"ადიდასის" უშუალო ფუძემდებელი და მწარმოებელი გერმანელი ადოლფ დასლერი გახლავთ. იგი 1900 წელს გერმანიაში, ქალაქ გერცოგენაურახში დაიბადა. ოჯახის წევრები შემოკლებით ადის ეძახდნენ. დასლერები საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. ბიჭუნა ფეხბურთით იყო გატაცებული. იმ პერიოდში სპორტის ეს სახეობა ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდებოდა.
როცა 1918 წელს პირველი მსოფლიო ომი გერმანიის დამარცხებით დასრულდა, ქვეყანა ქაოსმა და განუკითხაობამ მოიცვა. ღარიბი ფენა, მათ შორის დასლერებიც, საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ოჯახს პატარა სამრეცხაო ჰქონდა და თავს ამით ირჩენდნენ, მაგრამ ეს საქმეც აღარ ამართლებდა, ამიტომ გადაწყვიტეს, ფეხსაცმლის წარმოება დაეწყოთ. ფულის საშოვნელად სამრეცხაოს გაყიდვა მოუხდათ. ადიმ კი თავისი ველოსიპედი საკერავ მანქანაში გადაცვალა. დედა და ორი და ტყავს ამუშავებდა, ძმა რუდოლფი და მამა ფეხსაცმელს კერავდნენ, ადი კი ფეხსაცმელის დიზაინსა და გასაღებაზე მუშაობდა. პირველი ოთხი წელიწადი დასლერები მხოლოდ სახლის საშინაო ფეხსაცმელს კერავდნენ. გარკვეული დანაზოგით 20 დამხმარე ადამიანის დაქირავებაც შეძლეს და ბოლოს მათ პროდუქციას საგარეო ფეხსაცმელიც შეემატა.
1924 წელს კომპანიას ოფიციალურად ეწოდა "ძმები დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკა". რუდოლფი და ადოლფი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ. თუ ადი ინტელექტით გამოირჩეოდა და ფეხბურთს თამაშობდა, რუდის ყველაფერს კრივი, ჯაზი და გართობა ერჩივნა. დროთა განმავლობაში ფეხბურთის დიდმა გულშემატკივარმა ადიმ ძირზე ლურსმნებმიკრული ფეხსაცმელი შეკერა. სწორედ ასე შეიქმნა საფეხბურთო ბუცები. ამ გამოგონებამ ყველაზე მეტად გაამართლა და გაცილებით მომგებიანიც აღმოჩნდა, ამიტომ ბუცები დასლერების კომპანიის ძირითად პროდუქციად იქცა.
პირველად დასლერების სპორტული ფეხსაცმელი 1928 წლის ამსტერდამის ოლიმპიადაზე გამოჩნდა. 1936 წელს შავკანიანმა ამერიკელმა ძალოსანმა ჯესი ოუენმა დასლერების შეკერილი სპორტული ფეხსაცმლით ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა და ხუთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ბერლინის ოლიმპიადაზე ძმები დასლერების ფეხსაცმლის ფაბრიკამ 400.000 მარკის ღირებულების პროდუქცია გაყიდა. 1938 წელს მათ მეორე ფაბრიკა გახსნეს. 1939 წელს, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მათი ქარხნები ნაცისტებმა დახურეს და ძმები ომში გაგზავნეს. ნაცისტებს სურდათ, დასლერების ქარხნებში ხელყუმბარები ეწარმოებინათ, მაგრამ დანადგარები არ გამოადგათ. ადი ფრონტიდან გამოიწვიეს და გერმანელი ჯარისკაცებისთვის სპორტული ფეხსაცმლის წარმოება დაავალეს.
1945 წელს ომში გერმანიის დამარცხებამ დასლერების ბიზნესზეც იმოქმედა. გერცოგენაურახი ამერიკის მიერ იქნა ოკუპირებული. ამერიკელები ადის ამერიკელი ჰოკეისტებისთვის სხვადასხვა ატრიბუტიკის შეკერვას აიძულებდნენ. მისი ცოლი კი შვილების გამოსაკვებად იძულებული იყო, საქონლისთვის მოევლო და ფული ისე ეშოვა.
