ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ…
შენს ამაგს ვხედავ….
შენს ხოტბას ვბედავ….
ლამაზ თვალებში მე წარსულის სევდასაც ვხედავ
მრავალ მაგალითს სიკეთისას მე ვსწავლობ შენგან….
გთხოვ მაპატიე თუ ხმამაღალ სიტყვას გავბედავ…..
ბოდიშს მოგიხდი ასე საჯაროდ, როგორც გაქებდი….
არ მეწყინება, თუკი ამისთვის წამითაქებდი…
ხელზე გემთხვევი და გამოვითხოვ კურთხევას შენგან…
ყველაზე წრფელად შენ დამლოცავ უფალთან ერთად….
თუ გაწყენინე შენდობას ვითხოვ არ ვმალავ ამას,
ვიბედნიერებ ალბათ, თუ დაგიფასებ ამაგს.
ჩემო ღვთიურო და მისტიურო არსებავ დედა
გმირი ხარ ჩემთვის და საჯაროდ შენს ქებას ვბედავ!
* * *
როგორ მენატრები დედა
ღრუბელს გავაყოლებ ფიქრებს
ქარებს დავიგულებ მხედრად
სივრცეს, ოცნებები მივსებს,
ისე მენატრები დედა.
ვიცი, სიშორეთა ხიდი,
დროთა უსაშველო სევდა,
მიდის, უგზოუკვლოდ მიდის
უფრო მენატრები დედა.
შენი გულმხურვალე ლოცვა,
გზა—კვალს მიცისკროვნებს ბედად.
როგორ ძლიერი ვარ როცა
ქვეყნად შენა მყავხარ დედა.
ჩემო, გულცისკარა ქალო,
ჩემო, ტკივილო და სევდავ.
ჩემო, ოცნებების ფარო,
ჩემო საყვარელო დედა.
ღმერთმა გაგიგრძელოს წლები
მყავდე მიწიერი ღმერთად.
მინდა გამოვისხა ფრთები
ისე მენატრები დედა.
* * *
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებ ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძილო ღამე
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.
ნუ შეგაშინებს მეხი ძლიერი.
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს შენ ხარ ძლიერი
ვიდრე დედა გყავს ვინ მოგერევა.
ბედის ქამანდას თუ ვერ გაექცე,
წილ ხვედრიელი თუ ვერ გახედნე
დღეში რომ კიდევ ცხრაჯერ დაეცე,
დედის ხელები წამოგაყენებს.
ჭირთა თმენა და დიდი იმედი
დედა სიცოცხლის თვალის ჩინია ,
ვიდრე დედა გყავს შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია.
* * *

No comments:
Post a Comment