ორიგინალური, თავისუფლების მოყვარე, ნოვატორი, დაჯილდოებულია გამომგონებლური ნიჭით, არის ძალზე კონტაქტური და გულუხვი. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მერწყულები მომხიბვლელები და მოუხელთებლები არიან, მუდმივად სიახლეს ესწრაფვიან, თუმცა ხანდახან შესაძლოა მათი ეს სწრაფვა ეგოიზმშიც კი გადაიზარდოს, ამასთან ერთად მერწყულებს ექსცენტრულობა, საზოგადოებისგან განდგომის სურვილი და ყველაფრის მიმართ სრული გულგრილობაც ახასიათებთ.
უარყოფითი თვისებები
ძირითადი საფრთხე, რაც მერწყულის წარმატებას ემუქრება ის არის, რომ მერწულს აქვს მიდრეკილება თავისი შესაძლებლობები საზოგადოებაში თვალსაჩინო ადგილის მოპოვებისათვის ხარჯოს. ის ძალიან ბევრს ლაპარაკობს მომავალზე, მაგრამ მისი იდეები ყოველთვის როდი იქცევა რეალობად.
იმის გამო, რომ მერწყული ყველაფერს იმას აკეთებს, რაც უნდა და სხვის აზრს არაფრად აგდებს, შეიძლება ხალხმა მასზე გარეგნობის მიხედვით იმსჯელოს და მისი გულწრფელობა და სხვა სიკეთე ვერც შენიშნოს. ბრძენი მერწყული კარგს იზამს, თუ მიხვდება, რომ უფრო მალე მიაღწევს მიზანს, თუ ერთგვარი პირობითობის ჩარჩოებში იმოქმედებს, თუნდაც ეს დროებითი კომპრომისი იყოს. მერწყულსაც ემუქრება ზერელობის საფრთხე.
იგი ადამინაებისაგან გასაკუთრებულს მოითხოვს, პირველ რიგში ინტელექტუალურ სფეროში , მაგრამ თუ ამას ვერ იპოვის, შეიძლება თავისი მოთხოვნები შეამციროს და რაც მოჰყვება, იმას დასჯერდეს. ამის გაკეთება არაფრით არ ძეიძლება, სჯობია ახალი, უფრო ჭკვიანი მეგობრების ძებნა განაგრძოს.
სინამდვილეში, მერწყულს თვითდანგრევის ტენდეცია აქვს. არსებითად, ინტელექტის ხვედრი მარტოობაა.
დადებითი თვისებები
მერწყული კეთილი, რბილი ნიშანია, დახმარებისთვის მუდამ მზად არის. იგი განსაკუთრებით კმაყოფილია, როცა რჩევისათვის მიმართავენ, საუკეთესო მრჩეველიც არის. თავმდაბალია და იშივიათად ცდილობს ამხანაგებზე უპირატესობას მიაღწიოს. მერწყულს არაჩვეულებრივი ინტელექტი აქვს და ადვილად იძენს ცოდნას და განათლებას. მაგრამ ნიჭიერების მიუხედავად, არც ცდილობს სხვებს თავისი უპირატესობა დაუმტკიცოს. სიყვარულში ძალიან ერთგული და უღალატო არის - სულიერად მაინც, თუ ფიზიკურად არა, მაგრამ იგი ყოველთვის თავშეკავებულია და არ უყვარს თავისი გრძნბების გადმოღვრა. ურანი მერწყულის მძლავრი მეგობარია. იგი ხშირად მოქმედებს პროფესიის არჩევაში, თუმც არჩევის ფართო შესაძლებობას კი აძლევს, მაგრამ მერწყული უფრო ხშირად წარმატებას აღწევს მსახიობობაში, მასწავლებლობაში, განსაკუთრებით კი - პოლიტიკურ მოღვაწეობაში. საერთოდ, მერწყულის ნიშნიანები დადებითი, ოპტიმისტი ხალხია. გამოჩენილ ადამიანთა 80% ამ ნიშანზეა დაბადებული. ისე რომ, ბედნიერნი არიან ამ ნიშანზე დაბადებულნი და ისინიც, ვისაც მათთან აქვთ ურთიერთობა, იმიტომ რომ მერწყული მათში იმედიანობასა და ვაჟკაცობას ნერგავს. მერწყული - მეგობრობის სახლის გამგებელი - პირადი ურთიერთობების ოსტატია, მის ერთგულებას საზღვარი არ აქვს.
