Sunday, March 13, 2011

მილანი (საფეხბურთო კლუბი)

მსოფლიო ლიდერთა შორის

სხნა – ბერლუსკონი

პირველივე პრესკონფერენციაზე სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ "მილანი" მისი ბავშვობის საყვარელი გუნდი იყო: ”დღეს ჩვენ საშუალო დონის გუნდად ვითვლებით, მე კი მინდა, რომ მალე მხოლოდ იტალიაში კი არა მთელ მსოფლიოში პირველები ვიყოთ.[25]”
ბერლუსკონიმ პრაქტიკული ნაბიჯები მალევე გადადგა, ბერგამის "ატალანტიდან" ნახევარმცველირობერტო დონადონი გადმოიყვანა, "ფიორენტინადან" ჯოვანი გალი და დანიელე მასარო, "ვერონადან" კი ფორვარდი გალდერიზი მოიწვია.
ახალი სეზონის დაწყებისთანავე შვედი მწვრთნელის ნილს ლიდჰოლმის გაშვებაზე ალაპარკდნენ, პრეზიდენტს შედეგები არ აკმაყოფილებდა, თუმცა სკანდინავიელმა პოსტი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნა, მხოლოდ იმიტომ რომ კლუბმა უეფას თასზე თამაშის უფლება მოიპოვა.1987  წელს აალაპარაკა, მაშინ ტელემაგნატმა უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის თანხა 40 მილიარდი ლირა (21 მილიონი დოლარი) ტრანსფერებში დახარჯა. შავ-წითლი მაისური ჰოლანდიელმა სამეულმა მოირგო: მარკო ვან ბასტენმა, რუუდ გულიტმა და მცველმა ფრენკ რაიკარდმა. მათ გარდა გუნდში მოვიდნენკარლო ანჩელოტი, კოლომბო, ბიანკი, ბორტოლაცი, მუსი, მილანის ახალგაზრდული გუნდიდან გადმოიყვანეს პაოლო მალდინი, როსონერის შემადგენლობაში ჩაირიცხა 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინელი სერხიო ბორხი. უცხოელ ფეხბურთელებზე დაწესებული ლიმიტის გამო "მილანმა" პირველ სეზონში რაიკარდი და ბორხი ერთი სეზონით სხვა კლუბებში გაანათხოვრა.

