Thursday, February 24, 2011

კომფორტი,იმიჯი,მსოფლმხედველობა თუ უბრალოდ, - JEANS ?! "ჯინსების რევოლუცია"


ამერიკელებმა მსოფლიო გარდერობს ორი უმნიშვნელოვანესი რამ შეძინეს - სმოკინგი და ჯინსი. 131 წლის წინათ, 20 მაისს "პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების ამერიკულმა ბიურომ" (US Patent and Trademark Office) კიდევ ერთი რიგითი პატენტი გასცა, რომელიც N 139/121-ით იყო რეგისტრირებული. ამ დღიდან ჩვეულებრივი ბრეზენტის შარვალი სრულიად ახალ მოვლენად - ჯინსად გადაიქცა.
ჯინსი 24 წლის გერმანელმა ემიგრანტმა ლევი სტრაუსმა (Levi Strauss) გამოიგონა. კალიფორნიაში, სადაც იმ დროს "ოქროს ციებ-ცხელება" მძვინვარებდა, მას მზა ტანსაცმლის მაღაზია ჰქონდა. მისი მთავარი კლიენტები იყვნენ ოქროს მაძიებებლები და მეშახტეები, რომლებსაც გამძლე და იაფფასიანი ტანისამოსი ესაჭიროებოდათ.
ჯინსის თავდაპირველი წინამორბედი უფრო კომბინეზონს ჩამოგავდა და ყავისფერი ნაჭრისგან იკერებოდა, რომელიც სინამდვილეში კარვებისა და ტენტებისთვის იყო გათვალისწინებული. როდესაც სტრაუსს ბრეზენტის მარაგი გაუთავდა, მან საფრანგეთში, ნიმაში მტკიცე ცისფერი სარჟი შეიძინა. მაგრამ ახლა ახალი პრობლემამ იჩინა თავი. ოქროსმაძიებელთა მიერ მოპოვებული თვითნაბადი მეტალის სიმძიმისგან ჯიბეები ადვილად ფუჭდებოდა.
1872 წელს სტრაუსმა ნევადელი თერძი ჯეიკობ დევისი (Jakob Davis) გაიცნო. სწორედ დევისის იდეა იყო, მეტი სიმტკიცისთვის ჯიბეები შარვალზე სპეციალური მოქლონებით მიემაგრებინათ. ამგვარ მოქლონებს მანამდე ცხენის აღკაზმულობის გასამყარებლად იყენებდნენ. პატენტზე განაცხადის შესატანად სულ რაღაც 69 დოლარი იყო აუცილებელი, რომელიც დევისს არ გააჩნდა. ლევი სტრაუსმა გამომგონელს ფული ასესხა და ამავე დროს ,შარვლების პირველი პარტიაც დაუკვეთა. ამიერიდან გაუმჯობესებულ ჯიბეებიანი ლურჯი შარვლებითივთიკისგან შეეკერათ.
თავდაპირველად ფოლადის სამაგრები შარვალს უკანა ჯიბეებზე და უბეზე უკეთდებოდა. უბეზე ამგვარი სამაგრი იმთავითვე ერთობ მოუხერხებელი აღმოჩნდა, თუმცა ჯინსებს იგი მხოლოდ 1941 წელს მოაშორეს, კომპანიის იმდროინდელი პრეზიდენტის ვალტერ ჰაასის პირადი განკარგულებით. ერთხელაც ჰაასს, რომელიც პიკნიკზე კოცონთან თბებოდა, სერიოზული დამწვრობა მიუღია გავარვარებული მეტალისგან. შემდეგ მოქლონები უკანა ჯიბეებსაც დახსნეს, რადგან ადვილად ჩხაპნიდა სკამს.
რაც შეეხება ჯინსის ტრადიციულ ლურჯ შეფერილობას, ის რაიმე დიზაინერულ გათვლას ან ჩანაფიქრს არ წარმოადგენდა, არამედ ბევრად უფრო პროზაული მიზეზით იყო განპირობებული. მე-19 საუკუნეში ყველაზე იაფ და მდგრად საღებავად ინდიგო ითვლებოდა, რომელიც ქსოვილს ცისფერ შეფერილობას აძლევდა.
1873 წელს ბავარიელმა მოვაჭრემ და ნევადელმა თერძმა მიიღეს პატენტი თავიანთ გამოგონებაზე, დააფუძნეს ერთობლივი კომპანია - Levi Strauss & Co და ჯინსების მასიური წარმოება წამოიწყეს. ლევისის მოდელი Levi"s 501, რომლის შეძენასაც დღესაც იოლად მოახერხებთ მაღაზიაში, პრაქტიკულად, ზუსტი ასლია პირველი ჯინსისა.
თუმცა ჯინსმა დღევანდელი სახელი მე-20 საუკუნეში შეიძინა. 1960 წლამდე მას overalls-ს (კომბინეზონი წელამდე) უწოდებდნენ. ჩვეულებრივ, ასე მოიხსენიებოდა ნებისმიერი სახის სხვა სამუშაო სამოსიც. საინტერესოა ისიც, რომ საიმონ დევისმა, ჯეიკობ დევისის შვილმა, 1916 წელს მსოფლიოს კიდევ ერთი გამოგონება შესთავაზა. მან ბავშვის კომბინეზონი შექმნა.
ტყავის ლეიბლი, მასზე გამოსახული ორი ცხენით, რომლებიც ჯინსის გაგლეჯვას ლამობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ, ლევი სტრაუსის შარვალს პირველად 1986 წელს დააკრეს.
მიუხედავად მისი არსებობის არცთუ ხანგრძლივი ისტორიისა, ჯინსები მაინც საიდუმლოებითაა მოცული. დღემდე უცნობია წარმომავლობა ტერმინებისა - ჯინსი (jeans) და დენიმ (denim), რომლითაც დღეს ბამბის იმ ქსოვილს აღნოშნავენ, საიდანაც ჯინსის ტანსაცმელი იკერება. დენიმის წარმოება ამერიკაში მე-18 საუკუნეში დაუწყიათ. უმრავლესობა თანხმდება იმაში, რომ ტერმინი "დენიმ" ფრანგული ფრაზის დამანხიჯებით წარმოიშვა - serge de Nimes (სარჟი ქალაქ ნიმადან). ქსოვილს, რომელსაც აბრეშუმიდან და შალიდან ართავდნენ და "ნიმას სარჟად" იწოდა, ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში იცნობდნენ. ამავე ეპოქაში ინგლისში უკვე აწარმოებდნენ ბამბის ქსოვილს, სახელად "ჯინ". თუმცა თავდაპირველად ინგლისელ კომერსანტებს იგი იტალიიდან, გენუის პორტიდან შემოჰქონდათ. პორტში საექსპორტო ფუთებს სტამპს ასვამდნენ - Genes, რაც გენუურს აღნიშნავდა. ინგლისურენოვანი მოსახლეობა ამ წარწერას თავის მანერაზე წარმოთქვამდა - "ჯინს". ვარაუდობენ, რომ ლევი სტრაუსმა თავის პროდუქციას "ჯინსი" ერთი მთავარი მიზნით დაარქვა - ამით იმის ხაზგასმა სურდა, რომ იგი ცნობილი, ხარისხიანი მასალისგან იქმნებოდა.
ჯინსის წარმოებამ, ტექნოლოგიის თვალსაზრისით,ა რცთუ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. რაც შეეხება შარვლის თარგს, დღემდე ძირითადად სამი ტიპის მოდელია გავრცელებული: "ჯინსი ყელიანი წაღებისთვის" (Boot cut), ანუ კლასიკური ფორმის ჯინსი, "კოხტა ფეხი" (straight ან კიდევ slim), სწორი ფორმის შარვალი და "ზარი" (Bell bottom), ანუ შლაქსი, ჰიპების უსაყვარლესი მოდელი. რაც შეეხება ჯინსის იმიჯს, მან მე-20 საუკუნის მანძილზე რადიკალური ცვლილებები განიცადა.
როგორც ითქვა, ჯინსი თავდაპირველად მძიმე და უხეში სამუშაოთი დაკავებული შავი მუშების ტანსაცმელი იყო და ერთგვარი სოციალური "დამღა", რომ ის, ვინც მას იცვამდა, ყველაზე დაბალ სოციალურ ფენას წარმოადგენდა. თანაც ჯინსებს მხოლოდ კალიფორნიელები იცვამდნენ, იშვიათად კი ზოგიერთი მეზობელი შტატის მოსახლეობასაც. 50 წლების შუამდე აშშ-ში ჯინსი მხოლოდ დასავლეთი შტატების მოსახლეობაში იყო პოპულარული. ამერიკის დანარჩენი მოსახლეობა, რომელმაც, ცხადია, იცოდა ლურჯი შარვლის არსებობის შესახებ, სულაც არ ჩქარობდა მის შეძენას.
თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ჯინსების აღიარებისკენ პირველი კონკრეტული ნაბიჯები 30-იან წლებში გადაიდგა. ე.წ."დიდი დეპრესიისა" და მასიური უმუშევრობის პერიოდში მოთხოვნილება ჯინსებზე საგრძნობლად შემცირდა და კომპანიას Levi Strauss & Co საქონლის გასაღებასთან დაკავშირებული პრობლემები გაუჩნდა. მის მოსაგვარებლად სარეკლამო კამპანიის წამოწყება გახდა აუცილებელი. ჯინსებს რეკლამას კოვბოები და ვესტერნის გმირები უწევდნენ,რომლებიც სინამდვილეში,ჯინსებს თავად არასოდეს ატარებდნენ.ჩანაფიქრი წარმატებული აღმოჩნდა,ლევი სტრაუსის პროდუქციამ ახალი სტატუსი შეიძინა.ამიერიდან მას მამაცი,კეთილშობილი მამაკაცის გარდრობის აუცილებელ დეტალად აღიქვამდნენ.თუმცა ქალაქელები ჯინსის შეძენაში მაინც ნაკლებად აქტიურობდნენ.სტრაუსის საქონლით უფრო სოფლის მოსახლეობა იყო დაინტერესებული.
პირველი მოდელი ქალებისთვის ჯერ კიდევ 1935 წელს შეიქმნა,მაგრამ მე-2 მსოფლიო ომამდე მას ფართო აღიარება არ მოუპოვებია.საომარი მოქმედებების დაწყებასთან ერთად საწარმოებში მომუშავე ქალთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა.სწორედ ეს აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორი ჯინსების მსოფლიო აღიარებისთვის.საწარმოში დასაქმებულ ქალს, მამაკაცისგან განსხვავებით,არა მხოლოდ მოხერხებული და იაფფასიანი სამოსი ესაჭიროებოდა,მისი ტანსაცმელი ამავე დროს მეტ-ნაკლებად მიმზიდველიც უნდა ყოფილიყო.სხვაზე მეტად ამ მოთხოვნებს სწორედ ჯინსი აკმაოფილებდა.ამიერიდან ლევი სტრაუსის ნაწარმი არა მარტო მამაკაცებისთვის,"მშვენიერი სქესის" განუყრელი ატრიბუტიც გახდა.ჯინსი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ გადაიქცა და იმის ნიშნად,რომ მძიმე წლები აუცილებლად ჩაივლის,ომი დამთავრდება და კვლავაც რესპექტაბელურ სამოსში გამოწკებილი ამერიკელები დაივიწყებენ უხეში ტილოს შარვლებს.
თითქოს ასეც უნდა მომხდარიყო,მაგრამ მე-2 მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ,ჯინსები,რომლის არსებობის შესახებაც ამერიკელების გარდა არავინ არაფერი არ იცოდა,მსოფლიო არენაზე გავიდა.ჯინსის ჩაცმა ამერიკელმა სამხედროებმაც დაიწყეს, ასევე მათი ოჯახის წევრებმა.უპირველეს ყოვლისა,სწორედ მათ გააცნეს სტრაუს-დევისის ნაწარმი უცხოეთს.აშშ-ს სამხედრო ბაზებზე ევროპაში რამდენჯერმე სპეციალური ბრძაბებაც კი გამოიცა,რომელიც სამხედრო მსამსახურეთა ცოლებს ჯინსის ჩაცმას უკრძალავდა,რათა ევროპელთა თვალში ამერიკის იმიჯი არ დაცემულიყო.მიუხედავად ყველაფრისა,ჯინსებმა დაიპყრო ევროპა,ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.მის "შემოტევას" კონსერვატიულმა ბრიტანეთმაც კი ვერ გაუძლო.1946 წელს ბრიტანულმა ფირმამ M Cooper,რომელიც მანამდე სამხედრო ფორმის შეკერვაზე იყო სპეციალიზებული,ევროპაში პირველმა დაიწყო ჯინსის დამზადება.ჯინსების პოპულარიზაციას ომისშემდგომმა "დეფიციტმაც" არანაკლებ შეუწყო ხელი.1940 წლის ბოლოს ბრიტანეთის ხელისუფლება ტანსაცმლის შესაძენათ თითოეულ მოქალაქეს ყოველწლიურად 30 კუპონს ურიგებდა.ჩვეულებრივი კოსტუმი 26 კუპონი ღირდა,ცეცხლფარეშის სამუშაო კომბინეზონი - 4 კუპონი,ჯინსი კი,როგორც ნაყარ-ნუყარი,-მხოლოდ 1 კუპონად ფასობდა.
ნამდვილი "ჯინსების რევოლუცია",რის შემდეგაც ჯინსის შარვალმა მთელი პლანეტა დაიპყრო,1950 წელს დაიწყო.ამგვარი პოპულარობა მას,პირველ რიგში,როკ-ენ-როლის ვარსკვლავმა ელვის პრესლიმ,მომღერალმა - ჯეიმს დინმა და ცნობილმა კინომსახიობმა - მარლონ ბრანდომ მოუტანეს.ერთხელაც ელვის პრესლიმ სიმღერა Jailhouse Rock ("სატუსაღოს როკი") შეასრულა.კლიპის ავტორებს თავში გენიალური იდეა მოუვიდათ.მათ პატიმრები,ახალგაზრდა თაობის კერპები,რომლებიც ციხეებში გავრცელებული "წესრიგის" წინააღმდეგ ილაშქრებდნენ,ჯინსის ტანსაცმელში გამოაწყვეს.ამიერიდან ჯინსი აზრის თავისუფლებისა და საზოგადოდ,თავისუფლების სიმბოლოდ აღიქმებოდა.უფრო მეტიც, ელვის პრესლის წყალობით ჯინსი ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ტანსაცმლად იქცა.ამას ისიც დაემატა,რომ 1952 წელს ქალის ჯინსის შარვალზე "ელვა" საკრავიც გაჩნდა.ეს ინოვაცია ვრანგლერის (Wrangler) ფირმამ შემოიტანა.ეს ერთგვარი სილის გაწვნა იყო კონსერვატიული მორალისთვის.მანამდე ლევისის შარვლები ფოლადის ღილებით (button-fly) იკვრებოდა.
1960 წელს კი ჯინსი "ნონკომფორმისტთა" განუყრელ ატრიბუტად გადაიქცა.თანდათან ძალებს იკრებდა ჰიპების,პაციფისტებისა და როკერების მოძრაობა.მათთვის ჯინსი პროტესტის გამოხატულება იყო.ამას ჯერ შედეგად ჯინსის მწარმოებელ კომპანიათა რიცხვის ზრდა მოჰყვა,შემდეგ კი მათი ექსპანსია ახალ ქვეყნებსა და რეგიონებში.1961 წლიდან ჯინსის გაყიდვა მსოფლიო მოდის ქალაქში - პარიზში დაიწყეს.1967 წელს იგი მოსკოვის გამოფენაზეც კი წარადგინეს.სსრკ-სა და აღმოსავლეთ ვროპის ქვეყნებისათვის ჯინსი არა მარტო აზროვნების,თავისუფლების ერთგვარი ემბლემა იყო,არამედ ამავე დროს სიმდიდრისა და წარჩინების ნიშანი.საბჭოთა ეპოქაში ნამდვილი ჯინსის მოპოვება ხომ მხოლოდ ერთეულების,ძირითადად ნომენკლატურის,ხვედრი იყო.
1970 წლიდან ჯინსებმა სოციალური კიბის უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლა. ყოფილი "მეამბოხენი" "გონს მოეგენ" და სოლიდურ ბურჟუებად გარდაიქმნენ.უკვე 1972 წელს ფრანგულ კურორტ სან-ტროპეზში ჯინსებში გამოწყობილი ბურჟუაზიის წარმომადგენლებიც გამოჩნდენ.ჯინსის ტარებამ სხვა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა - ასაკოვანი ხალხი ლურჯი ჯინსის შარვალს იცვამდა,რათა თავისი ახალგაზრდობის, ენერგიულობისა და სექსუალობის დემონსტრირება მოეხდინა.1970-იან წლებში ჯინსებმა ზოგიერთი კუტურიეს ყურადღებაც მიიპყრო.ამერიკელმა მოდელიერმა კელვინ კლაინმა (Calvin Clein) ჯინსის ტანისამოსში ნახევრად შიშველი სუპერმოდელი ბრუქს შილდსი (Brooke Shields) გამოაწყო და პოდიუმზე ისე გაატარა.საკუთარი მოდელების შექმნა დაიწყეს Dolce&Gabbana-მ,Gavalli-მ,Helmut Lang-მა და დიდი მოდის სხვა მნიშვნელოვანმა კანონმდებლებმა.
1980-იან წლებში ჯინსის იმიჯმა კვლავ ტრანსფორმაცია განიცადა.იგი თავკერძოებისა და სიმდიდრის სიმბოლო გახდა.ამ პერიოდში პირველად გამოჩნდა "მოხარშული" ჯინსები და ფერთა გამაზე ექსპერიმენტებიც დაიწყო.განსაკუთრებით შეძლებულთათვის სპეციალური,ძვირფასი ქვებით მოოჭვილი მოდელების შექმნასაც მიჰყვეს ხელი.სწორედ 1980 წელს პირველად შედგა ჯინსის კოსტუმის დებიუტი,რომელიც საქმიან წრეებში,თუ შეიძლება ასე ითქვას,დროებით "Persona Grata"-დ გადაიქცა.1990-იანმა წლებმა კი ჯინსს სოლიდურობა შემატა.50-იანელთა ახლა უკვე ხანდაზმულმა თაობამ საკუთარი ნოსტალგია და "გარდასულ დღეთა" მოგონებები სწორედ ჯინსებს დაუკავშირა. ახალგაზრდობამ კი,რომელიც შინაგანად ახლა გაცილებით თავისუფალი და გახსნილი იყო,თვითდამკვიდრების სხვა გზებს დაუწყო ძიება.ჯინსები თავისუფლების სიმბოლოდ აღარ აღიქმებოდა.90-იანელებმა ახალი ტიპის შარვლები მოირგეს.ჯინსის ინდუსტრიამ ყველაზე აქტიური და მრავალრიცხოვანი მომხმარებელი დაკარგა და კრიზისში აღმოჩნდა. უძველესმა და უმსხვილესმა კომპანიამ Levi Strauss & Co 1999 წელს მხოლოდ 5,1 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაყიდა,28%-ით ნაკლები,ვიდრე 1996 წელს (7.1მლრდ.$).
21-ე საუკუნეს ჯინსის ახალი "იდეოლოგია" აღარ ჩამოუყალიბებია.ჯინსის მწარმოებელი ფირმები აწარმოებენ მოდელებს,რომლებიც ყველა ასაკისა და გემოვნებისთვის არის გათვლილი.ზოგიერთი კომპანია,მაგალითად,ისეთები როგორიც არის Denim,ჯინსის შეზღუდული,მხოლოდ მცოდნესათვის განკუთვნილი,პარტიების გამოშვებაზე გადავიდა.
თუკი სტატისტიკის მოყვარულ ამერიკელებს დავუჯერებთ,დღესდღეობით საშუალო ამერიკელის გარდერობში 7 წყვილი ჯინსი ივარაუდება.აშშ-ს მოქალაქე ჯინსს კვირაში ოთხჯერ იცვამს.ამერიკაში ჯინსის ფასი საშუალოდ 25-დან 200 დოლარამდე მერყეობს. ბებოს სკრივში მოქექილი ძველი მოდელები კი აუქციონზე ასობით ათას დოლარადაც საღდება.
და მაინც,რა შეიძლება ითქვას ჯინსზე?ეს კარგი,ხარისხიანი,მოხერხებული,თანაც სრულიად ჩვეულებრივი ტანსაცმელია ხუთი ჯიბით,ექვსი სამაგრით,კონტრასტული ფერის გვირისტითა და ხუთი ან შვიდი ქამრის გასაყრელით,"ელვა" საკეტზე ან ღილებზე შეკრული.

