Monday, April 25, 2011

სქესობრივი ცხოვრების დაწყება

როდის?

არ არსებობს მკაცრი ასაკობრივი და ფიზიოლოგიური საზღვრები, თუმცა ჩვენ კატეგორიულად არ გირჩევთ 16 წლამდე დაწყებას. დაწყება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანი ამისთვის მზადაა. მზადყოფნაში იგულისხმება ფსიქოლოგიური და ინფორმაციული მზადყოფნა. ფსიქოლოგიურად თქვენ ეს უნდა გინდოდეთ, სწორედ ამ კაცთან, ახლა, ამ პირობებში, გინდოდეთ საკუთარი ნებით და არ უნდა ჰქონდეს ადგილი რაიმე მსხვერპლს თქვენგან. ინფორმაციულად კი თქვენ უნდა იცოდეთ ქალისა და მამაკაცის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები, ორსულობისაგან და ინფექციებისაგან თავდაცვა, გყავდეთ ექიმი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში მიმართავთ. კონტრაცეფციის შესახებ არა უბრალოდ უნდა გქონდეთ წაკითხული, არამედ კონტრაცეპტივი უნდა გქონდეთ თან და შეგეძლოთ მისი გამოყენება. ასევე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა მხოლოდ პირველ რიგში სწორედ თქვენი საქმეა. ორსულობისაგან დაცვა სწორედ თქვენი საქმეა და არა თქვენი პარტნიორის. მაშინაც კი, როდესაც ის უფრო გამოცდილია, როდესაც მას მთლიანად ენდობით – ასეთ რამეზე ზრუნვას ნუ მიანდობთ. ეს მისი საქმე არ არის. დაივიწყეთ ორსულობისაგან დაცვის კალენდარული მეთოდი, შეწყვეტილი სქესობრივი აქტი და სქესობრივი აქტი მენსტრუაციისას – ეს ძლიერ არაეფექტური მეთოდებია. თქვენ უნდა იცოდეთ ორსულობის დიაგნოსტიკის მეთოდები და მისი შეწყვეტის მეთოდები – რეალური და არა წარმოსახვითი. უნდა გამორიცხოთ ფსედოსამედიცინო ინფორმაცია – დაქალების და ნათესავების რჩევები, ინტერნეტ–ფორუმები, პოპულარულ ჟურნალებში სტატიები, ფილმები. სარწმუნო ინფორმაცია მხოლოდ პროფესიონალებიდან მოდის. თქვენ უნდა გქონდეთ შეხვედრების ადგილი, ჰიგიენის მინიმალური საშუალებები, აგრეთვე ფული ექიმთან ვიზიტისა და კონტრაცეპტივების საყიდლად. უნდა გაარკვიოთ ურთიერთობა მშობლებთან. მუდმივ შიშში ხომ არ იქნებით – ვაითუ გამიგონ/მომკლავენ და არ მოატყუოთ ისინი



პირველი შთაბეჭდილება მაინც სამუდამოდ გამახსოვრდებათ და თქვენი და პარტნიორის მოქმედება აღიქმება როგორც ნორმა. თქვენ უნდა გიყვარდეთ და გრძნობდეთ რომ უყვარხართ. ასჯერ მაინც ჰკითხეთ საკუთარ თავს – რატომ გინდათ ეს და გინდათ თუ არა? თუ ყოყმანობთ, ესე იგი თქვენი დრო არ მოსულა და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ბრძანდებით.



როდის არ შეძლება დაწყება:

1. შანტაჟი – თუ გიყვარვარ, დამიმტკიცე. სიყვარულს მტკიცება არ სჭირდება, განსაკუთრებით საწოლში. თქვენ თავისუფალი ადამიანი ხართ და არ ხართ ვალდებული ვინმეს რაიმე უმტკიცოთ. ასეთ ადამიანთან კი ვერასოდეს თავისუფალი ვერ იქნებით. თუ თქვენ დანებდებით შანტაჟს და მისცემთ ვინმეს თქვენი გამოყენების უფლებას, სწორედ თქვენ ინანებთ შემდგომ იმის გამო, რომ საკუთარი ღირსება ასე დაბლა დაუშვით.