საკის ერა

სილვიო ბერლუსკონიმ მწვრთნელიც ახალი მოიყვანა, "პარმადან" გადმოიბირა იმ დროისთვის სრულიად უცნობი სპეცილისტი არიგო საკი, რომელმაც განსაკუთრებული კვალი დატოვა „მილანის“ ისტორიაში.
ახალ მწვრთნელს დიდი მიზნები დაუსახეს - მაქსიმუმ ორ სეზონში "მილანი" იტალიის ჩემპიონი უნდა გამხდარიყო. ბერლუსკონი დიდ თანხებს დაპირდა მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს, თუმცა პრემიებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ სკუდეტოს მოიგებდნენ.
არიგო საკი გუნდს ბრწყინვალე ტაქტიკური ელემენტებით გაჯერებულ შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა, მან კორექტივები შეიტანა ფიზიკურ მომზადებაშიც. სწორედ საკიმ შეძლო ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელების ერთ გუნდად შეკვრა. გეგმა ”გადაჭარბებით” შესრულდა - სადებიუტო 1987–1988 წლების სეზონში მილანმა სერია ა მეთერთმეტედ მოიგო. მაშინ ჩემპიონატის ცხრილს მარადონას "ნაპოლი" ლიდერობდა, თუმცა პირველ წრეში სან-სიროზე როსონერიმ 4:1 გაანადგურა. საკიმ იცოდა, რომ მარადონა და კომპანია ბურთის გათამაშებით, მოკლე პასებით ეცდებოდნენ ტერიტორიული უპირატესობის მოპოვებას, ამიტომ მთავარი აქცენტი ბურთის ართმევაზე გააკეთა გადაიტანა. მით უფრო რომ გუნდში ე.წ. ვარდნების ისეთი დიდოსტატები ჰყავდა, როგორიც პაოლო მალდინი და ფრანკო ბარეზი იყვნენ. "ნაპოლისთვის" მოულოდნელი აღმოჩნდა "მილანის" აწყობილი თამაში. გულიტმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი მიითვალა.[26]”
მეორე წრეში ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე "ნაპოლისა"  და "მილანის" დაპირისპირება სეზონის მთავარი მოვლენად იქცა -"მილანს" უშუალო კონკურენტზე ერთი ქულით მეტი ჰქონდა , ამიტომ ჩემპიონის ვინაობა, ფაქტობრივად, ამ მატჩში წყდებოდა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორენახევარში კი "ნაპოლის" 80 ათასი გულშემატკივრის წინ ვირდისის ორი გოლსა და ვან ბასტენის კიდევ ერთი გაბრწყინებას, ნაპოლიმ მხოლოდ კარეაკას გოლით უპასუხა - "მილანმა" 3:2 მოიგო. მომდევნო ტურში საკის გუნდმა "იუვენტუსთან" ფრედ 0:0 ითამაშა, "ნაპოლიმ" კი "ფიორენტინასთან" წააგო. ბოლო მატჩი "კომოს" წინააღმდეგაც ფრედ 1:1 დაასრულეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა, იმისათვის რომ 9 წლიანი პაუზის შემდეგ როსონერის სკუდეტო მიეღო.[27]. აქედან დაიწყო მილანის ბატონობა იტალიურ და მსოფლიო ფეხბურთში.
სეზონის ბოლოს საკის მოთხოვნით გუნდს დაუბრუნდა ფრანკ რაიკარდი და ჰოლანდიური ტრიო - გულიტი, ვან ბასტენი, რაიკარდი შეიკრა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1988 წლის”ფრანს ფუტბოლი” გამოკითხვაში პირველი საპატიო სამი ადგილი სწორედ ამ ჰოლანდილებმა დაიკავეს შემდეგი თანმიმდევრობით - ვან ბასტენი, გულიტი და რაიკარდი.
მომდევნო სეზონში საკიმ აქცენტი ევროპულ ტურნირებზე გააკეთა, 1988 წელს v მნიშვნელოვანი შეხვედრა ნოემბერში "სტელა როსასთან" გამართეს. ანგარიში 0:1 იყო, მილანი უსახურ თამაშს ატარებდა. მოულოდნელად სტადიონზე ისეთი ნისლი ჩამოწვა, მატჩის გაგრძელება შეულძლებელი გახდა. ამიტომ შეხვედრა გადადეს. გადატანილ შეხვედრაში როსონერიმ ძირითადი დრო ფრედ 1:1 დაასრულა, პენალტების სერიაში კი 3:2 იმარჯვა და თასისთვის ბრძოლა განაგრძო.