Wednesday, February 23, 2011

ძილი და სიზმარი

ძილი და სიზმარი


სიზმარი



“განა ის, რასაც ვხედავთ, ან გვეჩვენება, რომ აღვიქვამთ, ჩვენი დიდი სიზმრის ნაწილი არ არის?”

=ედგარ ალან პო=

მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლის “მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება”
სიზმრებს ადამიანი ძირითადად სწრაფი ძილის დროს ხედავს. თუ ადამიანს სწრაფი ძილის დროს გავაღვიძებთ, იგი კარგად მოგიყვებათ სიზმარს. სწრაფი ძილის დამთავრებიდან 5 წუთის შემდეგ თუ გავაღვიძებთ, იგი გაიხსენებს სიზმარს, თუმცა ნაწილობრივ, 10 წუთის შემდეგ კი, უმეტესობას არ ახსოვს თუ რა ესიზმრა.
სწორედ ესაა მიზეზი იმასა, რომ დილით ნანახი სიზმარი კარგად ახსოვთ, რადგა ამ დროს ადამიანის ტვინი სწრაფი ძილის უკანასკნელ ფაზეს განიცდის.
ძირითადად, სიზმარს მხოლოდ ვიზუალური მხარე ახასიათებს. იგი არ მოიცავს სუნს და გემოს; ან შავთეთრია, ან ფერადი. ხშირად სიზმარი მეორდება. შეიძლება დაგესიზმროთ, რომ დაფრინავთ, ეცემით, მახეში ხართ გაბმულლი, ხვდებით მეგობრებს უცნაურ ადგილას ან თუნდაც უცხოებს ნაცნობ ადგილას. ზოგ სიზმარში ისეთ სიტუაციაში ხართ, გაქცევა გინდათ და ვერ გარბიხართ, არაფერი გამოგდით...
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ გამოეყოთ სიზმარი, აეხსნათ იგი. სიზმრის ერთ-ერთი ახსნის მიხედვით მისტიკური მოვლენაა, რომ ძილის დროს ადამიანს შეუძლია სხვადსახვა დროში, ადგილსა და განზომილებაში გადავიდეს. ზოგჯერ ადამიანები “მოგზაურობენ მომავალში” და წინასწარმეტყველებენ რა მოხდება. ასეთ სიზმრებს “წინასწარმეტყველური სიზმრები” ეწოდება. საერთოდ, უძველეს შეხედულებათა მიხედვით, სიზმარი უმაღლეს ძალათა ზემოქმედების შედეგია, ამიტომ იგი ყოველთვის რაიმე აზრს შეიცავს, რომელიც ჩვენს მომავალს ეხებს და ნეთელს ჰფენს მას. საჭიროა მხოლოდ ამ აზრის წვდომა (ეს “სიზმრის ახსნის” საშუალებით ხერხდება).
ფსიქოლოგები ძილსა და სიზმარს საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ. საკმაო შრომები აქვთ ამ საკითხთან მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ფსიქოლოგებს და არსებობს ათასნაირი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. გავეცნოთ მის ძირითად აზრს და შინაარს, რომელიც მათი მასაზრების შეჯერების შედეგია.

ძილი, სიზმარი და ფსიქოლიგია

ძილის შესწავლას მხოლოდ ფიზიოლოგიური კუთხით, ფსიქოლოგები უსრულად თვლიან. ძილს, სიზმარს, რასაკვირველია, თავიანთი ფიზიოლოგია აქვთ, მაგრამ, როგორც სიცოცხლის პოლუსს, ორივეს თავის ფსიქოლოგიაც უნდა ჰქონდეს. ისე როგორც სიფხიზლე ფიზიოლოგიურისა და ფსიქიკურის მთლიანობას წარმოადგენს, სწორედ ასევე ძილიც ფიზიოლოგიურისა და ფსიქიკურის მთლიანობაა. სიზმრის ფაქტი ამის აუცილებელ საბუთს იძლევა. ე.ი. არც ძილის შესწავლაა იქნებოდა სრული, თუ იგი ფსიქოლოგიური თვალსაზრისის გარეშე იწარმოებდა. ძილიც ფსიქოლოგიურ პრობლემად უნდა ჩაითვალოს. ამის უტყუარ საბუთს კი ძველი და ახალი არაფსიქოლოგიური თეორიების განხილვაც იძლევა.
ფიზიოლოგიური თეორიების მიხედვით, ძილი ნერვული სისტემის აგზნებადობის დაქვეითების შედეგს წარმოადგენს. მაგრამ, რა იწვევს ამას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე მეტად გავრცელებულია ტოქსიკური და ქიმიური თეორიები. ასევე, აღსანიშნავია ი.პავლოვის თეორიაც. ყველა ფიზიოლოგიური თეორიის ძირითადი აზრი ისაა, რომ ძილის დროს აგზნებადობის დაქვეითება, ანდა შეფერხების პროცესების გაძლიერება ხდება. ფიზიოლოგებს ხელიდან უსხლტებათ სიზმრის მომენტი, რაც ფსიქოლოგთათვის ყველაზე უფრო დიდი არგუმენტია.
ძილი გარე სინამდვილესთან კავშირს, მასთან აქტიური ურთიერთობის აღკვეთას წარმოადგენს. ფსიქოლოგიურად ეს სუბიექტის ტენდენციათა და გარე სინამდვილეს შორის დაძაბულობის დასუსტებასა და მოსპობას ნიშნავს. სინამდვილე სრულიად ნეიტრალური და ინდიფერენტული ხდება სუბიექტისთვის. ამიტომ სუბიექტის შინაგან ძალთა, მის ფუნქციათა და გარე სინამდვილის ობიექტთა ერთიანობა ისპობა და შინაგანი თავის გარეგანს გარე სინამდვილეში არც ეძებს და არც პოულობს.
მაინც რა იწვევს ძილს? უდავოა, რომ დაღლილობა ერთ-ერთი მიზეზია, რომელსაც გადამწყვეტი ჰიპნოგენური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ, დაძინების მიზეზი ყოველთვის დაღლილობა არ არის. ამის დადასტურება ის არის, რომ ზარმაცებს უფრო მეტი სძინავთ, ვიდრე აქტიურებსა და ენერგიულებს. ისიც მისაღებია მხედველობაში, რომ შეიძლება დაღლილობა უშუალოდ კი არ იწვევს ძილს, არამედ აღიზიანებდეს მის გამომწვევ ნამდვილ მიზეზს, იწვევდეს შეფერხების რეფლექსს და ამ გზით ძილს ედებოდეს საფუძვლად.
სამყაროში ძილის დროდ ღამე ითვლება. როცა ცხოველი იძინებს, იგი უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს. როცა მას ღამით სძინავს, იცის, რომ მისი მტერიც იგივე მდგომარეობაშია.
მაინც, რა ახასიათებს ღამეს? --- სიბნელე და სიმშვიდე, რაც თავისთავად უკვეცავს ცოცხალ ორგანიზმებს კომუნიკაციის, მხედველობის და სმენის უნარს. ამრიგად, ღამე ასუსტებს კავშირს ცოცხალ ორგანიზმებსა და გარე სინამდვილეს შორის. ცოცხალი ორგანიზმი თავისი შინაგანი ძალების ამარა რჩება, რომელიც გარე სინამდვილის მთავარ გამღიზიანებელთა აღკვეთის გამო უმოქმედო მდგომარეობაში ვარდება. ამის ბუნებრივი შედეგი ისაა, რომ ორგანიზმი იძინებს. თან ამას “დაღლილობაც და მოჭარბების მდგომარეობაც” ემატება. აქედან გასაგები ხდება, რომ ძილი ჩვევადაც იქცევა და უეჭველია, ამ გარემოებას ისეთივე მნიშვნელობა უნდა ქონდეს, როგორც ჰიპნოგენურ ფაქტორს.
ადამიანს ზოგჯერ უფრო მეტი სძინავს, ვიდრე ამას მისი ბუნება მოითხოვს. ამ მხრივ კი, იგი არ განსხვავდება სხვა მრავალი ადამიანური მოთხოვნილებისაგან. იგი მეტს ჭამს, ვიდრე ჭირდება, ანდა უფრო ხშირად ეწევა სქესობრივ ცხოვრებას, ვიდრე ეს ბუნებრივ მოთხოვნილებებს შეეფერება. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანი არამარტო ბუნებრივი ფაქტორების გავლენას ემორჩილება, არამედ იგი ამავე დროს ცნობიერებითაა აღჭურვილი და ეს მას საშუალებას აძლევს ბუნებრივი ფაქტორების ზეგავლენას დაუსხლტეს ხელიდან და თავისი ქცევა ამ ფაქტორების თავისუფალი შერჩევის ზეგავლენით განსაზღვროს. ნებითი ძილის დაკვირვება ამ მოსაზრებას ნათლად ამტკიცებს. მართლაც, როგორ ვიქცევით, როცა დაძინებას გადავწყვეტთ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ გვეძინებოდეს? საგანგებო ხერხებს მივმართავთ (მაგ.: ბალიშს ან საბანს წავიფარებთ თავზე, თველებს ვხუჭავთ...), რათა რეალობა რაც შეიძლება ნაკლებადაქტუალური გახდეს ჩვენთვის. აქედან ჩანს, რომ ჩვენ შეძლებისდაგვარად “ვაწვდით” ძილის მექანიზმს და ვცილობთ, ეს ცოდნა ამ შემთხვევაში ჩვენი მიზნებისთვის გამოვიყენოთ.
ამრიგად, ძილი ისეთი მდგომარეობაა, როდესაც სუბიექტის შინაგანი ფსიქიკური შესაძლებლობანი თავის საგანს გარე სინამდვილის ფარგლებში და გარე სინამდვილის სტიმულით ვეღარ პოულობენ. მისი რეალიზაცია, ამის მიხედვით, შინაგან შესაძლებლობათა და გარე სინამდვილეს შორის დაძაბულობის შესუსტებისა და აღკვეთის გამო ხდება. ჰიპნოგენურ ფაქტორად ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს, რაც ამას, ე.ი. ფსიქიკურ ფუნქციათა და გარე სინამდვილეს შორის დაძაბულობის დასუსტებას ხელს უწყობს.
ძილის ბუნების სისრულით წვდომა შეუძლებელია, თუ სიზმრის სტრუქტურა, დინამიკა და ხასიათი მხედველობის გარეშე იქნება დატოვებული. ისე, როგორც თვით სიზმრის პრობლემის გადაჭრაც გაძნელდებოდა, თუ იგი ძილის საკითხის გარეშე იქნებოდა განხილული, მაგრამ, უძველეს დროში, ჯერ სიზმარმა მიიქცია დიდი ყურადღება და მხოლოდ შემდეგ ძილმა.
სიზმარი შეიძლება იყოს ფერადი, შავთეთრი. შეიძლება შეიგრძნო შეხება, იშვიათად, თითქმის არასდროს ტკივილი. თანამედროვე მკვლევერთა აზრით სიზმარში ამათუ იმ ხარისხით ყველა ჩვენი ფსიქიკური ფუნქცია იღებს მონაწილეობას.
სიზმრის ემოციური შინაარსი ორგანიზმზე ახდენს გავლენას. მაგალითად, როცა ადამიანი ღრმა მწუხარებას ხედავს, არამარტო გულისცემა და მიმიკა, არამედ ხშირად კვნესა და ცრემლების ნიაღვარიც ადასტურებს ამას. ძილში ჩვენი ფანტაზია წარმოსახულ “რეალურ” სინამდვილეს ქმნის, სადაც ჩვენი “მე” მოქმედ სუბიექტადაა წარმოდგენილი, მის განცდებს რეალური “მე”-ც განიცდის.
საინტერესო მოსაზრებას აყენებს ფროიდი სიზმრის ბუნებასთან დაკავშირებით იგი წერდა, რომ ადამიანთ მრავალი ტენდენციის მატარებელია, მაგრამ არის ტენდენციები და სურვილები, რომლებსაც ცნობიერი უგულებელყოფს და დევნის. ეს აზრები და სურვილები მაინც პოულობენ განსხეულების საშუალებას. ამისათვის, საუკეთესო დრო კი ძილია, როცა “ცენზურა”, ანუ ცნობიერი აქტივობა შესუსტებულია. თუმცა, ეს აზრები ზოგჯერ შეფარვით აღწევს ადამიანის ბუნებაში, ნიღაბს ამოფარებული იჭრება მის ცნობიერებაში. სიზმარს ამის მიხედვით ორი სახის შინაარსი აქვს. მანიფესტური --- ის, რასაც სიზმარში უშუალოდ განვიცდი, ის რასაც სიზმრის აღწერისას ვხედავთ, მის ფენომენოლოგიურ შინაარსში და ლატენტური --- ე.ი. ნამდვილ შინაარში --- ის სურვილები და მისწრაფებები , რომლებიც არაცნობიერების წიაღიდან გამომდინარეობენ და, მანიფესტური შინაარსის სახით მოდიფიცირებულნი, თავის რეალიზაციას ახერხებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ადამიანის სიზმრებს თავისი ინდივიდუალური ფსიქოლოგია აქვს. ამიტომ, თითოეული ადამიანის დასაბუთება შეიძლება მისი სიზმრების მიხედვით, თან ზუსტად. დე სანტესი ასეთ ფორმულას აძლევს ამ დებულებას: “მიამბე შენი სიზმრები და მე გეტყვი ვის ხარ შენ”. მელანქოლიკის სიზმრები, ჩვეულებრივ განსხავავებულია, ვიდრე ქოლერიკის ან სანგვინიკისა; ოპტიმისტის სიზმარი ღია ფერებითაა ნახატი, პესიმისტისა --- ბნელი ფერებით. ადამიანი სიზმარში ახდენს რეალიზაციას იმ შესაძლებლობებისა, რომლებსაც რეალობაში ვერ ან არ იყენებს. სიზმრის სპეციფიკაც სწორედ ისეა აგებული, რომ ამ ძალების რეალიზაციას ხელი შეუწყოს.
ამრიგად, სიზმრის შინაარსის მეტამორფოზები ყოველთვის სუბიექტის განწყობათა თავისუფალის, შეუზღუდველი გამოვლენის პროდუქტს წარმაოდგენს.
როგორც ზემოთ ვთქვით, სიზმრის შინაარსი განდევნილი აზრების რეალიზაციას ემსახურება: სიზმარი ამ აზრით სურვილების ასრულებას წარმოადგენს, ოღონდ არა რეალური ფსიქიკური გზით, არამედ იმ გზებითა და საშუალებებით, რომელნიც სიზმრის ცნობიერებისთვის არიან დამახასიათებელნი. აქედან, სიზმრის ფინალისტური ხასიათი დროისთვის ყოველ ეჭვგარეშეა. ნათელი ეფინება სიზმრის ფუნქციის საკითხსაც. “ჩვეულებრივი აზრის წინააღმდეგ, თითქოს სიზმარი ხელს უშლის ძილს, უნდა განვაცხადოთ, რომ პირიქით, იგი ხელს უწყობს და იცავს მას” --- ამბობს ფროიდი. სიზმარი მისი აზრით “ძილის მცველია”, მართლაც, რა უშლის ძილს ხელს უეჭველია, არამარტო გარედან მომდინარე გამღიზიანებლები, რომელთაც შეუძლიათ ფსიქიკას ძილის ნაცვლად სხვა ამოცანები დაუსახონ, არამედ უეჭველია, შინაგანი ფსიქიკური გამღიზიანებლებიც. მაგალითად, დაუკმაყოფილებელი სურვილები; თუ ბავშვს რაიმე სურვილი აქვს, ვთქვათ, რაიმე სათამაშო უნდა და ამ სურვილით იძინებს, სიზმარში იგი სწორედ ამ სათამაშოს ნახავს და ამით თავის სურვილს დაიკმაყოფილებს. სიზმარს რომ მისთვის ასეთი სამსახური არ გაეწია, შესაძლებელია, დაუკმაყოფილებელი სურვილის ზემოქმედებით იგი იძულებული შექმნილიყო, გაღვიძებოდა. სიზმარი, მაშასადამე, “ფსიქოლოგიური გამღიზიანებლის”, სურვილების ანტიჰიპნოზურ ზემოქმედებას აქვეითებს. რამდენადაც ძილშივე მათი რეალიზაციის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, ეხმარება, იცავს და დარაჯობს მას. მაგრამ, არის უეჭველი შემთხვევები, როდესაც სიზმარი ძილის გაგრძელებას როდი ემსახურება, არამედ ხელს უშლის და სწყვეტს კიდეც მას. საინტერესოა, რომ ფროიდის აზრით ასეთ შემთხვევაში ჩვეულებრივ, შიშის სიზმრებთან გვაქვს ხოლმე საქმე და მძინარეს სწორედ ეს სიზმრად ნახული შიში, მაშასადამე, სიზმარი აღვიძებს. ასეთი სიზმრების ანალიზი ფროიდის სიტყვით, ყოველთვის იმაში გვარწმუნებს, რომ ცნობიერებაში არაცნობიერი არიდან რაღაც შინაარსი იჭრება, რომლის შეცვლაც სიზმრის დინამიკამ ვერ მოახერხა და ამიტომაც, იგი თვითონვე ღებულობს ზომებს, რათა ეს არ მოხდეს და დასახმარებლად სიფხიზლის ცნობიერებას მიმართავს. იგი ძლიერი შიშის სიზმარს ქმნის, რომელიც სუბიექტს აღვიძებს და ამრიგად, შესაძლებლობას უსპობს განდევნილ შინაარსს, ცნობიერებაში თავისი უცვლელი სახით შეიჭრას: “სიზმარი ამ შემთხვევაში კეთილსინდისიერი დარაჯის მსგავსად იქცევა, რომელიც ზომებს ღებულობს, რომ ზედმეტი ხმაურობა არავინ დაიწყოს და მოქალაქეებს ძილი არ დაუფრთხოს; მაგრამ, როდესაც მას ხმაურის მიზეზი მნიშვნელოვნად ეჩვენება და თვითონ საკუთარი ძალღონით ვერ უსწორდება მას, მაშინ, იგი თავის მოვალეობად თვლის თვითინვე გააღვიძოს მოქალაქენი.
მაგრამ, ეს ყველაფერი ნორმალური ადამაინებისა და ძილის შესახებ უნდა ითქვას. ხოლო რაც შეეხება არანორმალურ შემთხვევებს, აქ მდგომარეობა სხვადასხვაგვარია. აქ, ძილსა და სიზმარს შორის არსებული კავშირი წყდება და მათი მთლიანობა ირღვევა. ავადმყოფურის ან არანორმალურად ინტენსიურისა და არანორმალურად წარმართული განწყობების მქონე სუბიექტი ძილში ამ უკანასკნელთა შესატყვისი შინაარსის მქონე სიზმარს ხედავს და ეს გარემოება მიზეზი ხდება იმისა, რომ მისი ძილი ძილს აღარ ჰგავს. იგი ზერელეა და მოუსვენარი, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, მისი ცნობიერება სიზმრისებურ მუშაობას ძილის გარეშეც იყენებს. თავისი სუბიექტური განწყობის შესატყვის ჰალუცინატორულსა და ილუზიონურ სამყაროს ქმნის, რის გამოც რეალური სინამდვილე მისთვის ინაქტიური ხდება, და მაშასადამე, ძილსა და ნამდვილ სიზმარს მისთვის ყოველი აზრი ეკერგება. ასეთ შემთხვევაში, სიზმარი ხელს კი არ უწყობს ძილს, არამედ მას ზედმეტად ხდის და ან სრულიად აღკვეთს მას, ან ზერელედ და მოუსვენრად აქცევს.
თუ სიზმარი სუბიექტის აქტუალური განწყობის ნიადაგზე აღმოცენებულს, ფსიქიკის სპონტანური ამოქმედების პროდუქტს წარმოადგენს, მაშინ ცხადია, რომ იგი ამ განწყობის მიმართულებით ჩვენი ფსიქიკის ფუნქციონალური ტენდენციი დაძაბულობას ერთგვარად უნდა ანელებდეს. Aმას უეჭველად აქვს მნიშვნელობა. საქმე ისაა, რომ ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ფუნქციონალური ტენდენციას ხანგრძლივი დაუკმაყოფილებლობის გამო, ჩვენს სუბიექტურ განწყობათა შესატყვისად მოქმედების იმპულსის დაძაბულობა იმ დონემდე გაიზრდება, რომ ბოლოს იგი ჩვენზე მოქმედი რეალური სინამდვილის ძალას დაჩრდილავდა და სუბიექტი ობიექტური სინამდვილის შესაბამისად კი არა, თავისი სუბიექტური განწყობის შესატყვისად დაიწყებდა აზროვნებას, გრძნობასა და მოქმედებას. კავშირი სუბიექტსა და ობიექტურ რეალობას შორის გაწყდებოდა და ადამიანი თავისი სუბიექტური განწყობის ნიადაგზე აგებულ სამყაროში დაიწყებდა ცხოვრებას. ე. ი. მივიღებდით იმას, რაც ფსიქიკური მდგომარეობისათვისაა დამახასიათებელი. აქ წარმოდგენილი თეორიის მართებულობას ადასტურებს ისიც, რომ იგი არ უარყოფს ყველაფერს რაც დღემდე სიზმრის კვლევაში გაკეთებულა, არამედ, ისეთ პრინციპებს იძლევა, რომელიც ყველა ჭეშმარიტად მეცნიერულ მონაპოვარს თავის წიაღში აღიქვამს და ერთ მთლიან სისტემაში აერთიანებს. ჩვენ არა მარტო ის ვიცით, თუ როგორია სიზმარი, არამედ ისიც რომ მისი არსება ისეთია, რომ არც შეიძლება იგი სხვანაირად იყოს.

ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ სძინავთ


XX საუკუნის 40-იან წლებში ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ტრენტონში 90 წლის მოხუცი ალ ჰერპინი ცხოვრობდა. მას არასოდეს უძინია თავის სიცოცხლის მანძილზე. იგი ბევრმა ექიმმა გამოიკვლია, თუმცა მას არაფერი სჭირდა და უძილობის მიუხედავად ჯანმრთელობას არ უჩიოდა. შრომით დაღლილი ჰერპინი სავარძელში ჯდებოდა და იქამდე კითხულობდა, სანამ არ დაისვენებდა. მერე კი, ხელახლა იწყებდა მუშაობას.
უძილობით დაავადებულთაგან ასევე ცნობილია დევის ჯონსი (აშშ), რომელსაც პერიოდული შეტევები ჰქონდა. ერთ-ერთი გამოცემა წერდა, რომ უკვე 93 დღე-ღამე იყო, რაც მას აღარ სძინებოდა.
ერთ უნგრელ ქალბატონს რეიჩელ საგის თავის ტკივილები აწუხებდა. 1911 წელს უჩვეულო თავის ტკივილმა გამოაღვიძა და ექიმს მიმართა. მან ურჩია რეიჩელს ნაკლები ეძინა. ექიმი მართალი აღმოჩნდა. იმ დღიდან რეიჩელს არ ძინებია. თავის ტკივილსაც აღარასოდეს შეუწუხებია.
1961 წლის 11 აგვისტოს იუსტ ბერნეტს 81 წელი შეუსრულდა. იგი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანი იყო, სანამ ერთ დღეს ძილის სურვილი და მოთხოვნილება არ დაკარგა. მაშინ 27 წლის იყო. 54 წელი არ ეძინა. ღამღამობით კითხულობდა, მუსიკას უსმენდა და კროსვორდებს ხსნიდა.
ვიეტნემელი ტაი იგოკის ქრონიკული უძილობა 1937 წლის ციებ-ცხელების შემდეგ დაეწყო. მას შემდეგ კაცს საერთოდ არ სძინებია, თუმცა უძილობა დისკომფორტს არ უქმნიდა. იგი ამ დროს კარგად იყენებდა. მაგალითად: ცხვრებს ითვლიდ, ფერმას დარაჯობდა... სამი უძილო თვე ორი უზარმაზარი ორმოს ამოთხრას მოანდომა, რომელშიც შემდეგ თევზები მოაშენა. ექიმებმა მის ორგანიზმში ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