მალე მდგომარეობა გამოსწორდა. ერთ წელიწადში ამერიკელებმა გერმანია დატოვეს, ხოლო რუდი ტყვეობიდან დაბრუნდა. ძმებმა ოჯახური ბიზნესი ხელახლა, ნულიდან დაიწყეს. მალე რუდის და ადის, დღემდე უცნობი მიზეზის გამო, დიდი უსიამოვნება მოუვიდათ ერთმანეთში და ბიზნესი გაიყვეს. ერთი ქარხანა ადის დარჩა, მეორე კი – რუდის. ადიმ თავის ფირმას თავისი გვარის და სახელის პირველი მარცვლების შეერთებით "ადდასი" დაარქვა, ხოლო რუდიმ – "რუდა". რამდენიმე თვის შემდეგ "ადდასი" "ადიდასად" გადაიქცა, ხოლო "რუდი" – "პუმად". ასე შეწყვიტა არსებობა იმ დროს მსოფლიოში ცნობილმა ბრენდმა "დასლერმა" და სამაგიეროდ შეიქმნა მსოფლიოში ორი გიგანტური სპორტული კომპანია.
ძმები სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლოდ ინახავდნენ მათი კონფლიქტის მიზეზს. ბევრის ვარაუდით, რუდიმ ის ვერ აპატია ადის, რომ მან არ გამოიყენა ამერიკელ ოფიცრებთან ნაცნობობა და ძმა ტყვეობიდან არ დაიხსნა. "პუმა" და "ადიდასი" ერთმანეთის ყველაზე საძულველი კონკურენტები გახდნენ. მეტოქეობამ იქამდე მიაღწია, რომ კონკურენტი ფირმების თანამშრომლები არ სვამდნენ ერთი და იმავე დასახელების ლუდს, მათი შვილები კი სხვადასხვა სკოლებში დადიოდნენ.
დღესდღეობით ასეთი სიძულვილი ამ ორ კომპანიას შორის უკვე აღარ არსებობს. ძმები შეთანხმდნენ, რომ საოჯახო ფაბრიკის სიმბოლოს არასოდეს გამოიყენებდნენ, მაგრამ ადიმ ეს შეთანხმებაც დაარღვია და "დასლერის" ემბლემიდან ორი ზოლი აიღო, მიამატა მესამე და "ადიდასის" ემბლემად დააპატენტა.
1948 წელს "პუმამ" პირველი ფეხსაცმელი გამოუშვა. ძმისგან განსხვავებით, რუდიმ სხვადასხვა სპორტული აქსესუარის გამოშვებაც დაიწყო და წარმატებასაც მიაღწია. გასული საუკუნის 50–იან წლებში მისი პროდუქცია ამერიკის ბაზარზეც გავიდა. შეიძლება ითქვას, "პუმასა" და "ადიდასს" შორის ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა. მათი მომხმარებელი დღემდე არაერთი ცნობილი პიროვნება და სახეა. 1962 წელს პელე, რომელიც "პუმას" ბუცებით თამაშობდა, მეორედ გახდა მსოფლიო თასის მფლობელი.
თავდაპირველად "ადიდასის" ბუცებს მოსახსნელი ლურსმნები ჰქონდა, ხოლო შემდეგ ყველანაირი კლიმატის შესაფერისი ბუცებიც გამოუშვეს. მალე ადი დასლერს ახალი იდეა დაებადა – სპორტსმენებს ფეხსაცმელთან ერთად სხვა სპორტული აქსესუარიც შესთავაზა. პირველად "ადიდასის" ჩანთა გამოვიდა, შემდეგ კი მაისური და შარვალი. 1975 წელს ადი დასლერი პირველი არაამერიკელი გახდა, რომელიც "ამერიკის სპორტული პროდუქციის ასოციაციაში" მიიღეს.