2. მსხვერპლშეწირვა – " მინდა მას მივცე ყველაზე ძვირფასი რაც მაქვს" იგივეა რაც პირველი ვარიანტი, ოღონდ უფრო უარესი ფორმით. სიყვარულს არაფერი აქვს საერთო მსხვერპლშეწირვასთან – ეს გრძნობა მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს ახასიათებთ. თუ ის არ გაძალებთ, დააფასეთ მისი კეთილშობილება და იყავით მისი ღირსი. თქვენი საქციელი უნდა განპირობებული იყოს იმით, რომ თქვენ ეს გინდათ და არა იმიტომ, რომ მსხვერპლი შესწიროთ ვიღაცას. ამით მას ბედნიერებას ვერ მოუტანთ.



3. ასაკი – უკვე დროა. ეს არგუმენტი ხანგრძლივ განხილვად არ ღირს. რისთვის ინახავდით თქვენს თავს ამ ასაკამდე, რომ ისევ საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ წასულიყავით? რადგან ასაკი გაწუხებთ, ე.ი. პატარა გოგონა აღარ ხართ და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა იქნება ამ განწირული ნაბიჯის შემდეგ. როგორც ჩანს ამ ცხოვრებაში თქვენ იდეალურ მამაკაცს ეძებდით. იდეალური გაზიც კი არ არსებობს ბუნებაში(გახსოვთ ფიზიკის სასკოლო კურსიდან?). თქვენ უნდა ისწავლოთ რეალური ადამიანების შეყვარება, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით.



4. თვითდამკვიდრება – მე უკვე დიდი ვარ, ეს კი ზრდასრულების ძირითადი საქმიანობაა. ტიპიური ბავშვური ხასიათის გამოვლენაა – დიდების მიბაძვა. ბავშვი იცვამს დედის ტუფლებს, თუმცა მათში სიარული ძნელია, სინჯავს სიგარეტს და მერე ხველებით იხრჩობა და ა.შ. თუ თქვენ ამ მოსაზრების გარდა სხვა არავითარი მიზეზი არ გაქვთ დაწყებისათვის, იცოდეთ, ეს დასაწყისი თქვენთვის ზეიმი ვერ იქნება. ზრდასრულებს მეტი უფლებები აქვთ, მაგრამ მათი პასუხისმგებლობაც მეტია და ყველა მათგანს ერთი სული აქვს ისევ ბავშვობაში დაბრუნდეს. გაიხანგრძლივეთ ბავშვობის წლები სანამ დრო გაქვთ!



5. ცნობისმოყვარეობა – ამაზე რამდენს ლაპარაკობენ, მოდი მეც გავსინჯავ. ისევ კლასიკური ბავშვური ხასიათი – გავსინჯოთ როგორ წვავს ცეცხლი, როგორ იმტვრევა სათამაშო, როგორ ხატავს ფანქარი ... როგორია ნარკოტიკი, როგორია სექსი... რამდენს ლაპარაკობენ, მეც მინდა. მოდი გავსინჯავ, თუ არ მომეწონება აღარ ვიზამ.



ცნობისმოყვარეობა ყველა ცოცხალ არსებას ახასიათებსეს არის სწავლის საფუძველი, გამოცდილების შეძენა. ცნობისმოყვარეობა შესანიშნავი თვისებაა, თუ მას სწორად დავაკმაყოფილებთ – ჯერ სხვისი გამოცდილებით! არაერთ პაციენტს დაუჩივლია ჩვენთან – "გავსინჯე, ვერაფერი ვიგრძენი ტკივილის მეტი, არ მომეწონა, რატომ ლაპარაკობენ ამდენს ამაზე?"– იმიტომაც არ იყო პირველი გამოცდილება კარგი, რომ ეს სიყვარულით არ ხდებოდა, სხვა მიზეზი არ არსებობს. უბრალოდ უნდა დაიჯეროთ, რომ ნარკოტიკი არის ის, რაც არ უნდა გასინჯო, თორემ მასზე დამოკიდებული გახდებით, ხშირად პირველივე გასინჯვით. ასევე სქესობრივი ცხოვრების დაწყება არ შეიძლება თუ მორალურად მზად არ ხართ ამისათვის.



6. გინდათ არ ჩამორჩეთ სხვებს – ირგვლივ (კლასში / ეზოში / ინსტიტუტში) ყველა გულაობს და ჰყვება ამის შესახებ! მხოლოდ მე ... ეს ძველი ანეკდოტის პერსონაჟივით ჟღერს. ადექით და თქვენც მოყევით ზღაპრები, თუ გინდათ სხვებს არ ჩამორჩეთ.. ეს კლასიკური სიმპტომია უმწიფრობის, ზრდასრულ ადამიანს ასეთი არგუმენტი არც კი მოუვა თავში.