Tuesday, February 22, 2011

BMW-ს ისტორია

BMW-ს ისტორია

1896 წლის 3 დეკემბერს ჰენრიხ ერჰარდტმა (Heinrich Ehrhardt) ქ. აიზენაჰში დააარსა ქარხანა სამხედრო მანქანების და როგორც არ უნდა გაგიკვრიდეთ, ველოსიპედების საწარმოებლად. იგი უკვე მეხუთე გახლდათ ახლომახლო ტერიტორიაზე. ერხარდი ალბათ სულ მუქი მწვანე ველოსიპედების, სასწრაფოს მანქანების და სამხედრო მანქანების წარმოებით იქნებოდა დაკავებული, რომ არა წარმატება რომელიც დაიმლერმა და ბენცმა მოიპოვა თავისი ავტომანქანების წარმოების წყალობით.
გადაწყდა შეექმნათ რაღაცა მსუბუქი, არა სამხედრო და რა თქმა უნდა კონკურენტების ნაწარმისაგან განსხვავებული. დროისა და ფულის ეკონომიის მიზნით ერჰარდმა ლიცენზია ფრანგებისაგან შეიძინა. პარიზის ავტომობილს “დიუკავილი” ეწოდებოდა.
სწორედ ასე მოევლინა ქვეყანას ახლანდელი BMW-ს წინაპარი. ამ ქმნილებას “მოტორიზირებული ეტლი - Wartburg” - ერქვა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1898 წლის სექტემბერში, “Wartburg”-ი დუსელდორფში ჩამობრძანდა და საავტომობილო გამოფენაზე თავისი ადგილიც დაიმკვიდრა დაიმლერის, ბენცის, ოპელისა და დიურკოპის გვერდით.
კიდევ ერთი წლის შემდეგ მოტორიზირებულმა ეტლმა იმ დროის ყველა მნიშვნელოვანი საავტომობილო რბოლის გამარჯვებული გახდა. საუბარია დრეზდენი-ბერლინზე, ააჰენი-ბონზე და არა მარტო. “ვორთბურგი” ოქროს საბადო აღმოჩნდა. მან არსებობის მანძილზე 22 მედალი მოიპოვა და მათ შორის ერთი “ელეგანტური დიზაინისათვისაც” კი მიიღო.
მისი სიცოცხლე 1903 წელს დასრულდა: სერიოზული ვალები, წარმოების მოცულობის კლება... ერხარდტმა აქციონერთა საბჭო მოიწვია და მათ წინაშე სიტყვით წარსდგა. მონოლოგის ბოლოს კი ასე დაასრულა: “dixi” - რაც ლათინურად ნიშნავს - “მე ყველაფერი ვთქვი”. სწორედ ასე ასრულებდნენ თავიანთ გამოსვლებს ძველი რომაელი ორატორები.
ერხარდტმა დახმარება სრულიად წარმოუდგენელი მიმართულებიდან მიიღო. ბირჟის “სპეკულიანტ” იაკოვ შაპიროს, რომელიც აქციონერებს შორის გახლდათ, ძალიან არ უნდოდა მისთვის ძალზედ საყვარელ “მოტორიზირებულ ეტლთან” განშორება. შაპიროს, იმ დროს აკმაოდ სერიოზული გავლენა ჰქონდა ინგლისურ ქარხანაზე ბირმინენგში, რომელიც “ოსტინ 7-ს” აწარმოებდა (Austin Seven). ბრიტანული ავტოპრომი უდიდესი პოპულარულობით სარგებლობდა ლონდონსა და მის შემოგარენში. შაპირომაც, ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ, მხოლოდ მას შემდეგ რაც კარგად გათვალა მის მიერ წამოწყებული მთელი ამ მოვლენების სამომავლო მოგება, ინგლისელებისაგან “ოსტინის” ლიცენზია შეიძინა.
ამ დღიდან მოყოლებული აიზენახის კონვეირიდან ჩამოსული ავტომობილები “Dixi” - სახელით გამოდიოდნენ. ერხარდტის ბოლოს სიტყვის შესაბამისად. ავტომობილების პირველი პარტია ბრიტანეთში გაიყიდა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მარჯვენა მოძრაობის მოყვარულ ხალხში მარცხენა რულის მქონე ავტომობილები გავრცელდა. სპეკულიანტმა შაპირომ, როგორც ჩანს ყველაფერი ძალიან კარგად გათვალა.
1904-დან 1929 წლებში ერხარდტის განახლებულმა კომპანიამ გამოპუშვა და გაყიდა 15822 ცალი Dixi. თუმცა უკვე საკუთარი ავტომობილის შექმნის დროც მოსულიყო. მაინც მოსვენებას არ იძლეოდა ის ფაქტი, რომ ზურგს უკან მუდამ ბირმინენგზე ისაუბრებდნენ. 1927 წელს ჰენრიხმა BMW-ს ძირითადი ნაწილები შეიმუშავა და საკუთარი Dixi-ს წარმოებას შეუდგა - ეს იყო Dixi 3/15 PS.
წლის მანძილზე მისი 20 ათასზე მეტი ეგზემპლიარი გაიყიდა. იმ დროისათვის ყველაზე “მაგარი” ავტომობილი, მხოლოდ 3.2 ათასი რეიხმარკა ღირდა და 75 კმ/სთ სიჩქარესაც ავითარებდა.
Dixi 3/15 PS — BMW-ს პირველი ცდა ავტომობილების წარმოებაში. მანქანა საკმაოდ ძვირადღირებული, მაგრამ სწრაფი გამოვიდა.
შემდეგ BMW-ს ისტორიაში კარლ რეიხ რაპი გამოჩნდა (Karl Friedrich Rapp). ადამიანი, რომელიც ზეცასა და საავიაციო ძრავებზე ოცნებობდა. რაპმა მცირე კომპანია დააარსა და მიუნხენის სადღაც ჩრდში საქმიანობასაც შეუდგა. მისი მიზანი იყო არა ავტომობილები, არამედ აეროპლანები. მას ქონდა სურვილი, ენთუზიაზმი, მაგრამ საუბედუროდ “ბედი და გამართლება” არ ქონდა.
1912 წელს იმპერიაში პირველად ჩატარდა საავიაციო მიღწევების გამოფენა, სადაც რაპმა თავისი ნამუშევარი წარმოადგინა 90-ძლიერი ძრავით. სამწუხაროდ, მისი თვითმფრინავი ვერ აფრინდა.
ამ წარუმატებლობამ რაპს ფარ-ხმალი ვერ დააყრევინდა და მან მომდევნო ჩვენებისათვის დაიწყო მზადება. ეს გამოფენა 2 წლის შემდეგ უნდა გამართული. ამ მომენტისათვის რაპმა 125 ცხ.ძ. სიმძლავრის ძრავიც კი დაამზადა, მაგრამ 1914 წელს, საიმპერატორო “უსაქმურობის” ნაცვლად I მსოფლიო ომი დაიწყო.
ეს ფაქტი კარლ რაპისათვის, პრინციპში, ხელის შემწყობი აღმოჩნდა - ომმა საავიაციო ძრავებზე მოთხოვნილება საგრძნობლად გაზარდა. თუმცა მის ძრავებს ძალიან დიდი ნაკლი ჰქონდა - ისინი საშინლად ხმაურიანი გახლდათ და ძალიან ვიბრირებდა. მოსახლეობის საჩივრების გამო საქმე იქამდე მივიდა, რომ პრუსიაში და ბავარიაში კარლის ძრავებიანი თვთმფრინავების ფრენა აიკრძალა. საქმე სულ უფრო და უფრო უარესდებოდა.
1916 წლის 7 მარტს რაპის კომპანია დაარეგისტრირეს სახელით “ბავარიის საავიაციო ქარხანა” (BFW). ამ მომენტში ფირმის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პიროვნება ჩნდება. ესა გახლავთ - ვენის ბანკირი კამილო კასტილიონი (Camillo Castiglioni). მან კომპანიის წილი რაპისაგან შეიძინა და მაშინ უკვე - BFW-ს კაპიტალი 1.5 მლნ. მარკამდე გაზარდა.
რაპი ვერც ამან დაიხსნა “წარუმატებელი და ბანკროტის” რეპუტაციისაგან, სამაგიეროდ ეშველა კომპანიას. უკანასკნელი ძალების მობილიზაციით მან როგორც იქნა მიიტანა სული ავსტრიელი ფრანც იოსებ პოპის (Franz Josef Popp) გამოჩენამდე.
პოპი გახლდათ ავსტრია-უნგრეთის საზღვაო ქვეითის გადამდგარი ლეიტენანტი, ადამიანი უმაღლესი საინჟინრო გამათლებითა და პიროვნება, რომელიც საიმპერატორო მმართველობისას თავდაცვის სამინისტროში მოღვაწეობდა და გამუდმებით თანამედროვე ტექნიკურ მიღწევებს იკვლევდა. იმ მომენტისათვის პოპი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ძალური აგრეგატებით - 224В12, რომელიც მიუნხენში გამოდიოდა. აქ ფრანცი 1916 წელს ჩამოვიდა და თავისი საქმიანობის ნულიდან დაწყებას აპირებდა.
პირველი, რაც პოპმა გააკეთა - ის იყო, რომ მან სამსახურში აიყვანა გენიალური , როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ინჟინერი სახელად მაქს ფრიცი (Max Friz). მაქსი ახალი დათხოვილი იყო Daimler-დან, რადგანაც ხელფასის 500 მარკამდე გაზრდას მოითხოვდა. დაიმლერს თავის დროზე რომ არ ეწუწურაქა, BMW-ს შეიძლებოდა სრულიად სხვანაირი მომავალი ჰქონოდა.
ფრიცის მიმართ რაპი უარყოფითად იყო განწყობილი და როგორც კი Daimler-ს ყოფილი ინჟინერი სამსახრუში გავიდა, რაპი პენსიაზე გავიდა. მისი წასვლის მიუხედავად კომპანიას მაინც ნახევრად გაკოტრებულის სახელი დარჩა. ამიტომ პოპმა კომპანიის სახელის შეცვლა გადაწყვიტა.
1917 წლის 21 ივლისს მიუნხენის სარეგისტრაციო პალატაში ისტორიული ჩანაწერი ფორმდება: “რაპის ბავარიის საავიაციო ქარხანა” დღეიდან იწოდება, როგორც “ბავარიის ძრავების ქარხანა” (Bayerische Motoren Werke). ასე შეიქმნა დასახელება - BMW. მისი ძირითადი პროდუქცია ჯერ კიდევ საავიაციო ძრავები გახლდათ.
I მსოფლიო ომის დასრულებამდე 1 წლითა ადრე კაიზერს ფრეს იმდეი მაინც ჰქონდა. არ გამოვიდა. მეტიც, ვერსალის შეთანხმების თანახმად გერმანიაშI საავაციო ძრავების წარმოება საერთოდ აიკრძალა. ფრანც-იოსეფ პოპი კი არა და არ ჩერდებოდა. იგი განაგრძობდა ახალი ძრავების მოფიქრებასა და შექმნას.
1919 წლის 9 ივლისს პილოტმა ფრანც ზენო დიემერმა (Franz Zeno Diemer) მაშინ წარმოუდგენელ სიმაღლეს - 9760 მ-ს მიაღწია 87 წთ-ში. მის DFW C4 -ში კი BMW-ს მეოთხე სერიის ძრავი ეყენა. თუმცა სიმაღლის მსოფლიო რეკორდი არავის დაუფიქსირებია. იმავე ვერსალის შეთანხმების მიხედვით, გერმანია არ შედიოდა საერთაშორისო ფედერაციის აერონავტიკის წევრებში.
პოპის გვერდზე რაპის გადამრჩენი, ბანკირი კასტილიონიც იდგა. 1992 წლის გაზაფხულზე მან BMW-სათვის უკანასკნელი გადარჩენილი საავაციო ქარხანა შეიძინა. ამ მომნეტიდან “ბავარიის ძრავების ქარხანას” კიდევ ერთი მიმართულება უჩნდება.
თვითმფრინავების ძრავების პარალელურად მიუნხენში უკვე სულ მცირე - 2 ცილინდრიანი აგრეგატებიც იქმნება, რომელთა მოცულობა მხოლოდ 494 კუბ.სმ-ს აღწევს. 1 წლის შემდეგ სიახლემ აშკარად გაამართლა - 1923 წელს ჯერ ბერლინის, შემდეგ კი პარიზის ავტოსალონზე - BMW -ს პირველ იმოტოციკლი - R-32 - მთავარი სენსაცია გახდა.
BMW-ს პირველი მოტოციკლი — R-32 - ბერლინის და პარიზის ავტოსალონების სენსაცია გახდა.
კიდევ 6 წლის შემდეგ BMW-მ უკვე საბოლოოდ ჩამოაყალიბა თავისი მუშაობის მიმართულებები: მოტოციკლები, ავტომობილები და საავიაციო ძრავები. ამ მომენტისათვის უკვე 2 წელი იყო გასული, რაც კომპანია საკუთარ Dixi-ს აწარმოებდა. ეს გახლდათ სრულებით განახლებული ვერსია, რომელიც პოპმა სრულად მოარგო გერმანელების გემოვნებას.
იმავე 29 წელს BMW-Dixi-მა საერთაშორისო რბოლაში გაიმარჯვა. მაქს ბახნერმა (Max Buchner), ალბერტ კანდტმა (Albert Kandt) და ვილჰელმ ვაგნერმა (Wilhelm Wagner) პირველობა საშუალო 42 კმ/სთ სიჩქარით მოიპოვეს. ასე სწრაფად და ამდენ ხანს იმ დროში არცერთ ავტომობილს არ შეეძლო მოძრაობა.
1930 წელს BMW-ე სეზონის კიდევ ერთ ჰიტს უშვებს. პოპმა და მისმა თანამშრომლებმა მთელი 34 წლით უკან დაბრუნება გადაწყვიტეს და ახალ ავტომობილს “ვარტბურგი” დაარქვეს.
მოტორიზირებული ეტლის მოგონება კვლავ გაცოცხლდა და ახლა უკვე DA-3-ს გარეგნობაში მოგვევლინა. დაწეული საქარე მინით ავტომობილს 100 კმ/სთ-მდეც კი შეეძლო სიჩქარის გაზრდა. იგი პირველი BMW-ე გახდა, რომელმაც Motor und Sport-ჟურნალის კომპლიმენტი დაიმსახურა: “ვარტბურგი მხოლოდ საუკეთესო მძღოლებს უნდა ჰყავდეთ. უღირსოები მას არ იმსახურებენ” - ეს არის ამონარიდი შესაბამისი სტატიიდან.
1932-ში Dixi-ი ისტორიას ჩაბარდა. “ოსტინის” წარმოებაზეც დასრულდა ლიცენზია. 5 წლის წინათ პოპი ალბათ ძალიან განიცდიდა ამ მოვლენას და გამოსავლის ძიებას შეუდგებოდა.
მაგრამ იმ პერიოდში BMW-ში მხოლოდ მომავალზე იყვნენ ორიენტირებულები. მომავალი კი - ბერლინის მოტო-შოუ გახლდათ. BMW 303-მა საოცარი მოწონება დაიმსახურა. ყველაზე პირველ “სამიანში” ყველაზე მცირე 6-ცილინდრიანი ძრავი ეყენა, რაც კი ოდესმე არსებულა და მისი მოცულობა 1173 კუბ.სმ. გახლდათ. ინჟინრები 100 კმ/სთ სიჩქარის გარანტიას იძლეოდნენ, მხოლოდ საჭირო ქუჩას თუ ამოირჩევდით.
პირველი 303-ს დრაივ-ტესტი ჩატარდა თუ არა, არავინ იცის. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სიჩქარეა. ეს არის მისი გარეგნობა. “სამას მესამემ” მთელი რიგი 29 წლით განსაზღვრა BMW-ს დიზაინი: მაშინდელი დახვეწილი შტრიხები დღესაც იცნობა მის ავტომობილებში.
შემდეგ იყო 326 Cabriolet. იგი 36 წლის აღმოჩენა გახდა და “სამიანებს” რიგი ღირსეულად დაასრულა. 1936-1941 წლებში BMW 326 -მა ლამის 60 ათასი მომხმარებლის გული დაიპყრო. ეს კი საუკეთესო მაჩვენებელია კომპანიის არსებობის მთელს ისტორიაში.
BMW 326 Cabriolet -ს ფენომენალური წარმატება ხვდა წილად.
30-იან წლებში BMW-მ საბოლოოდ დაარწმუნა მომხმარებლებიც და კონკურენტებიც, რომ თუ მის დასახელებაში სიტყვა “ძრავია” ნახსენები, ეს ნიშნავს, რომ მის პროდუქციაში არსებულ აგრეგატებთა შორის საუკეთესოები გამოიყენება. ამ დასკვნის საბოლოო დადასტურება ერნესტ ჰენემ (Ernst Henne) მოახერხა 1936 წელს.
ნიურბურგის რბოლაში 2-ლიტრიან ავტომობილებს შორის გამარჯვება თეთრმა როდსტერმა - BMW 328-მ მოიპოვა. მან უკან დიდი, კომპრესორიანი ავტომობილებიც კი მოიპოვა. მისი საშალო სიჩქარე 101.5 კმ/სთ იყო. არ უყვართ ამ მიუნხენში კომპერსორიანი ძრავები და რა ქნან. უფრო სწორად უყვართ, მაგრამ არა ისე აქტიურად როგორც სხვაგან.
კიდევ 1.5 წლის შემდეგ იმავე ერნეს ჰენემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ამჯერად 500 კუბურ სანტიმეტრიანი მოტოციკლით, რომლითაც მან 279.5 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. ამ მოვლენამ ყველა კითხვას გასცა პასუხი და ოპონენტები მინიმუმ 14 წლით დაადუმა.
BMW 328 Roadster —სწრაფი და ძალიან ლამაზი ავტომობილია. ნიურბურგში მან კომპრესორიანი ავტომობილებიც კი ჩამოიტოვა უკან და შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოიპოვა.
II მსოფლიო ომის დაწყებამდე BMW-მ ლიმუზინების შეჯიბრშიც მოასწრო მონაწილეობა. Opel Admiral -ს და Ford V-8-ს გვერდზე რბოლაში მონაწილეობის სურვილი ძალიან ძლიერი იყო და Maybach SV 38-მა ბოლოს და ბოლოს ცდუნებას ვერ გაუძლო.
1939 წლის 17 დეკემბერს BMW-მ ბერლინში ახალი 335-ის 2 ვარიანტი წარმოადგინა - კაბრიოლეტი და კუპე. ექსპერტებიც და მაყურებლებიც სანახაობით ძალიან კმაყოფილები დარჩნენ.
სამწუხაროდ 335-ს დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა. II მსოფლიო ომის დაწყების გამო BMW-ე ძირიტადად საავიაციო პროდუქტების წარმოებაზე გადაერთო. თანაც გერმანიის მთავრობამ ავტომობილების კერძ პირებზე მიყიდვა აკრძალა.
BMW 335-ს ყველაფერი ჰქონდა თავბრუდამხვევი წარმატების მოსაპოვებლად, მაგრამ II მსოფლიო ომი დაიწყო და ყველაფერი შეიცვალა.
40-იანი წლების აპრილში როდსტერზე BMW-328, რომლის საჭესთანაც მორიგეობით ისხდნენ ბარონი ფრიც ჰუსკე ვონ ჰასტეინი (Baron Fritz Huschke von Hanstein) და ვალტერ ბაუმერი (Walter Baumer), 1000 მილიანი Mille Miglia-ს გამარჯვებული გახდა. მათმა 166.7 კმ/სთ-იანმა საშულაოო სიჩქარემ აშკარა უპირატესობა მიანიჭათ რბოლაში და გამარჯვებამაც არ დააყოვნა.
სწორედ II მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბდა და დღესაც მოქმედებს BMW-ს მთავარი პრინციპი: მუდმივად ახალი, აგრესიულად-სპორტული და მუდამ ახალგაზრდა. ავტომობილი ადამიანებისათვის, რომლებიც ერთი შეხედვით შეიძლება გამოიყურებიან კიდეც მოშვებულად, სინამდვილეში კი ბევრს მიაღწიეს ცხოვრებაში. სწორედაც ამიტომ არიან ისინი მოდუნებულები.
“ერთიანი ერი, ერთი რეიხი, ერთი ფიურერი... ერთი ბაზა” - ეს მძლავრი პროპაგანდული კამპანია მესამე რეიხის დორს კომპანიი სმიმართ იყო გამოყენებული. როგორც არ უნდა ყოფილიყო, გერმანიის გენერალურმა შტაბმა ავტოპრომისაგან სამი ტიპის სამხედრო ავტომობილის შექმნა მოითხოვა. ყველაზე მსუბუქი მოდელის დამზადება “სტიუვერს”, “ჰანომაგს” და BMW-ს დაევალა. თანაც სამივე მათგანს მკაცრად აუკრძალეს, მანქანის რომელიმე კომპანიის სახელით შექმნა.
BMW-ე სამხედრო საქმიანობას ყველაზე გვიან შეუდგა, 1937 წლის აპრილში. 40-იანი წლების ზაფხულში კი მან კარისათვის 3 ათასი ტექნიკური ერთეული დაამზადა. ყოველი მათაგანი შემდეგი სახელით შეიქმნა - BMW 325 Lichter Einheits-Pkw. მათ დიზაინში კი BMW-სათვის ჩვეული შტრიხები უკვე აღარ იყო.
როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, მიუნხენის ქარხნის პროდუქცია ჯარშI ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ მისი “ბამპერები” სულაც არ იყო სამხედრო საქმიანობის შესაფერისი და საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა; “ბლიცკრიგის” გიჟურ იდეას 325-ე მოდელი საერთოდ არ ესადაგებოდა და საწვავის მარაგი ავტომობილებს მხოლოდ 240 კმ-ზე ჰყოფნიდა.
მაინც, BMW -ს თანამედროვე მოყვარულებისათვის უნდა აღვნიშნოთ, რომ BMW-ს მიერ შექმნილი ყველა მოდელი სამხედრო საქმიანობიდან 1942 წლის ზამთრამდე ამოიღეს.
გერმანიის დამარცხება II მსოფლიო ომში პრაქტიკულად BMW-ს განადგურებას გულისხმობდა. საბჭოთა კავშირის მოკავშირეებმა მილბერტშოფენის საწარმო ნანგრევებად აქციეს, აიზენახის ქარხანაც მათი გავლენის ქვეშ მოექცა. შემდეგ მთელი მოწყობილობა რუსეთში გადაიტანეს. დარჩენილი ტექნიკის სრულად მობილიზება და რაღაცეების დამზადება კიდევ მოხერხდა, მაგრამ კონვეირიდან ჩამოსული BMW-ბიც რუსეთისაკენ გაეშურა. “ბავარიის ძრავების ქარხნის” ჯერ კიდევ ცოცხალმა აქციონერებმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბეს, როგორც ფინანსური ისე ადამიანური და კიდევ ერთხელ ცადესბედი. მათ მნთელი ყურადღება მიუნხენში ჯერ კიდევ მოქმედ, 2 ქარხანაზე გადაიტანეს და საქმეს შეუდგნენ.
მსოფლიო ომის შემდგომი პირველი ოფიციალური ნამუშევარი გახლდათ მოტოციკლი. 1958 წლის მარტში ჟენევაში მაყურებელთა წინაშე 250-კუბიანი R-24-ი წარსდგა. წლის ბოლომდე მისი დაახლოებით 20 ათასი ეგზემპლიარი გაიყიდა.
შემდეგ გამოვიდა R-51, მას მოჰყვა - R-67, ბოლოს კი 600-კუბიანი სპორტული R-68 , რომლის მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ იყო . “68-ე” თავისი დროის უსწრაფესი მანქანა გახლდათ. 1954 წლის ბოლოსათვის ლამის 3 ათასი მომხმარებელი იწონებდა თავს BMW-ს მოტოციკლზე.
2-საბურავიანი მონსტრების ამ წარმოუდგენელმა პოპულარობამ კომპანიას ბოროტი ხუმრობა მოუწყო. მოტოციკლი, როგორი მაგარი ციგი არ უნდა იყო, მაინც რარიბების გადაადგლების საშუალებაა. 50-იან წლებში კი უკვე უამრავი ადამიანი, რომელსაც საჭირო თანხა გააჩნდა კომფორტულ სედანზე ოცნებობდა.
BMW R-68 -ს მაქსიმალურმა 160 კმ/სთ სიჩქარემ მას 50-იანი წლების ყველაზე სწრაფი მოტოციკლის ტიტული მოუტანა.
BMW-ს პირველი მცდელობა მოსახლეობის მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ, სრული კრახით დასრულდა. BMW 501 -ეს ფრანკფურტში ოვაციებით შეხვდნენ და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა. თითქოს კომპანიამ მიაგნო საჭირო მუხტს და მოთხოვნაც დაკმაყოფილდა, მაგრამ მოდელი სამწუხაროდ ყველაზე ძვირიანი გამოდგა ავტოსალონზე.
მხოლოდ წინა ნაწილის დამზადება 3 ან 4 ტექნიკურ ოპ;ერაციას მოითხოვდა. ეს ყველაფერი კი, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, 220-e მერსედესისათვის კონკურენციის გასაწევად კეთდებოდა.
50-იანი წლები კომპანიისათვის ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა. ვერ გაამართლა ვერც 507-ემ და ვერც 503-e მოდელებმა. ისინი, პრინციპში ამერიკის ბაზრისათვის შეიქმნა, მაგრამ პასუხი იქიდანაც იგვიანებდა. მათი ვალები მიზანმიმართულად იზრდებოდა, გაყიდვების მოცულობა კი ეცემოდა.
BMW 501-ს უადვოდ ლამაზმა იერმა კომპანიის მოლოდინი ვერ გაამართლა და საჭირო მოწონება ვერ დაიმსახურა, რადგანაც მისი თვითღირებულება და შესაბამისად ფასიც, ძალზედ მაღალი იყო.
კომპანიას არც ახალმა ნამუშევრებმა და არც სათანადოდ დაგეგმილმა სარეკლამო კამპანიამ უშველა. მათ რიცხვში იყო BMW 502 Cabriolet-ი. ოღონდ ეს მოდელი როგორმე გაესაღებინათ და მარკეტოლოგებმა რა აღარ გააკეთეს.
მკაცრი მამაკაცური სამყაროსათვის ეს ავტომობილი გათვალისწინებული არ ყოფილა. რეკლამა შემდეგი სიტყვებით იწყებოდა: “გამარჯობათ, ქალბატონო! სულ რაღაც 22 ათასი მარკა და ვერცერთი მამაკაცი ვერ ჩაგივლით გულგრილად. თქვენ სულ იოლად დაიპყრობთ მათ გულებს სპილოს ძვლიან საჭეზე ხელის მსუბუქი დადებით.”
502-ე ქალის ნაზი ხელებისათვის შეიქმნა. მსუბუქი გასახსნელი სახურავიც მათ გამო დამზადდა და რა თქმა უნდა არცერთ მათგანს არ ადარდებდა, რომ ავტომობილში 2.6 ლ-ნი ძრავი ყენდებოდა, რომლის სიმძლავრეც 100 ცხ.ძ. იყო. მთავარია, მაგნიტოფონი ნაზად ატრიალებდა საყვარელი გლენ მილერის სიმღერებს. 2 წლის განმავლობაში იტანჯებოდა BMW-ე მათ გასაღებაზე. რა აღარ მოიმოქმედა, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ. დამატებითი შეკვეთები მაინც არ შემოსულა.
BMW 502 - სპეციალურად ქალებისათვის შეიქმნა.
1954 წელს მიუნხენელები მეორე უკიდურესობაში ჩაცვივდნენ. გერმანიის გზებზე ახალი BMW Isetta 250 - გამოჩნდა. კომპანიაში მას “მოტო-კეპეს” ეძახდნენ, მოსახლეობამ კი “საბურავებიანი კვერცხი” შეარქვა. მასში R-25-ს ძრავი იყო ჩამონტაჟებული და მხოლოდ 12 ცხ.ძ. სიმძავრეს იძლეოდა. ალბათ მას ცხენისაც კი არ ეთქმის, უფრო პონის მოგვაგონებს.
BMW Isetta 300-ს სამართავად საკმარისია მოტოციკლის ტარება იცოდეთ.
2 წლის შემდეგ, 3-საბურავიანი ავტომობილების წარმატებით გათამამებულმა BMW-მ კიდევ ერთი “კვერცხი” დაამზადა - Isetta 300. ეს უკვე, წააგავდა მაინც მანქანას. 298 კუბ. სმ-იანი ძრავიც რაღაცას დაემსგავსა.
ასეა თი ისე, “ისეტის” 137 ათასი ეგზემპლიარი დამზადდა. განსაკუთრებული პოპულარობით იგი ინგლისში იყო. მათი კანონები ამ მანქანის ტარების ნებართვას მხოლოდ მოტოციკლის პრავითაც კი რთავდნენ. მანქანას უკან ხომ ერთადერთი საბურავი ჰქონდა.
1959 წლის ზამთარში გერმანია ფინანსურმა კრიზისმა მოიცვა. 2 წლით ადრე კომპანიაში სატყეო წარმოების“ მეფის, ჰერმან კრაგსის (Herman Krags) მიერ დაბანდებული 15 მლნ. მარკა მხოლოდ სასიამოვნო მოგონედაბრა დარჩა. BMW-ს სხვა გამოსავალი არ დარჩა და იგი Mercedes-თან აპირებდა გაერთიანებას. ამის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ მცირე აქციონერები და კომპანიის ოფიციალური დილერები. ბოლოს კომპანიის გადარჩენა მაინც მოახერხეს.
ახალმა დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შემდგომი ათწლეულებიც შეუცვლელად ხელმძღვანელობდა - “ჩვენ ვაწარმოებთ საშალო კლასის ავტომობილებს და საავიაციო ძრავებს”.
3 წლის შემდეგ ზამთარში კონვეირიდან ჩამოვიდა BMW 1500. მან ახალი კლასი ჩამოაყალიბა 4-საბურავიან მანქანებს შორის და გერმანელები ამერიკული მანქანების ყიდვისაგან იხსნა.
1500-ს 90 ცხ.ძ. სიმძავრე 150 კმ/სთ-მდე აჩქარებდა და 100 კმ/სთ-ს მისაღწევად მხოლოდ 16.8 წმ-ს მოითხოვდა. ეს ავტომატურად ხდიდა მას სპორტულ მოდელად. მასზე მოთხოვნა ფენომენალური იყო. ქარხანა დღეში 50 ეგზემპლიარს აწყობდა და სულ რაღაც 1 წლის შემდეგ ავტობანებზე 24 ათასი BMW 1500-ი დაქროდა.
BMW 1500-ს ფენომენალურმა მოთხოვნამ იმ დროისათვის სერიოზული დინამიური მახასიათებლები დაამკვიდრა.

