევარი საათის შემდეგ ფეხბურთელები კვლად დადგნენ ერთმანეთის პირისპირ თამაშის გასაგრძელებად. მაგრამ მატჩი მაინც ვერ დასრულდა, "ინტერის" გულშემატკივრებმა კვლავ დაიწყრს ნივთების სროლა, მერკმა კი თამაში საბოლოოდ შეწყვიტა. დიდამ პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღო, თუმცა არც ერთი მატჩის გამოტოვრება არ დასჭირვებია.[43].
საქმე უეფას სადისციპლინო კომისიამ - 200 000 ევროთი დააჯარიმა. გარდა ამისა, ნერაძურის 0:3 წაგება ჩაეთვალა დაჩემპიონთა ლიგის მომდევნო 4 საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარება დაევალა. ორი მატჩის ჯამში "მილანმა" 5:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ნახევარფინალში მილანმა „პსვ“ 2:0 დაამარცხა, გოლები შევჩენკომ და ტომასონმა გაიტანეს, ფინალში კი „ლივერპულს“ შეხვდნენ.
სტამბულში ათათურქის სტადიონზე გამართული 2005 წლის ფინალი საუკეთესო ფინალების რიცხვში შევიდა, თუმცა მილანელებს კოშმარად ახსოვთ. ანგარიში 58-ე წამზე გაიხსნა - ფინალის ყველაზე სწრაფი გოლიპაოლო მალდინიმ  გაიტანა. პირველი ტაიმის შემდეგ "მილანი" სამბურთიანი უპირატესობით გავიდა შესვენებაზე კაპიტნის გოლს ერნან კრესპომ კიდევ ორი გოლი დაუმატა. რადიკალურად განსხვავებული გამოდგა მეორე ტაიმი, მატჩი ახალი განახლებული იყო, რომ "ლივერპულის" კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა გაიტანა, შემდეგ შმიცერმა და ალონსომ ანგარიში გაათანაბრეს.პენალტების სერიაში კი ინგლისელებმა იმარჯვეს. გადამწყვეტი დარტყმა ორი წლის წინანდელივით ანდრეი შევჩენკომ შეასრულა, თუმცა ამჯერად ვერ გაიტანა.[44].
რაც შეეხება სერია ა-ს, მთელი სეზონის განმავლობაში სკუდეტოსთვის "მილანი" და "იუვენტუსი" იბრძოდნენ, თუმცა ურთიერთშეხვედრაში იუვემ იმარჯვა და როსონერი უტიტულოდ დარჩა.
მომდევნო ორი სეზონი ნამდვილი ჩავარდნა იყო, ყველაფერთან ერთად "მილანი" დასაჯეს, 8 ქულა ჩამოართვეს დაჩემპიონთა ლიგას ერთი წლით დაემშვიდობა. ამის მიზეზი კი იტალიურ ფეხბურთში მომხდარი სკანდალი იყო[45].