გჯერა გოგოს და ბიჭის “მეგობრობის” ?

გჯერა გოგოს და ბიჭის “მეგობრობის” ?

- შენ ჩემი დაიკო ხარ ! ; ) ამ რეპლიკის მოსმენისგან, ხშირად მომღიმარი თუ თვითკმაყოფილებით აღსავსე გოგონები ალბათ კარგი ხასიათით ბრუნდებიან სახლში, ურთიერთობენ “სკაიპით”,”ფეისბუქით” თუ სხვადასხვა საკონტაქტო საშუალებებით დიდი ხნის, თუ ახლად შეძენილ “ძამიკოსთან”, “ძმაკაცთან” თუ უბრალოდ მეგობართან , რომელთანაც შესამჩნევად აქვთ მოხსნილი სხვადასხვა სახის კომპლექსები, არიან მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს “უღვიძლო ძმის” ყოლით, ენდობიან და ხშირად შეყვარებული წყვილების ალერსისგანაც რთულია გაარჩიო ახალი მეგობრების სითბო ერთმანეთში… ბევრი აზრი შეიძლება გამოითქვას ამ ურთიერთობის თაობაზე, ეს პოსტიც სწორედ ამ საკითხს ეხება და კერძოდ პასუხობს კითხვას: არსებობს გოგოს და ბიჭის (ნამდვილი) მეგობრობა?

პირველ რიგში მინდა განვმარტო ადამიანების ურთიერთობის დასახელებების მნიშვნელობა , რაც დამერწმუნეთ ბევრმა არ იცის და ალბათ დასჭირდება რომ გაიგოს :

ნაცნობი: ადამიანი რომელსაც იშვიათად ვხვდებით მაგრამ ვესალმებით, მხოლოდ და მხოლოდ. არ ვართ გახსნილები, მაგრამ არ ვერიდებით ხშირად (უხერხულობის გამო) თუნდაც გადაკოცნას.

ამხანაგი: სამწუხაროდ, ეს მშვენიერი სიტყვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის აღარც გამოიყენება ახალგაზრდობაში. ამხანაგი ადამიანია, რომელთანაც თბილი ურთიერთობა გვაქვს, ხშირად შეიძლება გავუბათ დიალოგიც შეხვედრისას, მაგრამ ეს არ ხდება სისტემატიურად, ანუ ეს ურთიერთობა არ არის სიღრმისეული.

მეგობარი: მეგობარი ადამიანია, რომელიც არის ჩვენი ხშირი მესაიდუმლეა , გიყვართ ერთად დროის გატარება და გსიამოვნებთ ერთმანეთთან ურთიერთობა. (ჩვენს დროში “მეგობრის” სტატუსმა საუბედუროდ უკან გადაინაცვლა ამხანაგის და ნაცნობის ადგილას , სამაგიეროდ დამკვიდრდა სიტყვა ” ძმაკაცი”; “დაქალი”, იშვიათად თუ ვხმარობთ “საუკეთესო მეგობარი”.) დღეს კი ჩვენ თუ ვინმესთან “ვმეგობრობთ” , თავისუფლად შეიძლება ვიღაცამ დედა შეაგინოს , ჩვენ კი დიდად არც კი გვაინტერესებს .. – მეგობარია , ძმაკაცი კიარა!.