დეპრესია

დეპრესია

ტერმინი დეპრესია შეიძლება გულისხმობდეს როგორც ემოციას, ასევე დიაგნოზს. ემოციასთან მიმართებაში, ეს ტერმინი ნიშნავს დამძიმებულ და სევდიან ხასიათს. ხოლო რაც შეეხება დიაგნოზს, აქ იგულისხმება სინდრომი, სადაც დეპრესია წარმოადგენს ერთ–ერთ სიმპტომს. ფსიქიატრიაში დიაგნოზი – დეპრესია გამოიყენება იმ მდგომარეობის აღსანიშნავად, რომლის დროსაც პაციენტი უჩივის ცუდ ხასიათს, აზროვნების და მოქმედების შენელებას და ბოდვითი ხასიათის თვითბრალდებებით. ეს არის აფექტური მოშლილობებიდან ერთ–ერთი, სახელწოდება კი იმიტომ არის ასეთი, რომ ფუჭდება ხასიათი.
ენდოგენური დეპრესია ზოგიერთი (არასპეციფიური) კონსტიტუციონალური დარღვევის შედეგია, ხოლო ეგზოგენური დეპრესია არის უკიდურესი პასუხი რაიმე სტრესულ მოვლენაზე (უსაფრთხოების გრძნობის დაკარგვა, გაყრა, ახლობელის სიკვდილი, იზოლაცია, ასაკობრივი ვალდებულებები). დეპრესიის დროს, პრაქტიკულად ყველა სფერო ჩათრეულია – ემოციური, ინტელექტუალური, ნებსითი თუ მოტივაციური, რაც პაციენტის ჩივილებში ვლინდება როგორც სუბიექტურად, ისე ობიექტურად – ქცევის შეცვლით. ხასიათის სტაბილური წახდენას თან ახლავს იმ ინტერესების დაკარგვაც, რაც ადრე მიმზიდველი, სიამოვნების და სიხარულის მომტანი იყო – გართობის სხვადასხვა ფორმა, ურთიერთობა, წიგნის კითხვა, ჰობი, პროფესიული საქმიანობა, სქესობრივი ცხოვრება და ა.შ. აქ არა მხოლოდ სიამოვნების გრძნობა იკარგება, არამედ მოტივაცია და სურვილიც დაკავდეს, რომელიმე ზემოაღნიშნული საქმიანობით, ხოლო დაინტერესება იცვლება გულგრილობით და გაღიზიანებით. დეპრესიის ყველა ტიპის დროს ასევე კნინდება პირველადი ბიოლოგიური მოტივაციებიც – ირღვევა ძილი, მადა, სექსუალური ფუნქციები. ამ დარღვევების ხარისხი განისაზღვრება დეპრესიული მდგომარეობის სიმიძიმით.
დეპრესიული სინდრომი სხვადასხვა ფუნქციონალურ სფეროში ვლინდება.
1. ფსიქიკური სიმპტომები: დათრგუნვა, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, აზროვნების შენელება, აპათია ან შინაგანი ღელვა, შიში, სევდიანი აზრები, გრძნობების დაკარგვა, შინაგანი სიცარიელე.
2. ფსიქომოტორული სიმპტომები: შებოჭილობა, ემოციების გამოხატვის დაქვეითება ან პირიქით ღელვა, მოუსვენრობა, კომპულსიური ნაკლებად ეფექტური მოქმედება და საქმიანობა.
3. ფსიქოსომატური სიმპტომები: სასიცოცხლო გრძნობების დარღვევა (ფიზიკური სისუსტე, მხნეობის არარსებობა).
4. ვეგეტატიური დარღვევები ვიწრო გაგებით: თავბრუსხვევა, გულის რიტმის დარღვევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა, სუნთქვის მოშლა.
5. ვეგეტატიური დარღვევები ფართო გაგებით: ძილის რეჟიმის დარღვევა, ტკივილის, მოჭერის, სიცივის შეგრძნება, მადის და წონის დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, იმპოტენცია.
სომატური ჩივილები და ფუნქციონალური სიმპტომები, როგორც თანმხლები მოვლენები ან დეპრესიული აშლილობის ექვივალენტები შეიძლება პირველ ადგილზე ისე ძლიერად გამოვლინდნენ, რომ ისინი მთელს კლინიკურ სურათში დომინირებენ. შესაბამისად ემოციური დარღვევა შეიძლება უკანა პლანზე გადავიდეს და დარჩეს შეუმჩნეველი. აი მაშინ შეიძლება უკვე ვისაუბროთ ფსიქოსომატური დაავადებების შესახებ.
ფსიქოსომატური დაავადებების დროს გამოსაყენებელი მეთოდები შეიძლება ორ ჯგუფად დავყოთ:
• ღრმად–ფსიქოლოგიური მეთოდები (ფსიქოანალიზი და ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპია, გეშტალტ–თერაპია, ფსიქოდრამა და სხვა);
• მეთოდები, რომლებიც ორიენტირებულია სიმპტომებზე და ქცევის მოდიფიკაციაზე (კოგნიტურ–ქცევითი თერაპია, ჰიპნოთერაპია). პრაქტიკაში შესაძლებელია მათი კომბინაცია. ღრმად–ფსიქოლოგიური მეთოდები მიზნად ისახავენ ფსიქოლოგიური კონფლიქტის გახსნას, რომელიც დგას ფსიქოსომატური სიმპტომების უკან, მთლიანად პიროვნების და გარემოსთან მისი ურთიერთობის გარდაქმნას.
სიმპტომების აღმოფხვრა არ წარმოადგენს ღრმა–ფსიქოლოგიური მეთოდების თერაპიის პირველ მიზანს – სიმპტომები სუსტდებიან და ქრებიან იმის მიხედვით, თუ რამდენად ცდებიან ისინი მიზანს. ღრმად–ფსიქოლოგიური მიდგომის გამოყენების აუცილებელი პირობა არის პაციენტის უნარი თვითრეფლექსიისაკენ და საკმარისი დროის არსებობა ფსიქოთერაპიის კურსის ჩასატარებლად.
ფსიქოსომატური დაავადებები როგორც დეპრესიის გამოვლენის ფორმები
ფროიდმა ბრეირთან ერთად დაამტკიცა, რომ "დაქვეითებულ ემოციას" და "ფსიქიკურ ტრავმას" შეუძლიათ გამოვლინდნენ "კონვერსიის" გზით სომატური სიმპტომით.
ემოციური რეაქცია, რომელიც გამოიხატება სევდის და მუდმივი მღელვარების, ნეიროვეგეტატიურ–ენდოკრინოლოგიური ცვლილებების და შიშის დამახასიათებელი შეგრძნებების ფორმაში, ფსიქოლოგიური და სომატური სფეროების დამაკავშირებელი რგოლია. შიშის შეგრძნების ბოლომდე განვითარების ხელის შესაშლელად საჭიროა დამცავი ფიზიოლოგიური მექანიზმები, მაგრამ ჩვეულებისამებრ ისინი მხოლოდ ამცირებენ და არა აღმოფხვრიან ამ ფიზიოლოგიურ მოვლენებს და მათ პათოგენურ მოქმედებას. ეს პროცესი შეიძლება განვიხილოთ, როგორც მუხრუჭი, ანუ მდგომარეობა, როდესაც განგაშის ან მტრული შეგრძებების ფსიქომოტორული და სიტყვიერი გამოვლინებები იბლოკება ისეთი სახით, რომ სტიმულის ის ნაკადი, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემიდან მოედინება, მიემართება სომატური სტრუქტურებისკენ ვეგეტატიური სისტემის საშუალებით, რის შედეგად სახეზეა პათოლოგიური ცვლილებები სხვადასხვა ორგანოთა სისტემაში. ემოციური განცდის დროს, რომელიც არ იბლოკება ფსიქოლოგიური დაცვით, არამედ სომატიზირებისას ვნებს მის შესაბამის ორგანოთა სისტემას, დაზიანების ფუნქციონალური ეტაპი გადაიზრდება სომატურ სისტემის დესტრუქციულ–მორფოლოგიურ ცვლილებებში და ხდება ფსიქოსომატური დაავადების გენერალიზაცია. ამგვარად, ფსიქიკური ფაქტორი ვლინდება როგორც ზიანის მომტანი.
ფსიქოსომატური ტანჯვის სიმძიმის ცენტრად ყოველთვის ის ორგანო გვევლინება, რომელიც ინდივიდის წარმოდგენაში უფრო დაუცველი და მნიშვნელოვანია ორგანიზმის ცხოველმოქმედებისათვის. "ორგანოს არჩევა" ადასტურებს დამცავ – შემწყობი მექანიზმების უპირატეს მიმართულებას, რომელიც სტრესულ სიტუაციებში დეზინტეგრაციის ზრდის შესაბამისად ზიანის მომტანია.
სასუნთქე ორგანოების დაავადებები (ბრონქიალური ასტმა, ჰიპერვენტილაციის სინდრომი)
ადამიანის ემოციონალურ მდგომარეობას როგორც სუნთქვის ხილული მაჩვენებლები (მისი სიხშირე და სიღრმე), ასევე ფილტვების ფიზიოლოგიური ფუნქციები (სისხლის ჟანბადით გაჯერება და ტუტე მჟავის ბალანსის უზრუნველყოფა). მარტივ აღგზნებაც სუნთქვის გახშირებას იწვევს, ხოლო დაბალანსებული, სასიამოვნო მდგომარეობა კი გვაძლევს ჩასუნთქვა და ამოსუნთქვის მშვიდ და ჰარმონიული რითმებს. თავზარის და მოულოდნელი ელდისას შესაძლებელია მოხდეს სუნთქვის მცირე დროით შეჩერება. აქედან გამომდინარე, სუნთქვა ეს არის არამარტო ფიზიოლოგიური ფუნქცია, რომელიც ხორციელდება და რეგულირდება ადამიანის მოთხოვნილებების მიერ. სუნთქვა არის საკუთარი "მე"–ს მდგომარეობის ფუნდამენტალური თვისება. ეს არის ინდივიდის და გარემოს შორის წონასწორობის მიღების და გაცვლის საშუალება. დედის ორგანიზმიდან ახალშობილის მოწყვეტისთანავე პირველ რიგში მან უნდა ისუნთქოს. პირველი ყვირილი – ეს არის დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი გამოვლენა. სუნთქვის გათანაბრება ავტონომიურ არსებაზე შეუწყვეტლივ აისახება ორგანიზმში.
სუნთქვა არის ასევე თვითგამოვლენის საშულება, ის ასახავს ემოციონალურ პროცესებს.
გულ–სისხლძარღვთა დაავადებები (ესენციალური ჰიპერტონია, გულის იშემური დაავადება, კარდიოფობური ნევროზი, გულის რითმის დარღვევები)
გული და სისხლძარღვები მონაწილეობას იღებენ ცხოველმოქმედების ყველა ასპექტში, თუმცა ნორმის დროს ადამიანი ამას ვერ აღიქვამს, რადგან გულის და სისხლძარღვების მოქმედება გამორიცხულია უშუალოდ ადამიანური აღქმიდან. და მხოლოდ გარკვეული უკიდურესი მდგომარეობის და დარღვევების დროს ხდება გულის აღქმა. ფსიქიკური სფერო ასევე განსაზღვრავს სისხლ–ძარღვთა ფუნქციებს როგორც სომატური. კავშირი გულის მოქმედებასა და ემოციების შორის ასახულია ბევრ ანდაზასა თუ გამოთქმაში. იმის მიუხედავად, რომ გულის მოქმედების ცვლილებები ვლინდება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შეგრძნებების დროს, პათოლოგიური დარღვევები გულ–სისხლძარღვთა სისტემაში დაკავშირებულნი არიან შიშთან, განრისხებასთან, გაბრაზებასთან და სხვა უარყოფით რეაქციებთან მაგალითად: მარტოობის, თავდასხმის შიში, რომელთა შედეგად, ჩნდება შეგრძნება, თითქოს გული იწყებს ფეთქვას ყელის და თავის არეში. ადრენალინის გამოყოფა, რომელიც ამ დროს ხდება იწვევს ძარღვების შევიწროებას, პულსის გახშირებას და მიოკარდის გაძლიერებას, რაც თავის მხვრივ იწვევს მოუსვენრობის და შიშის გრძნობას. ჩვეულებისამებრ გულს აკავშირებენ სიყვარულთან. ჩნდება შეკითხვა: რატომ იწვევს ზოგჯერ გულის დაავადებებს ურთირთობების გაწყვეტა, უახლოესი ადამიანის დაკარგვა. ზოგჯერ გული იქცევა ახლობელი ადამიანის სიმბოლოდ და მასზე ხდება ყველა იმ გრძნობის გადატანა, რომელიც, რაღაც მიზეზების გამო ღიად არ შეიძლება იყოს გამოხატული. ადამიანს ეშინია აჩვენოს სხვებს თავისი უკმაყოფილება. ქალი ვერ ბედავს უარი უთხრას საყვარელ ადამიანს და იმისათვის, რომ შეამციროს სევდა და აიცილოს დეპრესია, ტანჯავს საკუთარ გულს, მასზე გადააქვს თავისი გაღიზიანება.
კუჭ–ნაწლავთა დაავადებები (კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები, შეკრულობა. ემოციური დიარეა, წყლულოვანი კოლიტი)
აბსორბცია და გამოყოფა ეს არის კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ძირითადი ფუნქციები. მაგრამ მათი მოქმედებებით ისინი გარკვეულ დამოკიდებულებაში არიან ადამიანის გარე სამყაროსთან, სხვა ადამიანებთან, და გარეგან ცხოვრებისეულ სივრცესთან. ამოტომ ისეთი მოქმედებები როგორებიცაა– საკვების მიღება, ღეჭვა, ყლაპვა, გადამუშავება და ნარჩენების გამოყოფა მჭიდროდ შედიან ადამიანის გარემოსთან ურთიერთობის უფრო სუსტ დონეებზე. ეს პოულობს ასახვას ცნობილ რუსულ იდიომატურ გამოთქმებში: - "тебе не по зубам" (შენ ძალებს აღემატება), "его трудно раскусить" (მისი ჩაკბეჩა ძნელია), "аж слюнки потекли" (ნერწყვი მოადგა).
ახალშობილი თავისი ფუნქციონალურ–ფსიქოლოგიურ კუთხით მთლიანად წარმოადგენს პირის ღრუს. ეს არის მთავარი ინსტრუმენტი ახალშობილის და გარემოს შორის ურთიერთობებში. გამოკვება და დანაყრების გრძნობა შემდგომში, ბავშვის განვითარების და და შემდგომ პიროვნებად ჩამოყალიბების კვალდაკვალ, ემსახურება უკვე არამარტო დანაყრების შეგრძნების მიღწევას, არამედ ეს ასოცირდება ზრუნვის, უსაფრთხოების შეგრძნების, განცდას იმისა, რომ შენ სხვებს უყვარხარ. საჭმლის მიღება და დანაყრების პროცესი რჩება მთელი სიცოცხლის მანძილზე დაკმაყოფილების შემცვლელ საშუალებად, რომლის გამოყენება შესაძლებელია გულაცრუების ნებისმიერ მომენტში.
აღნიშნული შინაგანი კავშირი ადამიანის ფსიკიკური მდგომარეობასა და აბსორბცია – გამოყოფის პროცესს შორის იწვევს იმას, რომ ადამიანის ემოციური განწყობა საჭმლის მიღების დროს ზეგავლენას ახდენს მის შემდგომ მონელების პროცესზე. ასეთი განცდები, როგორიცაა აგრესია, შიში, სიფრთხილე, დეპრესია აყოვნებენ კუჭის ფუნქციებს, არღვევენ მოტორიკას და როგორც წესი იწვევენ ჯერ ფუნქციონალურ და შემდეგ კი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სტრუქტურის ცვლილებას.