დამატებითი ინფორმაცია:
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობისას, ყოველგვარი მოულოდნელობისთვის უნდა იყოთ მზად, ისევე როგორც ალისა, ლუის კეროლის ზღაპრიდან ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში”.ბუნებით მშვიდ და კეთილ მერწყულებს, რაიმე უჩვეულო მოქმედებით, საზოგადოებრივი აზრის წინაარმდეგ გალაშქრება უყვართ ხოლმე.
XI სახლი
ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლი: განაგებს ადამიანის სამეგობრო წრეს, მისწრაფებებსა და იდეალებს. პიროვნების ყველაზე სანუკვარი, პატივმოყვარული და საოცნებო მიზნების ახდენის შესაძლებლობებს. კოლექტიური შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, თანამოაზრეებთან ურთიერთობას და საერთო ინტერესების მქონე ადამიანების დაკავშირებას. ფარული ოცბნებების ასრულებას, მკაცრი, ყოფითი ცხოვრების ჩარჩოებისგან განთავისუფლების სურვილსა და შესაძლებლობებს. განაგებს ერთობლივი, ჯგუფური პროექტებისა და გეგმების განხორციელებას. საერთოდ ყოველგვარ საქმიანობას რასაც კოლექტიური ქმედება უდევს საფუძვლად.
(მეგობრები, უნივერსალური ფასეულობანი, იმედები)
1) გეგმები, იმედები, ოცნებები, იდეალები, ცხოვრებით დაკმაყოფილების ხარისხი, წარმოდგენა ბედნიერებაზე.
2) ცხოვრებისეული გეგმებისა და ტენდენციების კორექციის შესაძლებლობანი.
3) რეფორმები და სახეცვლილებანი, დამოუკიდებელი ხედვები, ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა, მსოფლიო კანონებითა და პრინციპებით ხელმძღვანელობა, ჰუმანიზმი.
4) არაფორმალური ჯგუფები, კავშირები და გაერთიანებები, რომლებიც შორეული მიზნებისაკენ სწრაფვაზე ეფუძნებიან.
5) მფარველი მეგობრები, კეთილისმოსურნენი, მეცენატები.
6) ადამიანის "ჭერი", "სახურავი" ("კრიშა").
• სახლის I მესამედი: პირადი მეგობრები. მფარველები. მეურვეები. მეცენატები. მრჩევლები. შემოსავლები პროტექციისა და მეგობრების დახმარებით. სოციალური ცხოვრება და რეაქცია საზოგადოებრივ პროცესებზე. არაფორმალური, სოციალური სანქციები, ერთ-ერთი მშობლის სიკვდილი. შვილების მეუღლეები. შვილების აშკარა მტრები. შვილების კამათი. დის ან ძმის ხანგრძლივი მოგაზურობა, ასევე მათი რელიგიურობა. გერები.
• სახლის II მესამედი: იმედები. სურვილები. აქციონერულ საზოგადოებასთან კავშირი. შემოსავალი საკუთარი ტანჯვის შედეგად. კავშირების ცხოვრების მეორე მესამედში.
• სახლის III მესამედი: იმედების, სურვილების, გეგმების, პროექტების ასრულება. სულიერი სახის იმედები და სურვილები ცხოვრების უკანასკნელ მესამედში. არამართვადი ექსტაორდინალური მოვლენები.