ბევრი აზრი შეიძლება გამოითქვას ამ საკითხის შესახებ… ზოგი ამბობს, რომ არსებობს.. ზოგმაც შეიძლება მკაცრად უარყოს ამ პოსტის არსებობა, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია. წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი (ბიჭებმა) გოგონებისთვის ძმობის დაფიცების პერიოდში. მართლა გავუწევთ მას პატიოსან ძმობას? (იმედია ხვდებით რა საკითხსაც ვგულისხმობ) სამწუხაროდ ეს საკითხი უფრო ჩვენშია პრობლემური და არა გოგონებში. ხშირად ისინი უფრო არიან მსხვერპლნი და იმედგაცრუებულნი. უამრავი ადამიანის მაგალითი შეიძლება იყოს მოყვანილი, როდესაც გოგონების მიერ აღიარებული ძამიკოსგან ჰქონიათ შემთხვევა სიყვარულის ახსნის. საბოლოოდ ასეთი ურთიერთობა უმეტესად სავალალოდ სრულდება.. ზოგ შემთხვევაში კარგადაც, თანხმობით და ოჯახის შექმნით.. ასეთი მაგალითებიც მრავლად არსებობს და მათთან კითხვით “არსებობს თუ არა ქალის და კაცის ნამდვილი მეგობრობა”.. კერძოდ მე ასეთი პასუხი მივიღე “არა.. მეც ასე მეგონა ადრე.. არც კი ვფიქრობდი რაიმე სერიოზულს , მართლა “ნამდვილი მეგობრებივით” ვიყავით როგორც და-ძმა .. მაგრამ ხედავ ეხლა როგორი ოჯახი გვაქვს”.. მართლაც ლამაზი და იდილიური ოჯახი აქვს მას..

მაგრამ მის აზრს 100%-ით ვერ დავეთანხმები, რადგან რა თქმა უნდა ერთგული ადამიანებიც არსებობენ.. ისეთი რომ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შეძენილ “დაიკოზე” ცუდი არც კი გაიფიქროს, ან იმ დაიკომ არ გაიფიქროს ცუდი მეგობარ ბიჭზე, რაც ალბათ დღევანდელობის დიდ პრობლემას წარმოადგენს. თვითონაც ბევრის მომსწრე ვყოფილვარ.
ჩემი აზრით ეს საკითხი პრობლემაა.. პრობლემა ჩვენი ქვეყნის, რადგან სქვა ქვეყნებში ასე არ არის.. არ არის ღალატი, რადგან არ არსებობს ბიჭს და გოგოს შორის გამოგონილი და-ძმობა. დღეს ჩემ თვალწინაც ბევრი ადამიანია ამის მსხვერპლი , გოგოც და ბიჭიც.. როდესაც ვხედავ 2 შეხმატკბილებულ ადამიანს, ვიცი დღეს ეს ბევრს უკვირს , წარმოიდგენს და თან ვერ ხვდება:”როგორ შეიძლება მე მასზე ცუდი ვიფიქრო, ან მან შემომხედოს მე სხვა თვალით”.. ვიცი ასეთი რეაქცია შეიძლება მოყვეს ამ აზრს , მაგრამ , როგორც მე , ასევე ასეთი ადამიანებიც ოდესღაც შეიცვლიან აზრს და ეს შეიძლება დიდი ტკივილის ფასად დაუჯდეს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა არსებობენ ერთგული მეგობრებიც.. მართალია შეიძლება სანთლით დაძებარი, მაგრამ არიან.. მეც ვიცნობ ბევრ ასეთს , სამწუხაროდ ეს ძალიან მცირე ნაწილია ჩვენი თაობის.. იმედია ცოტათი მაინც გაიაზრებს ყოველი თქვენგანი ამ საკითხს.. დაკვირვებით შეხედეთ ყველას და ყველაფერს, თუ, რასაკვირველია, გაწუხებთ ეს პრობლემა.