Sunday, February 20, 2011

COSA NOSTRA


LA COSA NOSTRA მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ საიდუმლო ორგანიზაციად შეიძლება იქნეს აღიარებული

რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში მაფია უნივერსალურ ცნებად იქცა და სხვადასხვა კულტურების ყაიდაზე ადაპტირების პროცესი გაიარა, მაგრამ იტალიური მაფია, იგივე “კოზა ნოსტრა” (ჩვენი საქმე) მიუხედავად დიდი კონკურენციისა, მაინც ინარჩუნებს ამ “ინდუსტრიის” ლიდერის როლს. სწორედ ინდუსტრიის, რამეთუ მაფიამ დროთა განმავლობაში მსოფლიო მნიშვნელობის ფენომენად დამკვიდრება მოახერხა და დღესდღეობით, მილიონობით დოლარის შემომტანი წყაროა, რომლის დიდი ნაწილიც შოუ -ბიზნესთან არის დაკავშირებული და არა თავად მაფიის საქმიანობასთან ან წევრებთან. მიუხედავად იმისა, რომ მაფიის სამშობლო იტალია, კერძოდ კი სიცილიაა, აღნიშნული ფენომენის პოპულარიზაცია ძირითადად იტალიური წარმომავლობის ამერიკული მაფიის დამსახურებაა.
ამერიკული მაფიის ცენტრალური სტრუქტურა საკმაოდ მარტივია და მკვეთრად ვერტიკალური იერარქიულობა ახასიათებს, რომელიც შემდეგი მიმდევრობით არის ორგანიზებული:
Boss/ბოსი-ოჯახის უფროსი, რომელიც მეთაურის ფუნქციებს ასრულებს. ოჯახის წევრები ვალდებულნი არიან კრიმინალური საქმიანობით მიღებული შემოსავლის ნაწილი ბოსს ჩააბარონ ხოლო ბოსი, წევრების ხელშეუხებლობის გარანტია. ბოსი ირჩევა ოჯახის კაპიტნების(Capo) მიერ რის შემდეგაც, ბოსი საკუთარი ნებით ნიშნავს ბოსის თანაშემწეს(Underboss) და მრჩეველს(Consigliere).
Underboss/ბოსის თანაშემწე-ძირითადად დანიშნულია ბოსის მიერ და ითვლება მთავარ კაპიტნად რომელიც ყველა დანარჩენ კაპიტანს აკონტროლებს. ბოსის დაპატიმრების ან დაღუპვის შემთხვევაში, თანაშემწე ახალი ბოსის ყველაზე რეალური კანდიდატურაა.
Consigliere/მრჩეველი-ოჯახის კონსულტანტი რომელიც ხშირ შემთხვევაში ნდობით აღჭურვილი, კრიმინალურ საქმიანობას ჩამოშორებული პირია და ოჯახის ოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციებს ასრულებს სხვადასხვა ნაკლებად მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.
Captain/კაპიტანი-ოჯახის ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური. ოჯახში საშუალოდ ექვსიდან ცხრამდე მცირე დაჯგუფებაა, ხოლო თითო დაჯგუფება ოციდან ოცდაათამდე კაცისგან შედგება. კაპიტანი ძირითადად ბოსის თანაშემწის მიერ არის წარდგენილი და ბოსის მიერ არჩეული.
Soldier/ჯარისკაცი-ოჯახში ოფიციალურად გაწევრიანებული ყოფილი ასოცირებული პირი. იმისათვის რომ გარკვეული პირი გახდეს ოჯახის ჯარისკაცი საჭიროა, რომ მან ასოცირებული წევრობის სტადია გაიაროს და “უნარიანობა” დაამტკიცოს. ოჯახში ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში, ასოცირებული წევრის კანდიდატურები წარდგენილია ბოსისთვის, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ოჯახისთვის ახალი ჯარისკაცის შემატების თაობაზე.
Associate/ასოცირებული-აქვთ კავშირი ოჯახთან, მაგრამ არ არიან წევრები. ძირითადად უმნიშვნელო ფუნქციები აკისრიათ და ელემენტარულ დავალებებს ასრულებენ იმედით, რომ მომავალში გარჯა დაუფასდებათ და ოჯახის წევრები გახდებიან.
იტალიური წარმომავლობის ამერიკული მაფია 5 ოჯახად არის დაყოფილი, რომელთა ორგანიზების და თანამშრომლობის პრინციპების დანერგვის ინიციატივა, ლაკი ლუჩიანოს (სალვატორე ლუკანია) ეკუთვნის. 1930 წელს, 5 ოჯახს შორის გაუთავებელი კონფლიქტის შეჩერების და საერთო ძალისხმევით “უკეთესი მომავლის” შენების მიზნით, ლაკი ლუჩიანომ ჩამოაყალიბა ეგრეთ წოდებული “საბჭო” რომელიც საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა მომავალში და ქვემოთ მოცემულ ოჯახებს გაფართოვების საშუალება მისცა.
Bonano/ბონანო-ოჯახის სახელი დამკვიდრებული იქნა ჯო ბონანოს მმართველობის პერიოდში და შენარჩუნებულია დღევანდელ დღემდე. საყურადღებოა, რომ ჯო ბონანო ახალგაზრდა, 26 წლის ასაკში გახდა ოჯახის ბოსი და ამ მხრივ რეკორდის მფლობელია. საბჭოს ჩამოყალიბებამდე, ბონანოს ალიანსი ჰქონდა დადებული პროფაჩის ოჯახთან (მოგვიანებით კოლომბო) რის შედეგადაც დანარჩენი სამი ოჯახის აგრესიისგან დაცული იყო.
Colombo/კოლომბო-ოჯახს კოლომბო დაერქვა სამოციან წლებში როდესაც ბოსად არჩეული იქნა ჯო კოლომბო. 1961 წლამდე, კოლომბოს ოჯახი ცნობილი იყო პროფაჩის სახელწოდებით, რაც თავის მხრივ, ბოს ჯო პროფაჩის დამსახურებაა. მიუხედავად პროფაჩის წარმატებული კარიერისა, იგი არ სარგებლობდა პოპულარობით კოლეგებს შორის და პირველი რეალური შესაძლებლობისთანავე, მისი სახელი ჩამოშორებული იქნა ოჯახისგან.
Genovese/ჯენოვეზი-ოჯახის სახელი მოდის ბოს ვიტო ჯენოვეზისგან, რომელიც ორმოცდაათიან წლებში მართავდა ორგანიზაციას. საყურადღებოა, რომ ჯენოვეზის ოჯახი, აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ორგანიზაციად არის აღიარებული და პირდაპირ ასოცირდება ისეთ ფიგურასთან როგორიცაა ლაკი ლუჩიანო.
Gambino/გამბინო-ოჯახი საძირკველს იღებს ბრუკლინიდან და დაკავშირებულია უბრალო ნეოპოლიტანურ ბანდასთან პელეგრინო მორანოს ხელმძღვანელობით. აღნიშნული ბანდა, მოგვიანებით ჩამოყალიბდა ოჯახად და ფორმალური სახე მიიღო, ხოლო ორმოცდაათიანი წლებიდან, როდესაც ბოსი კარლო გამბინო გახდა, გამბინოს ოჯახად არის ცნობილი.
Lucchese/ლუკეიზი-ოჯახის პირველი ცნობილი ბოსი იყო ტომი რეინა, მაგრამ ოჯახის სახელი ასოცირდება ორმოცდაათიანი წლების ბოს, ტომი ლუკეიზისთან. აღნიშნული ოჯახი ძირითადად მანჰეტენზე მოღვაწეობდა და განსაკუთრებული სიფრთხილე ახასიათებდა, რითაც შეიძლება აიხსნასს მისი შემოსავლიანობა და ნაკლებად პრობლემატურობა.
როგორც ყველა საიდუმლო ორგანიზაციას, მაფიასაც აქვს გაწევრიანების რიტუალი რომელიც ოჯახთან ასოცირებული წევრის ჯარისკაცად მიღების დროს ტარდება. ახალი წევრი, მინიმუმ ოჯახის სამ წევრთან ერთად იკრიბება გასაიდუმლოებულ ადგილას. ოჯახის ყველაზე უფროსი წევრი, თითზე ჩხვლეტით გამოადენს სისხლს ახალ წევრს და აპკურებს რელიქვიურ სურათზე. ამის შემდეგ, აღნიშნული სურათი თავსდება ახალი წევრის ხელის გულზე, ეკიდება ცეცხლი და წვის პროცესში გადაწოდებულია ერთი წევრიდან მეორეზე, სანამ მთლიანად არ იქნება დაფერფლილი. ცეცხლის გადაწოდების პროცესში კი, დამსწრებნი ჩუმად იმეორებენ: “ისე დავიწვა როგორც ეს სურათი იწვის თუ ჩემს ფიცსა და ოჯახის ნდობას ვუღალატო”.

10 მცნება:

( Ten Commandments) — არაოფიციალური კოდექსი
პირველად ეს დოკუმენტი 2007 წლის 5 ნოემბერს აღმოაჩინეს სიცილიელი კოზა ნოსტრას წევრის სალვატორე ლო პიკოლოს დაპატიმრებისას., რომელმაც თავის მხრივ ნათლიმამა ბერნარდო პროვენაცისაგან მიიღო.
არავის არ შეუძლია წარუდგეს ვინმე ”ჩვენთაგანის ” მეგობრებს, თუ არ იქნა წარდგენილი ვინმეს მიერ
არასოდეს არ შეხედოთ მეგობრების ცოლებს
დაუშვებელია შემჩნევა პოლიციელების გარემოში
არ იაროთ კლუბებში და ბარებში
თქვენი ვალია ყოველთვის კოზა ნოსტრას განკარგულებაში ყოფნა
დროულად გამოცხადდით დანიშნულ შეხვედრებზე
პატივი უნდა სცეთ ცოლებს
თუ გთხოვენ ნებისმიერ ინფორმაციას, უნდა უპასუხოთ გულახდილად
დაუშვებელია ორგანიზაციის სხვა წევრების ფულის მითვისება.

ესეც ოჯახები:

იტალიური:
კოზა ნოსტრა-სიცილია
კამმორა-კამპანია
ნდპანგეტა-კალაბრია
საკრა კორონა უნიტა – აპულია
სტიდდა – სიცილია
ამერიკული კოზა ნოსტრა:
5 ოჯახი
გამბინო, ბონანო, ჯენოვეზე, კოლომბო. ლუკკეზე.
ასევე საინტერესოა

იაკუძა- იაპონიაში
ტრიადა- ჩინეთში
ნარკოს -კოლუმბიაში და სხვ

რამოდენიმე სახალისო ფაქტი

იტალიელმა ავტორმა ავგუსტო კავადიმ ტურისტებისთვის გამოსცა წიგნი, რომელშიც სიცილიური მაფიისა და მისი წეს-ჩვეულებების შესახებაა მოთხრობილი. კავადი პასუხებს სცემს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს და ერთგვარად აქარწცენზურაბს “კოზა ნოსტრას” შესახებ არსებულ მითებს.
წიგნს, რომელიც 55 გვერდისგან შედგება, “მაფია ტურისტებისთვის” ეწოდება. იგი ხუთ ენაზე-იაპონურად, გერმანულად, ინგლისურად, ესპანურად და ფრანგულადაა გამოცემული. გზამკვლევში მოთხრობილია, თუ რამდენად საშიშია სიცილიის ქუჩები და როგორ შეიძლება ამოვიცნოთ მაფიოზები გარეგნული იერით. ამას გარდა, ავტორი პასუხობს ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს, მაგალითად: მართალია, თუ არა, რომ “კოზა ნოსტრას” წევრები ქალებს, ბავშვებსა და საეკლესიო პირებს არ კლავენ.
გზამკვლევში ტურისტები ასევე ნახავენ იმ წიგნებისა და ფილმების სიას, რომლებიც მაფიის თემატიკას ეხება. მისი ღირებულება 4,5 ევროს შეადგენს.

ცერა თითი მაფიის სიმბოლო

იაპონელი პლასტიკური ქირურგები აქტიურად ეხმარებიან “განგსტერებს” საზოგადოებაში ინტეგრირებაში. იაპონელი “იაკუძები” ხშირად იჭრიან ნეკა თითს, მაგალითად, ბოსისთვის მადლიერების ნიშნად. მოჭრილი თითი იაპონიაში დიდი ხანია მაფიასთან ასოცირდება. მარია ნიინო, რომელიც ტოკიოში ერთ-ერთი კლინიკის მფლობელია, ამზადებს სილიკონის თითებს იმ “იაკუძებისთვის”, რომლებიც წარსულთან კავშირის გაწყვეტას აპირებენ და ამისთვის ნეკა თითის მოჭრის რიტუალს ასრულებენ. ხელოვნური თითების ბუნებრივისგან გარჩევა ძნელია. კლინიკას თავად პოლიციელებიც მიმართავენ. კლინიკის არსებობის განმავლობაში მას 450-მა განგსტერმა მიაკითხა.
ანალოგიური კლინიკა ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ-ჯერსში 1991 წელს შეიქმნა. იატაკქვეშა კლუბი ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ იმავე წელს აღმოაჩინა. გაირკვა, რომ კლუბის წევრთა რაოდენობა ათასს აღემატებოდა. ყველა მათგანი მკვლელი და ქურდი იყო.
გარეგნობა- ისტორიულად “კრიმინალურ მოდას” ქმნიდნენ ცნობილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები “შავი ვირთხები.” მოგვიანებით, “ვირთხების” საქმიანობა სიცილიურმა “კოზა-ნოსტრამ”, ნეაპოლიტანური “კამორამ” და კალაბრიულმა “ნდრაგეტამ” გააგრძელა. დღეს, დამნაშავისთვის გარეგნობის შეცვლის საკითხი მიღებული და აქტუალურია.
ბერნარდო პროვენცანოს მაგალითი, რომელიც რამდენიმე პლასტიკური ოპერაციის ჩატარების შემდეგ სამართალდამცველებს 46 წლის განმავლობაში წარმატებით ემალებოდა
სიკვდილი “დუმილის დაარღვევისთვის”
2005 წლის სექტემბერში მოსკოვის ცენტრში მოკლეს ცნობილი პლასტიკური ქირურგი ევგენი ლაპუტინი.

ალ კაპონე

ალ 
კაპონე


ალფონს ფიორელო კაპონის ყველა ალ კაპონეს სახელით იცნობს. როგორც თვითონ ამბობდა, იგი დაბადებულია 1899 წელს ნეაპოლში, ქალაქ კასტელამაროში. 1909 წელს კაპონის ოჯახი, როგორც ბევრი სხვა იტალიური ოჯახი, ბედის საძებრად ნიუ-იორკში გაემგზავრა. უფროსი შვილი რიშარი (რიჩარდი) პოლიციელი გახდა. მისი ძმა ალფონსო (ალ კაპონე) საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. მაგრამ გზის დასაწყისი სრულიად უწყინარი იყო - ყასბის თანაშემწე ბრუკლინში. მალე ის კრიმინალურმა სამყარომ ჩაითრია.
თავიდან იგი ”დამხმარე ბიჭად” იყო ერთ-ერთ ადგილობრივ ბანდაში, რომელსაც თვითონვე მიეკედლა, მაგრამ მისი ”ნიჭი” მალე შეამჩნიეს და კვალიფიკაცია შეუცვალეს. ის პროფესიონალი მკვლელი გახდა. მისი პირველი ”საქმე” იყო დაუმორჩილებელი ჩინელის მკვლელობა, რომელიც თავისი პატარა რესტორნის შემოსავლიდან ბანდას წილს არ უხდიდა.
ქვეყანაში გაჩაღდა ბრძოლა ”სიცილიური კავშირის” პრეზიდენტის პოსტისთვის. ფრენკ აიელომ მოკლა დიდი ჯიმ კოლსიმო, რათა მის ადგილას დაესვა ჯონი ტორიო. ფრენკ აიელომ და ჯონი ტორიომ 1920-იან წლებში, კაპონე ჩიკაგოში მიიპატიჟეს. მას უკვე ჰქონდა გავლილი ბარმენად და მცველად მუშაობის ეტაპები და მიიღო სახელი ალ ბრაუნი, რის შემდეგაც ტორიოს თანაშემწე გახდა. ის მისდევდა ბუტლეგერობას, ანუ ალკოჰოლით უკანონო ვაჭრობას ”მშრალი კანონის” მოქმედების პერიოდში. იმავდროულად ალ კაპონემ შექმნა თავდაცვის საიმედო შეიარაღებული რაზმი.
საინტერესოა ერთი ფაქტი: ბარის დაცვაში მყოფმა კაპონემ ერთხელ, ერთი ქალბატონის მისამართით ისეთი ფრაზა წარმოთქვა, რომ ნებისმიერი მეძავი სირცხვილით გაწითლდებოდა და ატირდებოდა. ქალის თანხმლები კაცი მივარდა კაპონეს და მთელი სახე დანით დაუსერა. ამის შემდეგ მას ექვსსანტიმეტრიანი ვერტიკალური ნაჭრილობევი სახის მარჯვენა მხარეს და ირიბი ნაჭრილობევი კისერზე, მარცხენა ყურის ქვეშ შერჩა. ამის გამო შეემატა მეტსახელი ”სკარფასი”, რაც ”ნაიარევს” ნიშნავს. იგი ვერ იტანდა ამ მეტსახელს. ერთადერთი მეტსახელი, რომელიც მას მოსწონდა, იყო ”პეწენიკა”.
ამ კარგად მოქმედი მექანიზმისთვის ნიადაგი შეიქმნა 1929 წელს, ალ კაპონეს მიერ ატლანტიკ-სიტიში ორგანიზებულ მაფიის ლიდერების შეხვედრაზე, რომელსაც კაპონეს გარდა ესწრებოდნენ ლაკი ლუჩიანო, ჯო ტორიო, დაქ შულცი. შემუშავებული იქნა დანაშაულებრივი სინდიკატის საიდუმლო კოდექსი, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო სხვადასხვა ბანდებს შორის ურთიერთობების გარკვევა.