დრაკონის წელში დაბადებული ადამიანები, როგორც წესი საზოგადოებაში საყოველთაოდ მისაბაძი ეტალონის რეპუტაციით სარგებლობენ. თუმცა მათი ამგვარი საპატიო სტატუსი, უფრო საკუთარი თავის ფლობის შესანიშნავ უნარსა და ”საგარეო იმიჯის” ოსტატურად შექმნის ცოდნას ეფუძნება, ვიდრე რაიმე განსაკუთრებული სახის პიროვნულ ღირსებებს. ამ ადამიანების გარეშე, არც ერთი არისტოკრატიული რაუტი, პრემიერა ან ოფიციალური მიღება არ ჩაივლის და მათ ნებისმიერი, ხალხმრავალი წვეულების ეპიცენტრში აღმოაჩენთ. დრაკონები როგორც წესი უნაკლოდ გამოიყურებიან, უზადოდ დახვეწილი გემოვნებით იცვამენ და საერთოდ ეხერხებათ საკუთარი პერსონისადმი ჯეროვანი ყურადღების მიქცევა აიძულონ გარშემომყოფთ. თუმცაღა ამგვარი ”ყალბი დიდებულების” მიღმა, დრაკონები ძალზე ხშირად თავიანთ საოცრად სუსტ და დაუცველ ნამდვილ სახეს მალავენ ხოლმე. სამაგიეროდ, უცხო თვალი ვერასოდეს შეამჩნევს, როგორი ხანგრძლივი და ღრმა ემოციებით იტანჯებიან ისინი, ამასთან ხშირ შემთხვევაში აფსოლუტურად უმნიშვნელო წვრილმანების გამო. უფრო მეტიც, ამაყი ბუნების გამო მათ არათუ სხვებთან, საკუთარ თავთანაც კი არ შეუძლიათ გულახდილი იყონ და ჩადენილი შეცდომები აღიარონ. დრაკონი ბუნებით გამოუსწორებელი რომანტიკოსი და იდეალისტია, ამიტომ ეს ადამიანები სასურველი პარტნიორის ძიებაში, ხანგრძლივი დროის მანძილზე, ერთი სასიყვარულო გატაცებიდან მეორეზე ადვილად და ძალზე სწრაფად გადადიან. იმედოვნებენ რა, რომ საბოლოოდ მაინც იპოვნიან ისეთ პიროვნებას, ვინც მათი მოლოდინის გამართლებას ბოლომდე შეძლებს. ქორწინებაში დრაკონისთვის შესანიშნავი მეწყვილე იქნება: ვირთხა, მაიმუნი ან ვეფხვი. აი ხარს და მით უმეტეს ძაღლს, ამ ადამიანმა ცხოვრება არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუკავშიროს. ჩვეულებრივ დრაკონებს რთული ბავშვობა აქვთ, ხშირ შემთხვევაში მშობლების სიმკაცრით ან ოჯახში არასახარბიელო, მტრული ატმოსფეროთი დაღდასმული დრაკონი, უკვე დიდობაში საკუთარი ინტელექტუალური და გონებრივი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას ძნელად ახერხებეს. თუმცა წლების მატებასთან ერთად გადაიტანს რა, რამოდენიმე სერიოზულ ცხოვრებისეულ კრიზისს და იმედის გაცრუებას, დრაკონი დინჯ და ბრძენ ადამიანად ყალიბდება. ერთადერთი რისი სწავლაც მას უძნელდება, საკუთარი არასრულყოფილების მიღება და დაშვებული შეცდომების იუმორით დანახვაა. მართალია ზოგიერთ დრაკონს გადამეტებული ეგოიზმი, ამბიციურობა და სნობიზმი ახასიათებს, მაგრამ საერთო ჯამში ამ ადამიანებს საკმარისი პიროვნული ღირსებები გააჩნიათ, რომელსაც ხშირად მორიდებული ხასიათის გამო, ბოლომდე ვერ ან არ ამჟღავნებენ.
დრაკონში არის მოჭარბებული ჯანმრთელობა, სასიცოცხლო ძალა, აქტივობა, წმინდა, როგორც ოქრო. მას არ შეუძლია იყოს ფლიდი, მეწვრილმანე, ენამწარე და ელემენტარული დიპლომატიც კი, თუმცაღა არც ისე გულუბრყვილოა, როგორც კეთილი ღორი - იგი მიმნდობია, მას ყოველთვის მოატყუებენ.