Sunday, April 24, 2011

მერწყული


ჰოროსკოპი და ქორწინება

მფარველობს სატურნი და ურანი.
ემოციური ხასიათი აქვს, ნატურით შტაბეჭდილებიანია. შატურნი პირველია პლანეტებს შორის, რომელიც მფარველობს მერწყულს დააიძულებს მას დაემორჩილოს ბედს, რომელიც ყოველთვის ბედნიერებას არ უქადის. იგია პლანეტა ნაღვლიანი მოგონებებისა, მელანქოლიის, განუხორციელებელი იმედებისა.ურანი კი პირიქით, მოქმედების პლანეტაა და მეცნიერთა სულისჩამდგმელი. ამიტომაც მერწყულს ურთიერთგამომრიცხავი ხასიათი აქვს: ერთის მხრივმეოცნებეა, მეორემხრივ ენერგიული, აქტიური, გაბედული. ამ ნიშნით დაბადებულნი ძალიან მიმზიდველნი არიან თავიანთი ადამიანობით.ისინი სხვის მწუხარებას გაიტავისებენ და ყველაფერს აკეთებენ, რათახელი მოუმართონ უბედურებაში ჩავარდნილთ. ამ ნიშნით დაიბადნენ გალილეი, ედისონი და ჟიულ ვერნი. მერწყულისათვის უცხოა პედანტიზმი. მას სძულს რუტინა. ხშირად ზარმაცობს. სამაგიეროდ, ურანის ბატონობის პერიოდში შეუძლია ერთ კვირაში შეასრულოს ერთი თვის სამუშაო. იგი მერყევია, ხშირად არ ენდოობა საკუთარ თვს, მაგრამ მერე სწრაფად ეცვლება  სიმშვიდითა და ენთუზიაზმით. მერწყული მორიდებულია  დაა თავშეკავებული, იშვიათად აწუხებს ირგვლივ მყოფთ თხოვნებით. იგი შესანიშნავი მეცნიერია, განსააკუთრებით ატომური ფიზიკის დარგში, ასევე ბრწყინვალე არქიტექტორი, ლიტერატორი და მსახიობია. შეიძლება უიღბლო ცხოვრება ჰქონდეს, მაგრამ არა უღიმღამო და ერთფეროვანი. მას ექნება სიღარიბეცა და სიმდიდრეც, ბრწყინვალე წარმატებაცა და კატასტროფაც.
  
მერწყული ქალი. ამ ნიშნით დაბადებული ქალები ძალზე მომხიბვლელები არიან. მათში რამდენიმე ქალია, რაც მათ განცდათა გამას უქმნის. მათ უყვართ შრომა და გაურბიან მკაცრ დისციპლინას. საინტერესო მოსაუბრეა და მალე თხოვდება, თუმცა იშვიათად არის ბედნიერი, ვინაიდან გაცილებით მეტს გასცემს, ვიდრე იღებს.
ნიშანთა ურთიერთდამოკიდებულება: ძალზე კეთილსასურველია ურთიერთობაკავშირი ტყუპებთან, სასწორთან, მშვილდოსანთან. გარდაუვალი კინკლაობა აქვს ღრიანკალთან, კუროსა და ლომთან. მერწყულთან შეიძლება იქორწინოს ვერძმა. ამ ნიშნისაგან იბადებიან შესანიშნავი ბავშვები. ტყუპთა ნიშანთან მოსალოდნელია ჰარმონიული კავშირი. კირჩხიბთანერთგული მეგობრობა აქვს, ხოლო ქორწინება ურთიერთპატივისცემას ემყარება. მართალია, ლომის მიმართ ლტოლვა აქვს, მაგრამ ისინი ცხოვრებას სხვადასხვაგვარად უყურებენ, ამის გამო მათ შორის არ შეიძლება მტკიცე კავშირის დამყარება. ქალწულსა და მერწყულს შორის არსებობს მტკიცეე ფიზიური ლტოლვა, თუმცა კინკლაობა გარდაუვალია. მერწყული იზიდავს სასწორს. მათ შორის კავშირი ძალზე ბედნიერია.


მერწყული


მითოლოგიური ჰოროსკოპის მიხედვით - კენტავრი.
8 იანვარი - 12 თებერვალი
 
კენტავრი ნახევრად ადამიანია, ნახევრად _ ცხენი, ამიტომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებში ცხოველური ინსტინქტები დომინირებს.
ადამიან-კენტავრებს უჭირთ ისეთი გრძნობების გაკონტროლება, როგორიცაა მძვინვარება, სექსუალური მოთხოვნილება, შური და შიში.
ისინი ყოველთვის დამოუკიდებლები არიან და გონებით განსჯის ნაცვლად, ემოციებს ემორჩილებიან.

 დრუიდების(გალების) ჰოროსკოპის მიხედვით - კედარი.
(დრუიდების ჰოროსკოპი,რომელსაც ზოგჯერ გალების ჰოროსკოპსაც უწოდებენ 2000ზე მეტ წელს ითვლის)
9-18 თებერვალი, 13-23 აგვისტო
 