ალ 
კაპონე

თითოეული ბანდის მეთაურს უფლება ჰქონდა თავისი ხალხის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი გადაეჭრა დადგენილი კომპეტეციის ფარგლებში. მისდამი დაქვემდებარებული ბანდის ფარგლებს გარეთ მას უფლება არ ჰქონდა მსგავსი საკითხის გადაჭრისა, თუნდაც ეს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შეხებოდა. გადასაჭრელი საკითხი განსახილველად, აუცილებლად უნდა გაეტანა დანაშაულებრივი სინდიკატის უმაღლეს საბჭოზე, რომელიც ყველაზე გავლენიანი ლიდერებისგან შედგებოდა და ევალებოდა წესრიგის დაცვა, ყველა საკამათო საკითხის გადაწყვეტა და გადამჭრელი ზომების მიღება მასშტაბური სისხლისმღვრელი მოქმედების წინააღმდეგ, აგრეთვე სხვა ისეთი ქმედებების აღსაკვეთად, რაც ზიანს მიაყენებდა სინდიკატს.
უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებებს ხმის უმრავლესობით იღებს თავისებური სასამართლო პროცესის შემდეგ, სადაც ბრალდებულს, რომელიც, როგორც წესი, არ ესწრებოდა, მხოლოდ არეოპაგის ერთი წევრი იცავდა, მაგრამ გასამართლებელი დასკვნის გამოტანა იშვიათად ხდებოდა. საბჭო ძირითადად სასჯელის ერთი ზომის - სიკვდილის მომხმრე იყო.
განაჩენის სისრულეში მოყვანა ევალებოდა ”მკვლელთა კორპორაციას”. ჯალათებს წარადგენდნენ აშშ-ს რეგიონალური ბანდები. უმეტეს ნდობას იმსახურებდა ხალხი ”ბრუკლინის საბჭოს” ბანდიდან.
ჩიკაგოს მაფიის ლიდერი რომ გახდა, ალ კაპონემ ზედიზედ გასცა თავისი რეალური და პოტენციური მტრების ლიკვიდაციის რამდენიმე ბრძანება. საკუთარი უსაფრთხოებისთვის მან დაუკვეთა ”კადილაკი”, რომელიც 3,5 ტონას იწონიდა. მანქანა აღჭურვილი იყო სქელი ჯავშნით, ტყვიაგაუმტარი შუშებით, უკანა შუშა კი იხსნებოდა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მდევრებისთვის სროლის ატეხა.
ალ კაპონემ ომი გამოუცხადა თავის ყოფილ კეთილისმსურველებსაც - ფრენკ აიელოს და მის ძმებს. აიელოს ოჯახს ექვემდებარებოდა დაქირავებული მკვლელების მთელი არმია, მაგრამ ამ ბრძოლაში ალ კაპონეს ”ბიჭებმა” იმარჯვეს. მოკლეს ფრენკ აიელო, მისი ძმები და ძმისშვილები. კლანის ცოცხლად დარჩენილმა წევრებმა დაიქირავეს სახელგანთქმული პროფესიონალი, 22 წლის ჯუზეპე ჯანატა, მეტსახელად გომბეშო და ალ კაპონეს გარემოცვიდან მოისყიდეს ორი კაცი - ალბერტო ანსელმი და ჯონ სკალიზე. ეს ტრიო უეჭველად შეასრულებდა ჩანაფიქრს, რომ არა ეჭვიანი კაპონეს განსაკუთრებული სიფრთხილე. იგი მოელაპარაკა თავის ერთ-ერთ უერთგულეს თანაშემწეს, ფრენკ რიოს და ყველას თანდასწრებით მაგრად სცემა იგი. ჯანატა მეორე დღესვე მივიდა რიოსთან და შურისძიებაში დახმარება შესთავაზა. რიო დიდხანს ევაჭრებოდა, თუ რა თანხის ფასად უნდა შეერთებოდა ზემოთხსენებულ ტრიოს, შემდეგ მივიდა და ყველაფერი შეფს ჩაუკარკლა.

ალ კაპონე

გააფთრებულმა კაპონემ თავისი სქელი, ბეჭდიანი თითებით ნამცეცებად აქცია სიგარა, თუმცა, რა თქმა უნდა, ამით არ დაკმაყოფილებულა. მან მოაწყო დიდი სიცილიური სადილი და სამივე შეთქმული საპატიო სტუმრად მიიწვია. სადილი შედგა განსაკუთრებით პრესტიჟულ და ძვირადღირებულ რესტორანში ”ლაბერჟ დე გამონდ”. სტუმრები ვეღარ სუნთქავდნენ მირთმეული დელიკატესებისა და საუკეთესო ღვინისაგან. ისმოდა სიცილიური სიმღერები. შუაღამისას კაპონემ კიდევ ერთხელ აწია ჭიქა და წარმოთქვა ”თავისი სამი მეგობრის” განსაკუთრებული სადღეგრძელო, მაგრამ შესმის მაგივრად ღვინო სახეში შეასხა მათ, ჭიქა დაამსხვრია და დაიღრიალა: ”უნამუსოებო, მე თქვენ გაჩვენებთ, როგორ უნდა ღალატი. აქვე გარწყევინებთ, რაც ჩახეთქეთ!” ფრენკ რიომ და ჯეკ მაკჰორნმა განწირულები თოკებით მიაბეს სკამებზე და იარაღი მიუშვირეს. ალ კაპონემ კი ბეისბოლის ბიტას დასტაცა ხელი და მხეცურად გაუჩეჩქვა მათ თავები. რაც უფრო მეტ სისხლს ხედავდა და მეტი კვნესა და მოთქმა ესმოდა, მით უფრო გააფთრებით იქნევდა ჯოხს, ტუჩებზე დუჟიც მოადგა.
კაპონეს ბრძანებით მოხდა ცნობილი ხოცვა -ჟლეტა წმ. ვალენტინის დღეს. 1929 წლის იანვარში, კაპონეს მოწინააღმდეგე დაჯგუფების, ბაგს მორანის ბანდის ხალხმა (ნამდვილი სახელი ჯორჯ მილერი), მოიპარეს კაპონეს კუთვნილი სატვირთო მანქანები და ააფეთქეს რამდენიმე ბარი. თავდასხმას ძლივს გადაურჩა მისი ერთგული მებრძოლი - ჯეკ მაკჰორნი.
1929 წლის 14 თებერვალს, კაპონეს დავალებით, მორანის დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მოპარულია სპირტიანი სასმელებით სავსე სატვირთო მანქანა. მორანიმ ბრძანა მანქანის მიყვანა გარაჟში, თვითონ კი მისვლა დააგვიანა, რამაც სიცოცხლე შეუნარჩუნა. დანიშნულ დროს ტვირთის მისაღებად მისულ მორანის შვიდ განგსტერს თავს დაესხა პოლიციის ფორმაში გადაცმული კაპონეს ”4 მებრძოლი” და ავტომატებით დაცხრილა. თვითონ კაპონეს, რა თქმა უნდა, იმ დღესვე მტკიცე ალიბი ჰქონდა.

ალ 
კაპონე

იმპერია, რომელსაც კაპონე განაგებდა, წელიწადში 60 მილიონი დოლარი შემოსავალი მოჰქონდა, მაგრამ მაფიის ლიდერი ბევრს ხარჯავდა. მარტო დოღზე იგი წელიწადში დაახლოებით მილიონს აგებდა. მის სახლებს ფლორიდასა და ჩიკაგოში დღედაღამ შეიარაღებული დაცვა ყარაულობდა, ფეხდაფეხ ასევე შეიარაღებული დაცვა დაჰყვებოდა. მას თავისი საიდუმლო შესასვლელი ჰქონდა ჩიკაგოს ოტელებში - ჯერ შედარებით მოკრძალებულ ”მეტროპოლში”, სადაც 50 ოთახი მარტო მისი ამალისთვის იყო დაჯავშნული, შემდეგ ფუფუნებით აღსავსე ”ლექსინგტონში”. ალ კაპონეს ირლანდიელი ცოლი ჰყავდა, სახელად მია, რომელიც სიყმაწვილეში შეირთო და ცოტა ხანში საპატიო გადასახლებაში გაამწესა. მას ყოველთვის ახლდნენ თან საყვარლები, რომლებსაც თვითონ ირჩევდა მისადმი დაქვემდებარებული ბორდელებიდან.
ეკონომიკური კრიზისის წლებში, საზოგადოებაში პოპულარობის მოსახვეჭად, ალ კაპონემ პირველმა გახსნა უოლ-სტრიტზე უფასო სასადილოები უმუშევრებისთვის. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი პრესის მოსყიდვას. მისი კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში იყო ”ჩიკაგო ტრიბუნის” რეპორტიორი ჯეკ ლინგლი, რომელიც ყოველ კვირაში ”აცხობდა” ალ კაპონეს სადიდებელ სტატიებს.
ალ კაპონეს ”მეფობის” 14 წლის განმავლობაში ჩიკაგოში მოხდა 700 დაკვეთილი მკვლელობა, მათგან 400 - უშუალოდ მის მიერ იყო ნაბრძანები. 17 პროფესიონალ მკვლელს სასამართლომ ოფიციალურად წარუდგინა ბრალდება, მაგრამ განგსტერების დაპატიმრება და ციხეში გაგზავნის შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო.
1930-იან წლებში გამოძიების ფედერალურ ბიუროს სათავეში ჩაუდგა ედგარ გუვერი. მან შეიმუშავა მაფიასთან ბრძოლის ახალი მეთოდები. რადგან დადანაშაულება მაფიოზების მკვლელობაში თითქმის შეუძლებელი გახდა, მათ ციხეში უფრო მცირე დანაშაულისთვის გზავნიდნენ. 1929 წელს ალ კაპონეს იარაღის ტარებისთვის ათი თვე მიუსაჯეს. ციხეში ის თავისუფად იღებდა მნახველებს, ლაპარაკობდა ტელეფონით და განაგრძობდა ”იმპერიის” ხელმძღვანელობას.
მეორედ ”ჩიკაგოს მეფეს” გადასახადების გადაუხდელობის ბრალდება წაუყენეს. კაპონემ მოისყიდა თორმეტივე ნაფიცი მსაჯული, მაგრამ სასამართლოს დანიშნულ დღეს მსაჯულები შეცვალეს. 1931 წლის 22 ოქტომბერს კაპონეს მიესაჯა დიდი ფულადი ჯარიმა და 11 წლით პატიმრობა.
ადგილობრივ ციხეში ყოფნისას ალ კაპონე კვლავ შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა, მაგრამ მალე იგი გადაიყვანეს ახლადაშენებულ ალკატრასის ციხეში, სადაც სრულ იზოლაციაში, ჩვეულებრივი ტუსაღის დონეზე იმყოფებოდა. იგი დამლაგებლად მუშაობდა და დაცინვებს იტანდა, ერთხელ კი ვიღაცამ ზურგში მაკრატლით ჭრილობა მიაყენა.

ალ 
კაპონე

ალ კაპონეს დაეწყო მეხსიერების დაქვეითება და ჯანმრთელობის საერთო გაუარესება. მას პროგრესირებადი სიფილისი დაუდგინეს და 1939 წელს, ნახევრად დამბლადაცემული, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან ფლორიდაში, თავის სახლში გაატარა. უკურნებელი სენი, ათაშანგი თანდათან მოერია მთელ ორგანიზმს და 47 წლის კაპონე 80 წლის ბერიკაცს ჰგავდა. სიკვდილამდე, როგორც ნამდვილმა კათოლიკემ, მოასწრო აღსარების თქმა, თუმცა არავინ იცის, მოინანია თუ არა მისი ბრძანებით ან უშუალოდ მის მიერ ჩადენილი მკვლელობები? ის გარდაიცვალა 1947 წლის 25 იანვარს. დაკრძალული იყო მონტ-ოლივეცის სასაფლაოზე ჩიკაგოში, მაგრამ მის საფლავს იმდენი ტურისტი მიაწყდა, რომ ოჯახმა ნეშტი სხვაგან გადაასვენა

ტოპ 10 ამოუხსნელი ფენომენი

ტოპ 10 
ამოუხსნელი ფენომენი

1. უცნაური ხმები (The Taos Hum)

New Mexico-ს ერთ პატარა ქალაქში სახელად - Taos - არსებობს უამრავი ფაქტი და მოსახლეობის ინფორმაცია, რომ მათ უდაბნოდან ესმით ხოლმე დაბალ სიხშირეზე მომავალი ხმები. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს რაღაც უცნაური აკუსტიკაა. ზოგიერთი ფიქრობს რომ ეს უბრალოდ წყევლაა. მიუხედავად ამისა თუ გარკვეულ პერიოდს დაყოფთ ამ ქალაქში თქვენც შეიძლება გაიგონოთ ეს უცნაური ხმები. მიუხედავად ყველაფრისა დღეისთვის მაინც ყველსათვის დაუდგენელია ამ ხმების წარმოშობა და მეცნიერები უძლურები არიან.


2. თოვლის კაცები, დიდი ადამიანები, ამოუცნობი არსებები (Bigfoot)

ტყეებში სალაშქროდ გასულებს რამდენჯერ გინახიათ უცნაური ზომის ნაკვალევი, ან რამდენი კბილი და ძვალია ნაპონი, რომელიც არცერთ ცხოველს არ მიესადაგება. მიუხედავად იმისა რომ არსებობს ეჭვი ტყეში მცხოვრები ადამიანის მსგავსი არსებების შესახებ, არასდროს ისინი არ დაუჭერიათ, არცერთის გარდაცვილი ნეშტი არ გვინახია, არასდროს მანქანას არ გაუტანია, არც ერთი მათგანი არც მონადირებს მოუკლიათ. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს პირადად არ გვინახია ასეთი რამ ,მაგრამ გვინახავს მისტერიული ფოტოები და ფილმები, მეცნიერები მაინც ვერ უარყოფენ რომ არ არსებობს Bigfoot-ის ან ჩრდილო ამერიკის Loch Ness Monster-ის ნაირი არსებები.


3. ინტუიცია (Intuition)

ინტუიცია ანუ მეექვსე გრძნობა როგორც მას მეორენაირად ეძახიან. არ არსებობს ადამიანი რომელსაც ინტუიცია ერთხელ მაინც არ შეეგრძნო, გამოეცადა საკუთარ თავზე. რამდენჯერ გქონიათ ინტუიცია, როდესაც თქვენი თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში ხვდება, რომ დაიღუპებით? ანუ ამით მინდა ხაზი გაუსვა, რომ ხშირად ეს მეექვსე გრძნობა, რომელიც ითვლება ადამიანის დამხმარედ ხანდახან ცდება. მიუხედავად ამისა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ინტუიცია უმეტეს წილად მართალია. ფსიქოლოგების აზრით ადამიანი თავისდა უნებლიედ აგროვებს ინფორმაციას მის გარშემო, შემდეგ ეს ინფორმაცია შეიძლება გადაიზარდოს ისეთ გრძნობაში, რომ თითქოს ჩვენ ვიცით რაღაცა ინფორმაცია, რომელიც წესით ჩვენ არ უნდა ვიცოდეთ, რადგან არასდროს ის არ გვისწავლია ან არ ვიცით ასე იქნება თუ არა. ან უბრალოდ რატომ ვიცით იგი? ინტუიციის რეალურად შესწავლა ძალიან ძნელია და ფაქტიურად შეუძლებელია მეცნიერებისთვის პასუხი შეიძლება ვეძიოთ ადამიანის ფსიქოლოგიაში.

ტოპ 10 
ამოუხსნელი ფენომენი

4. ადამიანების გაუჩინარება - Mysterious Disappearances

მსოფლიოში უამრავი შემთხვევა არსებობს, როდესაც ადამიანები უბრალოდ ქრებიან. ზოგს იტაცებენ, ზოგი ავარიისას ქრება. არიან ისეთებიც, რომლებსაც მოულოდნელად პოულობენ კიდეც. მაგრამ ყოფილა უამრავი შემთხვევა, როდესაც უბრალოდ ვერ გაურკვევიათ რა მოხდა და სად გაქრა ადამიანი როდესაც არანაირი ფაქტი, ან არანაირი სამხილი არ დარჩენილა გაუჩინარების ადგილას.


5. მოჩვენებები - Ghosts

უამრავი ადამიანი ამბობს, რომ მან დაინახა ის რაც არ უნდა დაენახა. დაინახა რაღაცა, რომელიც სხვებმა ვერ დაინახეს. ბევრ ადამიანს მოჩვენებებთან საუბარიც კი ჰქონია, ბევრი შეხებია კიდეც მოჩვენებებს, ეს სისულელე არაა ეს უკვე ფაქტია უამრავი სურათი არსებობს, რომელზეც ჩანს უცნაური ობიექტები, რომლებიც სურათის გადაღების მომენტში იქ არ ყოფილა. ბევრი ადამიანი კი უბრალოდ ტრაგიკულად დაკარგულ შეყვარებულს ან ოჯახის წევრს ხედავს. მოჩვენებებს თავისი მკვლევარები ჰყავთ (Ghost investigators ), რომლებიც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ გარდაცვლილ ადამიანს შეუძლია კავშირი დაამყაროს ცოცხალ ადამიანთან და ამით ბოლო მოუღონ ამ ამოუცნობი ფენომენის არსებობას.

ტოპ 10 
ამოუხსნელი ფენომენი

6. მე ეს უკვე ნანახი მაქვს.. - Deja vu

"Deja vu" - ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს "მე ეს უკვე ნანახი მაქვს". ადამიანები ამ სიტყვას ვაიგივებთ განსხვავებულ, ამოუცნობ და მისტერიულ გრძნობასთან, რომელიც გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ჩვენ მოვლენები რომლებსაც ახლა ვხედავთ, უკვე ნანახი გვაქვს. მაგალითად : ქალი რომელიც დადის შენობაში, დავუშვათ სხვა ქვეყანაში, რომელშიც პირველად ჩავიდა, მაგრამ ის გრძნობს, რომ ეს ადგილი მისთვის ძალიან ინტიმურია და ახლობელი. ზოგიერთი ადამიანი ამ ფაქტს მიაწერს "წინა ცხოვრები-ს" ვერსიას ანუ დავუშვათ ადამიანს ჰქონდა წინა ცხოვრება (სხვა სიცოცხლე) რომელშიც ეს ადგილი მისთვის დაუვიწყარი დარჩა. ადამიანის ფსიქოლოგიაში ეს ფენომენი უფრო ნატურალისტიკურად არის ახსნილი და მას "ინტუიციას" მიაწერენ, მაგრამ არც ეს ახსნა არის სრულყოფილი და ეს მოვლენა ამოუცნობ ფენომენად რჩება.