1978 წელს ადოლფ დასლერი გარდაიცვალა. კომპანიის ხელმძღვანელობა მისმა მეუღლემ, კატარინამ იკისრა. იგი ბრწყინვალედ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას. 1984 წელს კი ფირმას ადი დასლერის შვილი, ჰორსტ დასლერი ჩაუდგა სათავეში. მან მჭიდრო ურთიერთობები დაამყარა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციებთან. სამწუხაროდ, 51 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მისმა დებმა კი სპორტული გიგანტის მართვა ვეღარ შეძლეს, ამიტომ 1989 წელს აქციების 80% საფრანგეთის საფეხბურთო კლუბის, მარსელის "ოლიმპიკის" პრეზიდენტს, ბერნარდ ტაპს სულ რაღაც 440 მილიონ გერმანულ მარკად მიჰყიდეს.
გასული საუკუნის 90–იანი წლებისათვის "ადიდასი" კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ზარალმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა. სამაგიეროდ, მომძლავრდნენ გაცილებით ახალგაზრდა კონკურენტი ფირმები – ამერიკული "ნაიკი" და ბრიტანული "რიბოკი", თუმცა "ადიდასს" პოპულარობა არ დაუკარგავს.
1993 წლიდან "ადიდასის" ახალმა სპეციალისტებმა ფირმის ახალი ისტორიის შექმნა კონკურენტი "ნაიკის" და "რიბოკის" ფირმებიდან მენეჯერებისა და დიზაინერების მალულად გადმობირებით დაიწყეს. რაც მთავარია, ახალმა მფლობელმა პროდუქციის წარმოება გერმანიის ფარგლებგარეთ, ინდონეზიაში, ჩინეთსა და ტაილანდში დაიწყო, სადაც, ცნობილია, რომ მუშახელი ძალიან იაფია. 1996 წელს "ადიდასი" ოლიმპიური თამაშების გენერალური სპონსორი გახდა, რამაც მისი გაყიდვები წელიწადში 50%–ით გაზარდა. ეს მაჩვენებელი დღემდე იზრდება. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მათ ამერიკის ბაზარზე მოიკიდეს ფეხი. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ამერიკის სპორტული ტანსაცმლის ბაზრის 12%–ის და სპორტული ფეხსაცმლის ბაზრის 10%–ის მფლობელი გერმანული "ადიდასია".
ამ ფირმის პროდუქცია პოპულარული იყო არა მარტო სპორტულ სამყაროში, არამედ შოუბიზნესშიც. ჰიპ–ჰოპის და რეპის შემსრულებლები სიამოვნებით იმოსებოდნენ "ადიდასის" საფირმო სამოსით.
დღეს "ადიდასი" მსოფლიო ბაზარზე ყველაზე ფართო ასორტიმენტითაა წარმოდგენილი. დაწყებული კალათბურთის ბოტასებით და საფეხბურთო ბუცებით, დამთავრებული ტურისტული სპორტული აქსესუარებით. 1997 წელს "ადიდასმა" ფრანგული ფირმა "სოლომონი" შეიძინა. შედეგად, მსოფლიოში სიდიდით მეორე სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია გახდა ამერიკული "ნაიკის" შემდეგ. 2005 წელს "ადიდასი" კიდევ უფრო გაიზარდა – მან "რიბოკი" შეისყიდა. წლიურად "ადიდასის" მოგება 260 მილიონ ევროს შეადგენს. შტაბ–ბინა დღემდე დასლერების მშობლიურ ქალაქ გერცოგენაურახშია.
"ადიდასს" მუდმივი კონტრაქტები აკავშირებდა ისეთ ლეგენდარულ სახეებთან, როგორებიც არიან მუჰამედ ალი, ჯო ფრეზერი, შტეფი გრაფი, სტეფან ედბერგი, ლევ იაშინი, მიშელ პლატინი, დევიდ ბექჰემი და ზინედინ ზიდანი.

join.ge
ReplyDelete