შთამბეჭდავი გამოდგა ნახევარფინალური მატჩი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ. სანტიაგო ბერნაბეუზე მატჩი ფრედ 1:1 დამთავრდა. იმ დროს "რეალი" მსოფლიო ფეხბურთის მწვევრვალზე იყო, ამიტომ ახლადაწყობილ გუნდთან ფრედ თამაში წაგებას უდრიდა. იმ შეხვედრაში მილანელთაგან საუკეთესო პაოლო მალდინი იყო, რომელიც მუდმივად მოძრაობდა და ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევდა მეტოქეს.
ყოველივე ამან დამატებითი ინტრიგა შემატა განმეორებით შეხვედრას, რომელიც სან-სიროზე გაიმართა. საკუთარ მოედანზე მილანელებმა 5:0 გაანადგურეს მადრიდელები. პირველი ტაიმის შემდეგ გუნდი შესვენებაზე სამბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა,ანჩელოტიმ რაიკარდმა და გულიტმა გიტანეს. მეორე ტაიმში კი ვან ბასტენმა და დონადონიმ უფრო სოლიდური გახადეს ანგარიში.
ბარსელონაში გამართულ ფინალში როსონერი ბუქარესტის სტიაუას შეხვდა. კატალონიაში როსონერის უამრავი გულშემატკივარი გაჰყვა და მთელი ქუჩები შავ-წითელ ფერებში აჭრელდა, რამაც დამატებითი სტიმული მისცა ფეხბურთელებს. სტადიონზეც მხოლოდ ეს ფერები დომინირებდა. "მილანმა" 1986 წლისჩემპიონთა თასის მფლობელი 4:0 გაანადგურა. გულიტმა და ვან ბასტენმა ორ-ორი გოლი გაიტანეს. 24 წლის შემდეგ როსონერი ევროპული ფეხბურთის სათავეში მოექცა.
მილანის ისტორიაში პირველად ზაფხულში ევროპის სუპერ თასი აღმართეს, დეკემბერში კი ტოკიოში გამართულ საკონტინენტთაშორისო თასზე მეორედ იმარჯვეს. მილანელები კოლუმბიურ "ატლეტიკო ნასიონალს" დაუპირისპირდნენ. უკვე 120-ე წუთი მიმდინარეობდა და ყველა პენალტების შესრულებას ელოდა, როცა ჩიკო ევანიმ საჯარიმო დარტყმის შემდეგ "მილანმა" გაიტანა და კლუბს კიდევ ერთი ტიტული შესძინა.
მომდევნო სეზონში იტალიის ჩემპიონატში ცხრილის სათავეში იმყოფებოდა. მთავარი კონკურენტი კვლავ "ნაპოლი" იყო, რომელიც ფედაფეხ მისდევდა. ბოლოს წინა ტურში "ვერონას" წინააღმდეგ ითამაშეს. ამ შეხვედრაში მსაჯმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და მოედნიდან ერთდროულად გააძევა რაიკარდი, ვან ბასტენი, კოსტაკურტა და ზედ მწვრთნელი საკიც მიაყოლა. შემდეგ ვერონელის თამაშგარედან გატანილი გოლი ჩათვალა და მილანიც სკუდეტოს დაემშვიდობა.[28].
სერია ა-ში წარუმატებელი ასპარეზობის მიუხედავად "მილანი" ევროპულ ტურნირებზე კვლავ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებდა. 1990 წელს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგეს. ვენაში გამართულ ფინალში რაიკარდის გოლით "ბენფიკა" დაამარცხეს. ლიგას ევროპის სუპერ დასაკონტინენტთაშორისო თასებიც დაუმატეს და სეზონი სამი ტიტულით დაასრულეს.[29].
მომდევნო წელს ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში მარსელის "ოლიმპიკთან" სტადიონზე შუქი ჩაქრა, მილანელებმა, რომლებიც შეხვედრას აგებდნენ, თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.უეფა-მ კი წაგებაში ჩაუთვალა და როსონერის დისკვალიფიკაციაც მისცა - გათამაშება დატოვა და ევროტურნირებიდან ერთი წლით მოიკვეთა.[30].”

