Wednesday, February 16, 2011

მამაკაცები და ჩვენ

ყველა ქალბატონს აქვს თავისი ნაღვლიანი სასიყვარულო ისტორია. ჩხუბი, გაუგებრობა, კონფლიქტი, ეჭვიანობა და ა.შ. არადა იმისათვის რომ სიყვარულით და ურთიერთგაგებით იცხოვრო, სულ რაღაც პატარა ელემენტარული წესების დაცვაა საჭირო, რომელიც ალბათ არაერთხელ გსმენიათ, მაგრამ მოდით კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ.


პირველი წესი

ნუ შეიყვარებ ზომაზე მეტად
ჩვენ გვგონია, რომ ზომაზე მეტი სიყვარულით გადავარჩენთ ჩვენს ურთიერთობას. როცა ქალს უყვარს, ის მთელ თავს მას უძღვნის და მისგანაც იგივეს მოელის. ცდები! ძალიან ნუ  შეიყვარებ, თორემ ის შენგან წავა – წავა იქ, სადაც შეეძლება სიყვარულისთვის ბრძოლა. ძალიან ბევრჯერ თქმულა – კაცი მონადირეა. ის მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული, ძალიან მალე კარგავს ინტერესს იმ ქალის მიმართ, რომელიც სიყვარულით ავსებს და აღმერთებს მას.  მამაკაცი იღლება და იწყებს სხვაზე ოცნებას, მასზე, ვინც ჯერ კიდევ წინაა, რომელიც მისთვის გამოცანაა და რომელიც დასაპყრობი ჰყავს.

მეორე წესი

არ მისცე მოდუნების საშუალება
თუ არ გინდა, რომ მამაკაცი დაკარგო – ყოველთვის გააკეთე ისე, რომ სულ დაძაბული იყოს. ის არ უნდა იყოს დარწმუნებული, რომ შენ მთლიანად მას ეკუთვნი. ყოველთვის უნდა განიცდიდეს მცირე მოუსვენრობას, იყოს ტონუსში, თორემ მისი შენდამი ინტერესი ძალიან მალე გაქრება. არ მოაბეზრო თავი, მოძებნე რამე საქმე და ცოტა ხნით მოშორდი. მეგობრებთან გაერთე ან სხვა ნებისმიერი საქმე აკეთე. მან არ უნდა იფიქროს, რომ მთელი შენი ყურადღება მას ეკუთვნის და ის ერთადერთია მსოფლიოში, რაც შენს ინტერესს იწვევს. დააინტრიგე სვასთან ფლირტით. შეიძლება იეჭვიანოს, მაგრამ ამით თქვენი ურთიერთობა უფრო გამყარდება.

მესამე წესი

სულში არ ჩაუძვრე
ყველა მამაკაცი ცდილობს შეინარჩუნოს მიზანდასახულის, თავისუფალის და დამოუკიდებელის იმიჯი და ამ იმიჯის დანგრევის ყოველი პატარა მცდელობა, მასში პანიკურ შიშს იწვევს. როდესაც მამაკაცთან ძალიან ახლოს მივდივართ და ვცდილობთ მის სულში ჩახედვას, უმეტესობას უარყოფითი რეაქცია აქვს. ისინი გაურბიან ასეთ ურთიერთობებს და ცდილობენ იპოვონ ის კომფორტული დისტანცია, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ. არ გადააბიჯო მათ საზღვრებს, მამაკაცებს არ შეუძლიათ გულის სწრაფად გადაშლა. მას თუ ენდომება, ის თავად მოგიყვება ყველაფერს, მთავარია არ იჩქარო.