ხე სოლიდური და ბრგე, ჯიშიანი. მისი სილამაზე იშვიათია. ყველანაირ პირობებში აქვს ადაპტირების უნარი, თუმცა უაღრეს კომფორტზე ოცნებობს. ახასიათებს მსუბუქი გადახრა - ამ ცხოვრებას უყუროს მაღლიდან. აქვს კარგი ჯანმრთელობა, არ სცოდავს გაუბედავობით, დარწმუნებულია თავის თავში, მტკიცეა და ცოტაოდენ აღგზნებული. უყვარს მოსწონდეთ და აქვს კიდეც ამის საბაბი. ნიჭიერი და შრომისმოყვარე კედარი ყოველთვის აღწევს დასახულ მიზანს, სწამს საკუთარი თავის და უიღბლობა მას ვერ აბრკოლებს. სიყვარულშიც ასეა. პარტნიორები მას ოპტიმიზმში ჰპოვებენ საყრდენს და მისი ენერგიის წყალობით იწყობენ ცხოვრებას. იგი გათვიცნობიერებულია და ელის ერთადერთს - დიდ სიყვარულს... აქვს კარგი მუსიკალური მონაცემები. სამსახურში ავლენს წინამძღოლობის ინსტიქტს. იღებს ელვისებურ გადაწყვეტილებებს. დაბადებულია თავგადასავლებისათვის, ილტვის მათკენ. საერთოდ კი ცხოვრობს ნორმალური ცხოვრებით, თუმცა მუდამ მოძრაობაშია.
კარტასი
მართალია კარტასი გარეგნულად საკმაოდ მომხიბვლელია, მაგრამ ამ ხის მფარველობაში მყოფი ადამიანები სხვებისაგან გარეგნული სილამაზეზე მეტად, სულიერი სიძლიერით გამოირჩევიან. მათთან ურთიერთობაში გარეგნული ხიბლზე, მეტად თავის ფლობის უნარი და ნებისმიერი, ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი ღირსეულად თავის დაღწევის ნიჭი გაგაოცებთ. მართალია კარტასი სახელსა და აღიარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს საიმისოდ რომ გარშემო მყოფთა პატივისცემა მოიპოვოს და როგორც წესი ამას მშვენივრად ახერხებს. კარტასების უმრავლესობას ძალზე აფასებენ და მათ აზრსაც ყოველთვის ითვალისწინებენ. ზოგჯერ ისეც ხდება რომ ადამიანებით მანიპულირების ნიჭითა და მოპოვებული ძალაუფლებით კარტასი ბოროტად სარგებლობს. თუმცა ასეთ შემთხვევაში, მისი მხრიდან ეს გაუაზრებელი ქმედება უფრა, ვიდრე წინასწარ დაგეგმილი საქციელი. მორცხვობა, გაუბედაობა და საკუთრი თავის რწმენის არქონა, კარტასებს ნაკლებად ახასიათებთ და ამგვარ თვისებებს ვერც სხვაში იტანენ. ამიტომ მორიდებული და დაკომპლექსებული ადამიანები მათი მხრიდან მწარე დაცინვის ობიექტი ძალზე ხშირად არიან. თავის მხრივ კარტასს ამ ქვეყნად მხოლოდ იმის ეშინია, ვინმეს თვალში სასაცილოდ არ გამოიყურებოდეს, აქედან გამომდინარე საკუთარ თავთან მიმართებაში უმცირეს ხუმრობასაც კი ძალზე მძაფრად და მტკივნეუალად აღიქვამს და არც იმ ადამიანებს პატიობს, ვინც გაბედავს და მასზე წაქილიკების უფლებას მისცემს თავს. კარტასისთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მისი სიტყვა საბოლოო და გადამწყვეტი, აზრი კი ყოველმხრივ დასაფასებელი და გასათვალისწინებელი იყოს. ბუნებით კარტასი ტიპიური ტირანია, თუმცაღა ტირანი დამყოლი და გულიბრყვილო ხასიათით. მოაჩვენეთ თავი რომ ყველაფერში ემორჩილებით, თავად კი ისე მოიქეცით როგორც გსურთ, იგი სიტყვაზე გენდობათ და თქვენი შემოწმება აზრადაც არ მოუვა, რადგან მიჩევულია რომ მისი ნათქვამი კანონია. სამწუხაროდ, საკუთარი თავის მიმართ ამგვარი უსაზღვრო რწმენა ამ ადამიანის ნაკლიცაა და ღირსებაც, რადგან გასაჭირში ჩავარდნილს სიამაყე არასოდეს აძლევს უფლებას, სხვებისაგან დახმარება ითხოვოს. სირთულეები კი კარტასს ცხოვრებაში საკმარისზე