კაპელოს მილანი


მილანის განლაგება 1994 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ
ევროპის 1992 წლის ჩემპიონატზე სკუადრა აძურა ვერ მოხვდა, ამიტომ საკის ნაკრებში უხმეს, მის ნაცვლად როსონერიში კი ფაბიო კაპელო მოვიდა. კაპელომ საკისგან განსხვავებით ფეხბურთელები მკაცრი სქემებისგან გაათავისუფლა და უფრო მეტი შემოქმედებითობის უფლება მისცა, ახალი მიზნები დაუსახა და "მილანი" უძლიერესი გუნდების სათავეში მოაქცია.
1991-1992 წლების სეზონში მილანმა "პერუჯას" რეკორდი გაიმეორა და სერია ა, 58 მატჩი წაუგებლად დაასრულა და სკუდეტოს კიდევ ერთხელ დაეუფლა[31]. ტიტული მომდევნო წელსაც დაიცვეს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი შესანიშნავი შედეგით გავიდნენ - 10 მატჩიდან ყველა მოიგეს და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს, ჯგუფურ ეტაპზე "პსვ ეინდჰოვენის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა რომარიომ შეძლო მილანელთა კარის აღება.
1993 წლის ფინალში იტალიელები მარსელის "ოლიმპიკს" დაუპირისპირდნენ, სადაც დამარცხდნენ, თუმცა მალე ფრანგები გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულეს და დასაჯეს. მათ ნაცვლად ევროპის სუპერთასსა დასაკონტინენტაშორისო თასზე მილანმა იასპარეზა, თუმცა ტიტულის გარეშე დარჩა. სამაგიეროდ მოიგო იტალიის სუპერთასი.
იმ წელს ჰოლანდიური ტრიო გუნდიდან წავიდა, გულიტი კაპელოს ეჩხუბა და "სამპდორიაში" გადავიდა, რაიკარდი "აიაქსს" დაუბრუნდა, ვან ბასტენმა კი ტრავმა ვერაფრით მოირჩინა და კარიერა დაასრულა. მათ ნაცვლად ახალი ვარსკვლავები გაბრწყინდნენ - ჟან-პიერ პაპენი, სებასტიანო როსი, სტეფანო ერანიო, ზვონიმირ ბობანი,მარსელ დესაი და კრისტიან პანუჩი.
როსონერის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა 1994-მა წელმა[32], იმ სეზონში "მილანმა" ზედიზედ მესამედ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, კაპელოს გუნდის ყველა რგოლი უმაღლესი დონის ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, იმ დროის დაცვის ოთხეულიბარეზი - მალდინი - კოსტაკურტა - ტასოტი, ფეხბურთის ისტორიაში დღემდე საუკეთესო დაცვად ითვლება. სწორედ მათი წყალობით შავ-წითლების კარში გოლის გატანა წარმოუდგენელი იყო.
"მილანმა" ბრწყინვალედ ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, ფინალში კი კრუიფის "ბარსელონას" დაუპირისპირდა. იმ დროს კატალონიურ კლუბს ”ოცნების გუნდსაც” უწოდნებდნენ. იტალიელებს დაცვაში დიდი დანაკლისი ჰქონდათ. დისკვალიფიკაციის გამო ფინალი კაპიტანმა ბარეზიმ და კოსტაკურტამ გამოტოვეს. სწორედ ამიტომ ბოლო წლების განმავლობაში პირველად "მილანი" ფავორიტად არ ითვლებოდა. თუმცა უკვე პირველი ტაიმის შემდეგ როსონერი მასაროს დუბლის წყალობით 2:0 იგებდა. მეორე ნახევარში სავიჩევიჩმა ულამაზესი გოლით ანგარიში სამამდე გაზარდა. მატჩს საბოლოო წერტილი კი მარსელ დესაიმ 58-ე წუთზე დასვა. მთელმა გუნდმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და ზღაპრული მატჩი აჩუქა გულშემატკივარს[33].
ჩემპიონთა ლიგის თასს იტალიის სუპერთასიც მიაყოლეს. "სამპდორიასთან" მატჩში ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. მიხაილოვიჩმა პირველ ტაიმში გაიტანა, თასის მოპოვების შანსი "მილანმა" 85-ე წუთზე გულიტის გოლით შეინარჩუნა. პენალტების სერია კი უკეთ შავ-წითლებმა შეასრულეს და მათ სასარგებლოდ ანგარიში 4:3 დაფიქსირდა. [34]
1995 წლის თებერვალში ევროპის სუპერთასისთვის "მილანი""არსენალს" დაუპირისპირდა, პირველი მატჩი ჰაიბერიზე ფრედ დასრულდა.სან-სიროზე გამართულ შეხვედრაში როსონერიმ მეტოქე 2:0 დაამარცხა. გოლები ბობანმა და მასარომ გაიტანეს[35]. ევროპის სუპერ თასი "მილანმა" მესამედ მოიგო. იმ წელს დაუფლა იტალიის სუპერ თასსაც.
კაპელოს გუნდი მომდევნო სეზონში უკვე არასტაბილურად თამაშობდა, მიუხედავად ამისა,ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა მაინც მოახერხა, თუმცა "აიაქსთან" 0:1 დამარცხდა, ჰოლანდილებმა ანგარიშის გახსნა მატჩის ბოლოს მოახერხეს, პატრიკ კლუივერტმაფრანკ რაიკარდის პასით გაიტანა.