მეოთხე წესი

მუშაობაში ხელს ნუ შეუშლი
მამაკაცებისთვის საქმეები, კარიერა და სამსახური პირველ ადგილს იკავებს. ყველა ქალს აღიზიანებს ის ფაქტი, რომ მამაკაცისთვის ის პირველი არაა. ყოველთვის აგვიანებს შეხვედრებზე – მას საქმეები აქვს, ის დასვენების დღეს ვერ ატარებს ოჯახთან – სამუშაო აქვს, მისთვის უფრო მნიშვნელოვანია კარიერა, ვიდრე ოჯახთან დროის ტარება.. ჩვენ ვცდილობთ კაცი ახლოს გვყავდეს, ის კი თავისუფლებაზე ოცნებობს.
დაწყნარდი. ის ასეა მოწყობილი. დაინდე! მას არ შეუძლია უბრალოდ ბედნიერი იყოს, არ შეუძლია უბრალოდ უყვარდეს – ის ყოველთვის ცდილობს რაღაცის მიღწევას. იმის მაგივრად, რომ იტანჯო, რამე სასიამოვნო საქმე გამოიძებნე და იმით დაკავდი. წაიკითხე წიგნი, შეისწავლე უცხო ენა, ჩაეწერე ათობით კურსებზე – გახადე შენი ცხივრება საინტერესო, ოღონდ მამაკაცის გარეშე. და მაშინ თქვენი ერთად ყოფნა დღესასწაული იქნება და არა მორიგი საქმეების გარჩევა.

მეხუთე წესი

ასიამოვნე
საწოლში მამაკაცს სჭირდება სიახლეები, მძაფრი შეგრძნებები. ის თუ ამ ყველაფერს შენში ვერ იპოვის – სხვაგან იპოვის. მოიშორე კომპლექსები, გახადე თქვენი სექსუალური ურთიერთობა შენს იარაღად, კოზირად. ტემპერამენტიანი, მხურვალე, გაბედული, გახსნილი, მომთხოვნი და მიმცემი – ასეთი უნდა იყო საწოლში.
ძალიან ბევრი ასე არ იქცევა, რცხვენია.. რცხვენია თავისი თავის, ტანის.. შეიგნე – შენ კარგი ხარ. ის ხარ, რაც ხარ! შენ მისი საჩუქარი ხარ. არასოდეს შეადარო თავი სხვა ქალებს. აჩუქე შენი თავი და იცოდე შენი თავის ფასი.

მეექვსე წესი

არ აკრიტიკო
კრიტიკა – თავმოყვარეობაზე დარტყმაა. ყოველი ჩვენთაგანი იცნობს იმ სიტუაციას, როცა კაცი არ აღიარებს თავის შეცდომას, რადგან არ გააკრიტიკონ. ის გაექცევა ყველა კონფლიქტს, სკანდალს, გარჩევებს, თუ იგრძნობს, რომ ვერ შეძლებს მასში გამარჯვებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მან თავისი სისუსტე უნდა გამოაჩინოს, რაც იმიჯს შეულახავს. არ მისცე შენიშვნები, არ “გაუბურღო” ტვინი – როგორც ვიცით ხოლმე :) ამ ყველაფრის გაკეთება სხვანაირადაც შეიძლება.

მეშვიდე წესი

კაცი – ბავშვია. გამოიყენე ეს ფაქტი
ყველა მამაკაცში ბავშვი ცხოვრობს, რომელმაც საკმარისად ვერ ითამაშა, ვერ დატკბა თავისი ბავშვობით. საკმარისია პატარა სითბო, მკერდში ჩაკვრა, ტკბილი სიტყვა და ჩათვალე რომ ის შენია. იყავი მომთმენი და თბილი. შეაქე, გაიზიარე მისი სიხარული, აქე და იამაყე. ის ბავშვია -არ შეიძლება, რომ ამაზე სითბოთი არ გიპასუხოს. მაგრამ ეცადე ძალიან არ გაათამამო. აგრძნობინე, რომ შენც გჭირდება სითბო და ყურადღება.

მერვე წესი

არასოდეს დაკარგო საკუთარი თავი. იყავი ისეთი – როგორიც ხარ!

No comments:

Post a Comment