მეტი ხვდება, მაგრამ პრობლემებთან ბრძოლა ამ ადამიანს გამოცდილებასთან ერთად, თავდაჯერებასა და შეუპოვრობასაც ჰმატებს. უსაზღვრო ოპტიმიზმსა და გაუფრთხილებლობას, როგორც საქმიან ისე პირად ცხოვრებაში, კარტასი ხშირად სავალალო შედეგებამდეც კი მიჰყავს. დარწმუნებულია რა, რომ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად და შესანიშნავად გამოუვა, იგი სიტუაციას თვითდინებაზე უშვებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში დროულად ახერხებს გამოფხიზლებას, საქმეს გასაოცარი ენერგიით კიდებს ხელს და მოვლენათა მსვლელობის თავის სასიკეთოდ შემობრუნებაც წარმატებით გამოსდის. მართალია ერთი შეხედვით კარტასი პრინციპული და დაუმორჩილებელი პიროვნების შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ისეც ხდება, რომ იგი მასზე ძლიერი და გონიერი ადამიანების მარიონეტი ხდება და მათს ინტერესებს ემსახურება. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ კარტასები როგორც საკუთარი, ისე სხვისი საქმეების მოსაგვარებლადაც ერთნაირი შემართებით იღწვიან.
ტოტებგაშლილი და ძლიერი, თუმცა არცისე ტანადი, სოლიდური და ლამაზი მცენარის შთაბეჭდილებას ახდენს. ყოველგვარი სიძნელის გარეშე ეგუება ნებისმიერ პირობებს. მართალია ოცნებობს მოხერხებულ პირობებზე, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია ღამე ცის ქვეშ გაათენოს. კარგი ჯანმრთელობა აქვს, ყველგან ისე გრძნობს თავს, როგორც შინ და არ იცის რა არის გაუბედაობა. დინამიური და თავდაჯერებული, აიძულებს ყველას ანგარიში გაუწიონ მას, ამასთან ძალიან მგრძნობიარეა მის მიმართ ნათქვამ ხუმრობაზე და ვერც იგებს მას.
უყვარს გააკვირვოს და მოულოდნელად დაესხას თავს ვინმეს, იყოს საერთო ყურადღების ცენტრში, თუნდაც ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერი მსხვერპლის გაღება დასჭირდეს. მიაჩნია, რომ სწორედ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გადამწყვეტი სიტყვაც თქვას. ბრწყინვალედ წყვეტს ყველაზე რთულ საკითხებს. არ აშინებს ხიფათი, წინდაუხედავია და შეიძლება აღმოჩნდეს გაუთვალისწინებელ სიტუაციაში. საბედნიეროდ ძალა შესწევს ადვილად დააღწიოს თავი მას. ამაყია, თავმოყვარე. ამასთან გამოუსწორებელი ოპტიმისტია,, რასაც ხშირად გაუფრთხილებელი მოქმედება მოსდევს, როგორც საქმიან ასევე პირად ცხოვრებაში. ირგვლივ მყოფებზე წამქეზებელ ზემოქმედებას ახდენს. ფრიად დაჟინებულია და იმათ რიცხვს მიეკუთვნება , ვინც მუდამ მართალია.
მგრძნობიარე, აღქმისუნარიანი და სენტიმენტალურია, შეუძლია სამუდამოდ შეიყვაროს ვინმე და ამ სიყვარულს დიდად აღიქვამს. ინტელიგენტურია და უნარი შესწევს პრობლემა სინთეზურად აღიქვას. გასაოცარია მოფიქრებისა და გადაწყვეტილების მიღების მისეული სისწრაფე. ძალიან ხშირად ამჩნევს, რომ მიდრეკილება აქვს არტისტიზმისკენ, განსაკუთრებით კი მუსიკის სფეროში. ყოველ შემთხვევაში იგი რიტმის ძლიერი გრძნობით გამოირჩევა. თავგადასავლებისთვის დაბადებული, ჩვეულებრივ დაუდგრომელ და ნაირგვარ შრომით ცხოვრებას ეწევა.
კარტასის ნიშნით დაბადებულებს ახასიათებთ: იმპულსურობა, ოპტიმიზმი, ინტელიგენტურობა, დედუქციის უნარი.
კარტასის ნიშნით იშვნენ: გალილეი, ბრეჰტი, დარვინი, კოსტიუშკო, გოეთე, გლეურენი.