ჩავარდნილი სეზონები

მომდევნო სეზონში "მილანი" კიდევ ერთხელ გახდა იტალიის ჩემპიონი, მაშინ უკვე ვეა ბრწყინავდა. 1996 წელს სეზონის ბოლოსკაპელო გუნდიდან წავიდა და ჩავარდნაც დაიწყო. როსონერიმ ლიდერის პოზიციები დათმო. მთავარ მწვრთნელად ურუგვაელი ოსკარ ტაბარესი დაინიშნა, თუმცა მისი მუშაობა იტალიურ გუნდში მხოლოდ 5 თვეს გაგრძელდა, შემდეგ კვლავ არიგო საკი დააბრუნეს,მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო.
მომდევნო სეზონში მთავარი მწვრთნელს პოსტი კვლავ კაპელოს ანდეს. ვერც მან უშველა კლუბს. 1997-1998 წლებში "რომასთან" 0:5 წააგეს, "პარმასთან" მხოლოდ ქულის აღება შეძლეს და "ფიორენტინასთან" 0:2 დათმეს შეხვედრა. კლუბიც საერთოდ ევროტურნირებს მიღმა დარჩა.[36][37]. ამ ფაქტმა გულშემატკივართა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და მათი აგრესია ფეხბურთელებზეც გადავიდა. აშკარა იყო, რომ "მილანის" დიდების ერა დასრულდა. საფეხბურთო კარიერა დაასრულეს მაური ტასოტიმ და ფრანკო ბარეზიმ, ამ უკანასკნელმა კაპიტნის სამკლაურიპაოლო მალდინის გადასცა.
კლუბში არსებული სიტუაციის მიუხედავად, ხელმძღვანელობას გუნდიდან არც ერთი ფეხბურთელი არ გაუშვია, თანამდებობა მხოლოდ კაპელოს დაატოვებინეს და მის ნაცლად ძაკერონი დანიშნეს. მან ცვილებები შეიტანა სათამაშო სქემაში. განაპირა მცველებს მეტი თავისუფლება მიანიჭა და თავდამსხმელების დახმარებაც დაავალა. ამიტომ უკანა ხაზის მოთამაშეები ხშირად აკეთებდნენ საგოლე გადაცემებს. შეტევა უფრო მასობრივი გახდა. ასეთი მიდგომით სეზონის მეორე ნახევარში "მილანი" ცხრილის სათავეში მყოფ რომის "ლაციოს" დაეწია, ბოლო ტურში აართვა ტიტული და მე-16 სკუდეტო მოიპოვა[38]. თუმცა ეს გამონათებას უფრო ჰგავდა, ვიდრე ახალი წარმატებული სერიის დაწყებას. ძაკერონიმ პოსტი მალე დატოვა. რამდენიმე სპეციალისტის გამოცვლის შემდეგ გუნდიკარლო ანჩელოტის ჩააბარეს.








No comments:

Post a Comment