Friday, February 11, 2011

უცხოელ მწერალთა აფორიზმები და სენტენციები

ვინც არ იცის რა არის სენტენცია , ეს არის ზნეობრივი ხასიათის სხარტი გამოთქმა. სენტენციები ხშირად გვხვდება სულხან საბა ორბელიანის იგავ-არაკებში , ვეფხისტყაოსანში, და დავით გურამიშვილის “სწავლა მოსწავლეთა”-ში

1. აბელარი– ამპარტავნება და ცუდად აღზრდილობა წყარონი არიან უმართებულობისა.
2. აქსაკოვი– დაუსჯელად ვერ გადარჩება , ვინც სამშობლოს გაურბის.
3. ბარლეი– მარტო იგი სთვლის ბოროტად ყველას , ვინც თვითონ ბოროტია.
4. ბესელი– ყველა უბედურებაზე დიდი უბედურება–ყოფილი და წარსული ბედნიერებაა.
5.ლაბულე– გამოუსადეგრად ყოფნა–არყოფნაა.
6. ლამარტი– სინდისი–კანონთა კანონია.
7. კუროჩკინი– ვიდრე ძაღლი ძვალსა ღრღნის , ნუ მიუალერსებ.
8. ლაშოსე– როცა ყველანი დამნაშავენი არიან, არავინ არის დამნაშავე.
9. მაკიაველი– ადამიანი უფრო ჩქარა აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.
10. მაკაროვი– გულმრუდი მეგობარი უფრო საშიშარია, ვიდრე პატიოსანი მტერი.
11. მაქსველი– გაუბედაობა ღირსებაა ღონობისა.
12. მორი– ჭეშმარიტი სულგრძელობა მაშინ არის, როცა კაცი თვითონ იკლებს, რომ სხვას შეეწიოს.
13. პარკერი– ყოველი დიდი საქმე კაცობრიობისა სისხლით იწერება ისტორიაში.
14. პასტერი– ნახევარცოდნა ბევრჯერ უცოდინარობაზე უარესია.

15. რაიე ოლივიე– კაცი მფლანგავი–მონაა, გამფრთხილებელი კი მეფეა.

16. პლოტონი- ტალახი ლამაზ სამკაულს უფრო ნაკლებ სვრის, ვიდრე ცუდი ყოფაქცევა.
17. ჟუკოვსკი- როდესაც გავიხსენებ, რომ ადამიანი ვარ, სულით ავმაღლდები ხოლმე.
18. რაფაელი- უმჯობესია კაცმა არა იცოდეს რა , ვიდრე ცუდად იცოდეს ის, რაც იცის.
19. პრუტკოვი- ბევრი ადამიანი ძეხვსა ჰგავს: რითაც გასტენავ , იმისი მქონებელია.
20. პონტანუსი- ვისაც სიყვარული შეუძლია ის მოხუცი არ არის.
21. როინი- რაც უნდა სულელი იყოს ადამიანი, იმდენი ჭკუა კიდევ ექნება , რომ სხვას ავნოს.
22. რიჩარდი- გამოიზოგე დრო: დრო-ქარგაა, რომელზედაც იქსოვება სიცოცხლე.
23. სტასოვი- კეთილს ყველა აქებს, მაგრამ რა არის ადამიანისათვის კეთილი, ის ბევრმა არ იცის.
24. სმაილსი- ზრდილობა ადამიანის ხასიათის საუკეთესო სამკაულია.
25. სომერი- რა გრძელია ღამე მღვიძარე მწუხარებისა.
26. სტობე- ბიწი თვით უმშვენიერეს სახესაც ამახინჯებს.
27. სული- ადამიანი კი არ ატარებს დროს, დრო ატარებს ადამიანს.
28. სციიპიონი- გაქცეულ მტერს ღირს, რომ ოქროს ხიდი გაუდო.
29.ტოლსტოი-ის კაცი, რომელიც ტანჯვის ატანას არის შეჩვეული , უბედური არ იქნება.
30. ფავარტი- სანათური კრიტიკისა უნდა ანათებდეს და არ სწვავდეს.
31. ვებერი- განათლებული ბარბაროსი ყოველ ბარბაროსზე უბოროტესი არსებაა.
32. ევრიპიდე- ჭეშმარიტი ვაჟკაცობა- სიფრთხილეა.
33. ვერგილიუსი- ვინც ხბო მოიპარა, ის ხარსაც მოიპარავს.
34. კალდერონი- გაქცევა -ეგეც ერთი ხერხია გამარჯვებისა.
35. თრაზიბულე- სულელი კაცი თუ არ აქე, უღმერთობას დაგწამებს.
36. კარი- სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია.
37. კატონი- ვისაც გული წმინდა აქვს, იმას სახეც უბრწყინავს.
38. კუზენი- მართლმსაჯულება ლაგამია კაცობრიობისა და სიყვარული მოყვასის მიმართ.
39. ლემონტეი- სადაც არ არის მართლმსაჯულება , იქ ბუნაგია და არა მამული.
40. ლუი XVI- ცოტა ცოდნა ენაა ცდომილებისა , დიდი ცოდნა კი ჭეშმარიტებისა.
41. მანცონი- კეთილმყოფელ კაცს მტერი თავის დღეში არ მოაკლდება.
42. მარატი- გამოცდილება პირველი და უკეთესი ოსტატია ადამიანის გონებისა.
43. მენცელი- თარგმანი ყვავილია , შუშის ქვეშ მოქცეული.
44. მილერი- ეჭვიანი კაცის სიყვარული უფრო სიძულვილსა ჰგავს.

No comments:

Post a Comment