იგი მგრძნობიარეა. დრაკონი ხშირად წუხდება უსაფუძვლოდ. ლტოლვა სრულყოფისაკენ მას ხდის მომთხოვნს, როგორც საკუთარი თავისადმი, ისე სხვებისადმი. იგი ზედმიწევნით ორგანიზებულია, ბევრს მოითხოვს, მაგრამ აკეთებს უფრო მეტს; ჯიუტი და გულფიცხია, არ უჩერდება ენა და ხშირად სიტყვა აზრს წინ უსწრებს. ამასთანავე, მისი აზრი ანგარიშგასაწევია, იძლევა კარგ რჩევებს, დაუოკებელი ენთუზიასტია, ადვილად ერთობა, ამაყია, დრაკონი ყველაფრის შემძლეა; ინტელიგენტი, ძლიერი და ამტანი, დიდსულოვანი. მას ყურს უგდებენ, გავლენა აქვს სხვებზე. მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე არ ექნება არავითარი გასაჭირი. შეუძლია მიაღწიოს წარმატებებს ნებისმიერ საქმეში - აირჩევს მსახიობის კარიერას, მღვდლის, მეომრის, ექიმისა თუ პოლიტიკოსის - ყველგან იბრწყინებს. თუ დიდ საქმეს შეეჭიდება, მიზანს კიდეც მიაღწევს. საუბედუროდ, ასეთივე წარმატებით შეუძლია დაადგეს ცუდ საქმეს და აქაც გაიმარჯვებს.
რაც შეეხება სიყვარულს, უფრო ხშირად იგი უყვართ, მას კი იშვიათად. მას არასოდეს ექნება იმედის გაცრუება ან დარდი სიყვარულში. ამასთანავე დრაკონი შეიძლება გახდეს სასოწარკვეთილების, დრამის მიზეზი. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები დიდ წარმატებებს მოიპოვებენ და მათ ხშირად შესთავაზებენ გულს და ხელს. დრაკონი იშვიათად ქორწინდება ახალგაზრდობაში, ზოგიერთი ბერბიჭადაც კი რჩება; მოსწონს უცოლო ცხოვრება, ეს მის ხასიათს კარგად ერგება. უფრო ბედნიერიც კი შეიძლება იყოს. მას შეუძლია თავისი ცხოვრება დაუკავშიროს ვირთხას, რადგან მოყვარული ვირთხა ყველაფერს აიტანს, თვით უყურადღებობასაც კი. რა თქმა უნდა, ვირთხა ისარგებლებს ყველაფრით, რასაც მოუტანს დრაკონი. თავის მხრივ, იგი დაეხმარება მას თავის კრიტიკული ნიჭით და ფულისადმი სიყვარულით. იგივე შეიძლება ვთქვათ გველზეც. მკვეხარა მამალი ასევე იპოვის საერთო ენას დრაკონთან; იგი მისი წარმატებების ნამცეცებს სიამოვნებით აკრეფავს, როგორც სიყვარულში, ასევე სხვა საქმეებში. მაიმუნიც კარგად შეავსებს მას ეშმაკობით, დრაკონი კი თავის სიძლიერით. მათ ესაჭიროებათ ერთმანეთი, მაგრამ ამას მხოლოდ მაიმუნი შეძლებს, დრაკონი უნდა იყოს ფრთხილად; ყველა ნიშნებიდან მხოლოდ მაიმუნს შეუძლია დასცინოს მას. მისი იუმორი შეარბილებს დრაკონის სიამაყეს. ამას გარდა კაცი - დრაკონი მოჯადოებული იქნება ქალი გველის სილამაზით, რომლითაც იამაყებს. დრაკონი და ვეფხვი ერთმანეთს ვერ დაამშვიდებენ, განსაკუთრებით საჭიროა, რომ დრაკონი მოერიდოს მოუსვენარ ძაღლს, რომელიც არ დაუჯერებს მას.