2007


2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი
"მილანმა" მძიმედ დაიწყო 2006-2007 წლების სეზონი, გუნდში აშკარად პრობლემები იყო. ჩემპიონთა ლიგაზეც  არცთუ სტაბილურად გამოიყურებოდა, ჯგუფურ ეტაპზე "აეკთან" წააგო, "ლილისთან" კი ფრედ ითამაშა. თუმცა უკვე ფლეიოფიდან ძველებურად ათამაშდა - მერვედფინალში"სელტიკის" ბარიერი ადვილად გაიარა, მეოთხედფინალში "მიუნხენის |ბაიერნს" ორი მატჩის ჯამში 4:2 მოუგო, ნახევარფინალში შესანიშნავი მატჩები ჩაატარა "მანჩესტერის" წინააღმდეგ. მაშინ ეს თამაში ორი ახალი ვარსკვლავის კაკასა და რონალდუს პირად დაპრისპირებად იქცა, რადგან ოქროს ბურთის მფლობელის ბედი ამ ორ ფეხბურთელს შორის უნდა გარკვეულიყო. "მილანმა" ორი მატჩის ჯამში 6:2 გაანადგურა ინგლისური გუნდი. კაკამ კი ორივე შეხვედრაში გაიტანა, ოლდ ტრაფორდზე დუბლი შეასრულა, სან-სიროზე კი ანგარიში გახსნა.
ორი წლის წინანდელი ფინალი 2007 წელსაც განმეორდა. ლიგის თასისთვის ბოლო მატჩში კვლავ "მილანი" და "ლივერპული" იბრძოდნენ. იტალიელებმა რევანშის აღება შეძლეს, ფილიპო ინძაგიმ დუბლი შეასრულა, რასაც ინგლისელებმა მხოლოდ კიუიტის გოლით უპასუხეს. ყველაზე პრესტიჟული ტიტული ამჯერად მილანელებს დარჩათ, პაოლო მალდინიმ კი ეს თასი მეხუთედ მოიგო.[46].
სეზონის დასაწყისში ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა "მილანის" ამ გაბრწყინებას, თუმცალიგის თასს ევროპის სუპერ თასიც ზედ დაურთეს, ესპანურ 'სევილიას" 3:0 მოუგეს, თუმცა დიდად არ უზეიმიათ, ეს ყველაზე სევდიანი ფინალი იყო, ამ ტურნირის ისტორიაში. საქმე იმაშია რომ ცოტა ხნით ადრე "სევილიას" ახალგაზრდა მოთამაშე ანტონიო პუერტა ტრაგიკულად გარდაიცვალა, ამიტომ მთელი შეხვედრა მას მიეძღვნა.
იმ სეზონის ჩემპიონთა ლიგის გალა დაჯილდოება მთლიანად მილანელებმა დაიპყრეს - საუკეთსო მცველი მალდინი გახდა, ნახევარმცველი -ზეედორფი, ხოლო კაკა სეზონის ბომბარდირი, საუკეთესო თავდამსხმელი და სასარგებლო მოთამაშე გახდა.[47].
დეკემბერში "მილანმა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზა და ეს ტურნირი პირველად მოიგო. ფინალში იტალიელებმა ბრაზილიური "ბოკა ხუნიორსი" დაამარცხეს.

ახალი კრიზისი

მომდვნო 2007-2008 წლების სეზონი იმით გამოირჩა, რომ "მილანმა" იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ მეხუთე ადგილი გაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება დაკარგა[48], ცხადი იყო რომ კლუბში ახალი კრიზისი იწყებოდა, რაც უფრო ნათლად მომდევნო სეზონში გამოჩნდა. მართალია, კლუბში უკვე მოსული იყო რონალდინიო, მაგრამ ამან "მილანს" ვერ უშველა. 2009 წელს სეზონის დასრულების შემდეგ როსონერიმ კაკა "რეალს" მიჰყიდა, მიზეზად კი ფინანსური პრობლემები დაასახელა, საფეხბურთო კარიერა დაასრულა პაოლო მალდინიმ, რომელმაც გუნდში 25 სეზონი ჩაატარა. კაპიტნის სამკლაური კიმასიმო ამბროზინიმ ჩაიბარა. „ჩელსიში“ გადავიდა კარლო ანჩელოტიც, მის ნაცვლად კი მთავარი მწვრთნელის პოსტი გამოუცდელმა ლეონარდომ ჩაიბარა.
2009 - 2010 წლებში გუნდმა არასტაბილურად იასპარეზა, ვერ მოიგო გადამწყვეტი შეხვედრები ჩემპიონატის ფავორიტებთან; ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალიდან გამოეთიშა - "მანჩესტერთან" სამარცხვინო ანგარიშით წააგო, ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში 7:2 მოუგეს[49][50].  "მილანს" საკადრო პრობლემებიც აწუხებდა, რამაც გულშემატკივართა დიდი გაღიზიანება გამოიწვია. გუნდმა სეზონი უტიტულოდ დაასრულა.
ახალ სეზონს გუნდი გადახალისებული შემადგენლობით შეხვდა. მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა. "მილანი" დატოვეს დიდამ და კალაძემ, მათ ნაცვლად კლუბში მოვიდნენ მარკო ამელია, რობინიო, კევინ-პრინს ბოატენგი, ანტონიო კასანო, მარკ ვან ბომელი, სოკრატის პაპასტატოპულოსი. თუმცა როსონერის მთავარი შენაძენი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა, რომელიც ბარსელონადან იჯარით გადმოვიდა.[51] სწორედ მის ანგარიშზე მოდის მილანის მიერ გატანილი გოლების დიდი წილი. ამჟამად კლუბი სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.




































No comments:

Post a Comment