დრაკონს სიძნელეები ექნება სიცოცხლის პირველ ფაზაში, იმიტომ რომ იგი ბევრს მოითხოვს თავისი ახლობლებისაგან. მისი არტისტული ტემპერამენტი გახდება მრავალი პრობლემის მიზეზი ცხოვრების მეორე ფაზაში. თავის წრეში, სადაც მას ექნება უპირატესობა, გაჩნდება გაუგებრობის შეგრძნებაც. სინამდვილეში დრაკონით იქნებიან აღფრთოვანებული, მას დაუჯერებენ და რამდენადაც მცირე იქნება მისი როლი, იმდენად დიდი ექნება წარმატება. ბედნიერი იქნება ცხოვრების ბოლო ფაზაში, ექნება ყველაფერი, რასაც მოისურვებს. დრაკონი წარმატების, ზეციური სიძლიერისა და ყველაზე კეთილმყოფელი ასტრონომიული ზეგავლენის ნიშანია. იგი განასახიერებს სიცოცხლეს და ზრდას. დრაკონი მოიტანს ოთხ სიკეთეს: სიმდიდრეს, სათნოებას, ჰარმონიასა და დღეგრძელობას. მაგრამ ნებისმიერ მედალს აქვს მეორე მხარეც და თუ იქნება მსუბუქი ბედისწერის შთაბეჭდილება, არ დაგავწყდეთ, რომ ეს ილუზიაა.
ყოველდღიურად დრაკონი ბრწყინავს, მაგრამ მისი ბრწყინვალება არ არის მკვეთრი, მას არ ძალუძს დააბრმავოს, და მისი პიროვნული სიძლიერე მოჩვენებითია. ის არ არსებობს რეალურად, შექმნილია საკარნავალო ფიგურის მსგავსად, უზრუნველი და ძლიერია; უფრთხის ცეცხლს, ოქროსა და წყალს, მაგრამ მას დასწვავენ დღესასწაულის შემდეგ. და როგორც სფინქსი, იგი აღსდგება ნაცრისაგან შემდეგი დღესასწაულისათვის. დრაკონი ქიმერული ცხოველია.
ფითრის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები არიან იდუმალი და მიმზიდველები. ვარდის ფურცელისა და ჩიტის ფრთის მსგავსად ისინი ფლობენ შეუდარებელ მოხდენილობას და გრაციას, გამოირჩევიან სიკოხტავით.
მათი ნატიფი ბუნება მოითხოვს ყველაფერს საუკეთესოს, მათ უყვართ კომფორტი.
ყველაზე ძალიან უყვართ დასვენება, გასეირნება ვიდრე მუშაობა. ისინი ყოველთვის საინტერესონი არიან საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის: მათ ჰყავთ უამრავი თაყვანისცემლები.
ფითრებს სიყვარულის გულისათვის დაუფიქრებელი საქციელის ჩადენაც კი შეუძლიათ. ქალი გამოირჩევა "რისკიანი" ხასიათით, შეუძლია ყველაზე მიუდგომელი მამაკაცის მოხიბვლაც კი, რადგან მას ბადალი არ ჰყავს, მისი მეტოქეები მას ვერ იტანენ.
ამ მომაჯადოებელი ყვავილის ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მამაკაცებმა იმისათვის, რომ მოიპოვონ პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში უნდა მისდიონ სპორტს, კულტურიზმს, კარატეს ან ტენისს. სპორტი მათ უნარჩუნებს ჯანმრთელობას და ცუდი ჩვევებისგან იცავს, ამასთან ერთად ისინი მიმზიდველებიც ხდებიან.
ცხოველი - ლომი(მდედრ.) (ძუ)
დჰანიშტა დაკავშირებულია ვარსკვლავ სუალოხინთან (α-დელფინი). ბერძნები ამ ვარსკვლავს სოტერს უწოდებდნენ. ეს ვარსკვლავი ბუნებით მდაბალია. სიმბოლურად აღინიშნება დოლით, იმართება მარსის ენერგიით, მისი სახელწოდება ითარგმნება, როგორც "სიმფონია", რაც მიანიშნებს სხვა ადამიანების გაერთიანებაში მონაწილეობის მიღებაზე რაიმე საერთო საქმისათვის. ის მოძრავია, რაც ანიჭებს წარმატებას სახლიდან მოშორებით. ამ ნიშნის ადამიანები არიან მომხიბვლელები და ქარიზმატულები, ერთნაირად შეძლებული, როგორც მატერიალურად, ისე სულიერად. ძლიერები არიან სიტყვითაც და საქმითაც. ისინი არიან ენაწყლიანები და ყურადღებიანი მოსაუბრესთან. ისინი, როცა ეხმარებიან სხვებს, თავიანთ არსებობას გამართლებულად მიიჩნევენ. ნამდვილი ალტრუისტები არიან, ისინი გრძნობენ სიცარიელეს, რომელიც აუცილებლად უნდა შეავსონ.
ისინი იზიდავენ რა თავისკენ სხვებს, მაინც ყოველთვის ინარჩუნებენ დისტანციას. თუ მათი პარტნიორი მათი ერთგული არ არის ისინი უხდიან სამაგიეროს, და თამაშობენ მათთან თანასწორი უფლებებით. ისინი მზად არიან ბევრი მოითბინონ, ძალინ მომთხოვნები არიან, მაგრამ თავის ვალდებულებებზეც უარს არ ამბობენ.
სექსში ისინი ამჟღავნებენ ლომის გემოვნებას და ღიად გამოხატავენ თავიანთ სურვილებს, ისინი მშვიდად აღიქვავენ საკუთარ სექსუალურობას და უყვართ სიყვარულით ტკბობა. მათ სჭირდებათ გულუხვი პარტნიორი, რომელიც გაამართლებს მათ იმედებს. დჰანიშტა რჩება ერთგული მთელი ცხოვრების მანძილზე. მათ აქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, ფლობენ რა განსაკუთრებულ ძლიერ სულს და ქარიზმას ისინი აკონტროლებენ საკუთარ სექსუალურ მოთხოვნილებებს და არასდროს მალავენ თავიანთ განზრახვებს იმათზე ვინც მოსწონთ - მანამ არ ნახავენ "ყველაზე მთავარს და ერთადერთს" თავის ცხოვრებაში.
საუკეთესო პარტნიორები არიან: ლომი(მდედრ.) (დჰანიშტა) და ლომი (მამრ.) (პურვა - ბხადრა).
ამ სახლს მართავს მარსი.
ამ ადამიანებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე გამოცდილების მიღების, შესანიშნავი უნარი გააჩნიათ და როგორც წესი, არც საკუთარ შეხედულებებსა და მოსაზრებებს უზიარებენ ვინმეს ბოლომდე ან გულღიად. აქედან გამომდინარე, ისინი მართალია გარშემომყოფებთან მიმართებაში, უსაზღვროდ ყურადღებიანები და მეგობრულები არიან, მაგრამ ბევრისთვის მათი პიროვნება, მაინც მთელი ცხოვრების მანძილზე გამოცანად რჩება.
ორიანის მთავარი პრობლემა, მის მერყევ ხასიათში მდგომარეობს. ამ ადამიანის ცხოვრებაში უმთავრეს როლს, სწორად შერჩეული უახლოესი გარემოცვა და პარტნიორი თამაშობს. თუკი ორიანის გვერდით, ძლიერი და მიზანმიმართული ადამიანები არაინ, ან ცხოვრების მეგზურად იგი ლიდერის თვისებების მქონე, ნოვატორული ბუნების ადამიანს ირჩევს, მისი ქორწინება ბედნიერი და სტაბილური იქნება.
aდამიანი, რომლის დაბადების თარიღის ჯამი არის ორი, გამოირჩევა მოკრძალებითა და დიპლომატიურობით. ის მუდამ მზად არის სხვათა დასახმარებლად. არის ერთგული და ახასიათებს ტაქტის დიდი გრძნობა. ირგვლივმყოფებს დიდ პატივს სცემს და მუდამ ინტერესდება მათი მდგომარეობით. აინტერესებს ყველაფერი, რაც გაურკვეველია და შეუცნობელი. მისი დევიზია: "შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი". ვერ იტანს უსიამოვნებებს, განხეთქილებებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს. საუბრისას იყენებს ტყუილებსაც, თუმცა, ამას უფრო მისი მეოცნებე ხასიათი განაპირობებს. როდესაც ცხოვრება არაჰარმონიულ სიბრტყეში გადადის, ის აფორიაქებული, დეპრესიული და ნევროზული ხდება. ასაკის მატებასთან ერთად თუ მან კარგი განათლება და გამოცდილება მიიღო, მაშინ მისგან კარგი მრჩეველი, ფსიქოლოგი ან ასტროლოგი დგება.
No comments:
Post a Comment