ტოპ 10 ამოუხსნელი ფენომენი

7. ამოუცნობი მფრინავი ობიექტები - უცხოპლანეტელები (UFOs-Unidentified Flying Objects) (P.S.ამაზე თემაც მაქ გამოქვეყნებული)

დღეისათვის უმეტესობა ადამიანებისთვის ეჭვს აღარ იწვევს ფაქტი, რომ არსებობენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, უამრავ ადამიანს მთელ მსოფლიოში პირადად ჰყავს დანახული მფრინავი ობიექტი, რომელიც არანაირ დედამიწისებურ მფრინავ საშუალებას არ ჰგავდა, მათ უმეტესობას ასეთი მფრინავი ობიექტები კამერებზეც კი ჰყავთ დაფიქსირებული... მაგრამ ამით არ მტკიცდება, რომ ეს მფრინავი ობიექტები აუცილებლად უცხოპლანეტელების არის. მეცნიერების დღევანდელი შედეგებით დედამიწამდე, რომ მოაღწიოს ნებისმიერმა ობიექტმა ამისთვის უზარმაზარად დიდი დისტანციის დაფარვაა საჭირო და რადგანაც ჩვენ არ გვაქ შესაძლებლობები გავაღწიოთ ჩვენი გალაკტიკიდან ვთვლით, რომ არც სხვებს ექნებათ რაიმე შესაძლებლობები მოვიდნენ ჩვენთან, ამ აზრზს ბევრი ეთანხმება და ამ მიზეზის გამო არ სჯერათ UFO-ების.

ტოპ 10 
ამოუხსნელი ფენომენი

8. სიცოცხლის ბოლო წუთები და ცხოვრება სიკვდილის შემდეგ (Near-Death Experiences and Life After Death)

ადამიანები, რომლებმაც სიკვდილს თვალებში ჩახედეს (კლინიკური სიკვდილ განცდილი ადამიანები) ხანდახან იტყობინებიან ხოლმე მისტიკური მოვლენების შესახებ, რომლებიც მათ დაინახეს, როდესაც მათმა სულმა სხეული დატოვა. მაგალითად - სიარული გვირაბში რომლის ბოლოსაც სინათლე მოსჩანს, ან შეხვედრა - შეერთება მის საყვარელ ადამიანთან. ანდაც სიმშვიდის აუღწერელი შეგრძნება. ამ ყველაფერმა ადამიანს გაუჩინა დიდი ინტერესი თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ, მაგრამ ამის გაგება მეცნიერებისთვის ალბათ ყოველთვის გაუგებარი იქნებაა - გასაგები მიზეზების გამო. მიუხედავად ამ უცნაური ინფორმაციებისა, რომლებსაც სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანები გვატყობინებენ, ამ ინფორმაციას არანაირი ძალა არ აქვს რადგანაც ექიმების აზრით ასეთი რამ შეიძლება მათ მართლაც ნახონ, მაგრამ ეს ყველაფერი შეიძლება უბრალოდ პოსტტრამვულმა შოკმა გამოიწვიოს ან უბრალოდ შეგვძილია მათ ჰალუცინაციებსაც მივაწეროთ.

ტოპ 10 ამოუხსნელი ფენომენი

9. ადამიანის ფსიქიკა და ექსტრა სენსორული აღქმის უნარები (Psychic powers and extra-sensory perception (ESP))

ეს აუხსნელი ფენომენი რასაც ფსიქიკის ძალა ჰქვია ამ რეიტინგში ყოფნას მხოლოდ იმის გამოც კი იმსახურებს, რომ მსოფლიოს ათასობით ადამიანი განიცდის ასეთ ფენომენებს საკუთარ თავზე. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ინტუიცია (ჩვენი სიით #3) ასევე არის ფსიქიკის ნაწილი. მეცნიერები ცდილობენ გამოიკვლიონ ადამიანები რომლებთან აქვთ ფსიქიური ძალები, მაგრამ ამ კვლევების შედეგები უიმედოა და არაფრის მომცემი. ამის გამო ზოგიერთი მეცნიერი სკეპტიკურად თვლის, რომ ადამიანის ამოუცნობი ძალების კვლევა შეუძლებელია.

ტოპ 10 
ამოუხსნელი ფენომენი

10. სხეულისა და ტვინის კავშირი ერთმანეთთან. (The Body/Mind Connection)

სამედიცინო მეცნიერებისთვის ჯერ კიდევ აუხსნელია ადამიანის სხეულისა და ტვინის კავშირი ერთმანეთთან და გონების ზეგავლენა სხეულზე. პლასებოს ეფექტი (placebo effect) ნათლად გვიჩვენებს ადამიანის გონების უნიკალურ შესაძლებლობებს ანუ იმას, თუ როგორ შეუძლია ადამიანს ყოველგვარი სამედიცინო დახმარების მიღების გარეშე უმკურნალოს საკუთარ თავს. თვითმკურნალობის ეს მეთოდი (დაჯერების მეთოდი) მსოფლიო თანამედროვე მედიცინას სრულად ჩრდილავს (ეს კინოსერიალ ექიმ ჰაუსშაცაა წარმოდგენილი), მიუხედავად ყველაფრისა მსოფლიო მედიცინა უძლურია მოაქციოს ეს მოვლენა რაიმე მეცნიერულ კანონში.

ტოპ 10 ამოუხსნელი ფენომენი

დედამიწის დაღუპვის განრიგი

დედამიწის 
დაღუპვის განრიგი

ჩვენი პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობა დღეს ისეთი მძიმეა, როგორიც არასოდეს ყოფილა. საერთაშორისო კომისიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, დედამიწის კლიმატის ცვლილებაში ადამიანების წვლილი 90 პროცენტს შეადგენს. ყველა ბუნებრივი ცვლილება სწორედ ადამიანის მოქმედებითაა გამოწვეული.

მრავალი მეცნიერი ამბობს, რომ მომავალში ტემპერატურა შესაძლოა 2–დან 11 გრადუსამდე გაიზარდოს, ხოლო ზღვის დონე ნახევარ მეტრზე მაღლა აიწევს. ასევე გამოითქმება ვარაუდი, რომ დედამიწის ბრუნვის სიჩქარე საკუთარი ღერძის გარშემო შეიცვლება.

და ეს ყველაფერი არ არის. არცთუ სახარბიელო პროგნოზების თანახმად, დიდ, მაღალ ქედებზე და პოლუსებზე ყინული დადნება. ზოგიერთი რაიონი მთლიანად წყლით დაიფარება, სხვა ადგილებში კი გვალვა დაისადგურებს. ადამიანებს უწყლობა შეაწუხებს. მოსახლეობას თავს შიმშილი და ეპიდემიები დაატყდება. ფინალურ აკორდად კი ფლორისა და ფაუნის თითქმის მეოთხედით შემცირება იქცევა.

ნავთობის მსოფლიო წარმოება თავის პიკს 2009–დან 2018 წლამდე მიაღწევს. ეს გარდატეხის მომენტი იქამდე მიგვიყვანს, რომ ნავთობის წარმოება შემცირებას დაიწყებს, და ბოლოსდაბოლოს ეს საკვების ნაკლებობამდე და სხვადასხვა ქვეყნების გამუდმებულ კამათამდე მიგვიყვანს ამოწურვის პირას მყოფი რესურსების კუთვნილებასთან დაკავშირებით.

2020 წელს ევროპას უამრავი წყალდიდობა დაატყდება თავს, რომლებიც მოსავლის უდიდეს ნაწილს გაანადგურებს. მეორე მხრივ, იმის გამო, რომ წვიმები სულ უფრო იშვიათად წამოვა, შეიძლება სასოფლო–სამეურნეო კულტურების 50 პროცენტი დაზარალდეს. ამ დროისთვის მსოფლიოს მოსახლეობა 7,6 მილიარდ ადამიანი იქნება.

2030 წელს ყველა მარჯნის რიფის თითქმის მეხუთედი გაქრება, ხოლო აზიის სანაპიროებთან ეს დანაკარგი 30 პროცენტს შეადგენს. დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა 8,3 მილიარდამდე გაიზრდება.

არქტიკული ზღვის ყინულები 2040 წლისთვის გადნება, თუმცა მრავალი მეცნიერი ამ ვარაუდს არ ეთანხმება და ამ პროცესს 2060–დან 2105 წლამდე ვარაუდობს.

2050 წელს იმის დიდი ალბათობაა, რომ პატარა ალპური ყინულები გაქრება, ხოლო დიდი მყინვარები თავიანთი მოცულობის 70 პროცენტს დაკარგავენ.

2060 წელს აღმოსავლეთ აზიაში მოსავალი 20 პროცენტით გაიზრდება, ცენტრალურ აზიაში კი 30 პროცენტით შემცირდება. ამგვარი ცვლილებები სხვა კონტინენტებზეც შეინიშნება. ცხოველთა სამყაროს მეოთხედი გადაშენების ზღვარზე აღმოჩნდება.

2080 წლისთვის ადამიანთა დასახლებების 20 პროცენტს წყალდიდობები წალეკავს. სანაპიროებზე მცხოვრებ 100 მილიონ ადამიანს ყოველწლიური წყალდიდობები შეაწუხებს, ხოლო ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს თავს ტროპიკული გრიგალები დაატყდება. 1,1–დან 3,2 მილიარდამდე ადამიანი წყლის კატასტროფული უკმარისობით დაზარალდება, ხოლო 600 მილიონს შიმშილობა შეაწუხებს. ამ ყველაფერს დაემატება ტროპიკული ცხელების ეპიდემია, რომელიც 3,5 მილიარდ ადამიანს დაატყდება თავს.

2100 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონე ყველა დასაშვებ ზღვარს გადასცილდება. ეკოსისტემას კლიმატის ცვლელებასთან შეგუება მოუწევს. მუდმივი გამყინვარებისგან მხოლოდ სახელწოდება დარჩება. დედამიწის თითქმის 40 პროცენტზე სხვაგვარი კლიმატი დამყარდება, ხოლო გადაშენებული მცენარეებისა და ცხოველების რაოდენობა მილიონს მიაღწევს.

2200 წლისთვის კი დღე წამის მეათედით შემცირდება, ვინაიდან ოკეანეების ზომის ცვლილების გამო დედამიწა დამძიმდება და მეტი სიჩქარით იბრუნებს.

მშობიარობისთვის იდეალური ასაკი

მშობიარობისთვის იდეალური ასაკი

ასაკი: 16–დან 20–მდე

არგუმენტები სასარგებლოდ
ფიზიკურად გოგონა მზადაა გახდეს დედა უკვე 15–18 წლის ასაკში. 20 წლისკენ მისთვის იწყება აყვავების პერიოდი: ამ დროს მისი ჯანმრთელობა საუკეთესო მდგომარეობაშია, ორგანოები და ორგანოთა სისტემები ჯერ არაა გაცვეთილი, ჰორმონალური სისტემა იშვიათად გამოდის მწყობრიდან. შეიძლება მამაცად გააჩინოდ! და ფსიქოლოგებიც ეთანხმებიან: ყველა ახალგაზრდა დედას უნდა იგივე რაც მის თანატოლებს: იმუშაონ, ისწავლონ და დაისვენონ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბებოზე პატარას დაკიდება ნაკლებად გამოვა. ჯამში ახალგაზრდა დედა სწავლობს თუ როგორ მოერიოს ყველაფერს მარტო და მაქსიმალურად ასტიმულირებს ბავშვში დამოუკიდებლობას: იგი იზრდება აქტიური, ცოცხალი და ძალიან კონტაქტური.
და კიდევ ერთი ფაქტი: 20 წლამდე უნდა იმშობიაროს იმან, ვისაც ძალიან უნდა ბიჭი. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ასეთ დედებს 100 გოგოზე 120 ბიჭი უჩნდება – საგრძნობი უპირატესობაა!

არგუმენტები წინააღმდეგ
მიუხედავად იმისა, რომ 18–20 წლისათვის რეპროდუქციული სისტემა მომწიფებულია, უმრავლესობა 18–20 წლის გოგონების ფსიქოლოგია ბავშვური რჩება. ისინი ძალზე იშვიათად ასრულებენ ბავშვის მოვლის მკაცრ ნორმებს და შედეგად, ბავშვი ხშირადაა ავად, ღებულობს ტრავმებს – როგორც ფიზიკურს, ასევე ფსიქიკურს. გუშინდელ გოგოს ბევრი უკლია მომწიფებული ქალის პასუხისმგებლობის გრძნობამდე. კიდევ იმიტომ, რომ ამ ასაკში ორსულობა ხშირად დაუგეგმავია.

ასაკი: 20–დან 30–მდე

მშობიარობისთვის იდეალური ასაკიარგუმენტები სასარგებლოდ
უკვე 25 წლისთვის ქალის ორგანიზმში ხდება გულ–სისლძარღვთა სისტემების ცვლილებები, თხელდება სისხლძარღვების კედლები, გროვდება შესაძლო სტრესების, მავნე ჩვევების (მოწევა და ალკოჰოლი განსაკუატრებით მალე ცვეთენ ორგანიზმს) შედეგები. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად ასაკი 20–დან 30–მდე ოპტიმალურია ბავშვის გასაჩენად, რადგანაც ქალის რეპროდუქციული სისტემა ამ დროს ყვავილობის პერიოდშია.

არგუმენტები წინააღმდეგ
დასავლური მედიცინა გვარწმუნებს, რომ ქალს შეუძლია ნორმალურად იმშობიაროს 35–ის შემდეგაც. ასე რომ აჩქარება არ ღირს. პირიქით, ევროპელი მედიკოსები ამბობენ, რომ 35–ის შემდეგ ქალი უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეპყრობა ორსულობას და მშობიარობას, იგი დადის სპეციალურ კურსებზე, კითხულობს აუცილებელ ლიტერატურას, ზრუნავს ცხოვრების ჯანმრთელ წესზე და ეს ყველაფერი დადებითად აისახება მომავალი პატარას ჯანმრთელობაზე. ასე რომ 30 წელი – სრულებით არაა იმის მიზეზი, რომ გამალებით ეცადოთ დაორსულებას. კიდევ არის დრო.

ასაკი: 30–დან 40–მდე

არგუმენტები სასარგებლოდ
მომწიფებულ ასაკში ბავშვის გაჩენის ერთერთი ძირითადი პლიუსი იმაში მდგომარეობს, რომ ქალი მაქსიმალურად გააზრებულად და პასუხისმგებლიანად უდგება საკითხს. მომავალი დედები ემზადებიან ფიზიკურადაც, მორალურადაც, ასრულებენ ექიმის მითითებებს. გარდა მაგისა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თანამედროვე 30 წლის ქალბატონი არის მშობიარობისთვის ოპტიმალურ მზადყოფნაში. მან, როგორც წესი, თავისთვის უზრუნველყო მატერიალური ბაზა და სოციალური სტატუსი, დარწმუნებულია ხვალინდელ დღეში და მისი სიხარულს ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებით არ ჩამწარდება საყოფაცხოვრებო სიძნელეებით.

მშობიარობისთვის იდეალური ასაკი
არგუმენტები წინააღმდეგ
30 წლის შემდეგ ორგანიზმში მცირდება ქალისთვის აუცილებელი ჰორმონის ესტეროგენის დონე. ეს ნიშნავს, რომ უფრო იშვიათად ხდება ოვულაცია და მით ნაკლებია განაყოფიერების უნარი. და ეს ყველაფერი არაა. ესტროგენი პასუხისმგებელია არა მარტო ფეტრილობაზე (შობადობის უნარზე), არამედ ქალის ჯანმრთელობაზე საერთოდ. კერძოდ, არეგულირებს გულ–სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების, ღვიძლის მდგომარეობას. ესტეროგენის დონის დაწევა უკეთებს პროვოცირებას და ზრდის გესტოზის ალბათობას – კომპლექსური გართულება, რომლის დროსაც ჩნდება შეშუპებები, ეცემა წნევა, შარდში ჩნდება ცილა. მძიმე გესტოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან ნაყოფის სიკვდილიც კი. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდე, რომ 30–ის შემდეგ იცვლება ქსოვილების ელასტიურობა. ეს ნიშნავს, რომ მშობიარობისას მოსალოდნელია სამშობიარო გზების გახევა. ეს რომ არ მოხდეს, მეანები ატარებენ დამატებით ოპერაციებს, რომლებიც ეხმარება ახალშობილს სამშობიარო გზების „გადალახვაში“. საჭიროებს თუ არა ახსნას, რომ სამშობიაროდამხმარე პროცედურები სულაც არაა უვნებელი არც დედისთვის და არც ახალშობილისთვის.

ასაკი: 40–ს ზემოთ

მშობიარობისთვის იდეალური ასაკი
არგუმენტები სასარგებლოდ
40–ს ზემოთ ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა ნარჩუნდება. მარგამ თანდაყოლილი პათოლოგიის რისკი იზრდება ათეულჯერ. ერთი სიტყვით, დედა, რომელიც 40–ს ზემოთაა, საჭიროებს ექიმის დაჟინებულ ყურადღებას და უნდა დაიცვას მისი ყველა რეკომენდაცია. ამ პირობებში ასაკი ბედნიერი დედობის მინიმალური დაბრკოლება იქნება. თუ საუბარია არა პირველ მშობიარობაზე, მაშინ პათოლოგიების გაჩენის რისკი მინიმალურია: ორგანიზმს „ახსოვს“ როგორ განახორციელოს სამშობიარო მოქმედება და მშობიარობა უფრო სწრაფად მიმდინარეობს.

არგუმენტები წინააღმდეგ
40 წლის შემდეგ ქალის ორგანიზმში ჯანმრთელი კვერცხუჯრედების რაოდენობა მცირდება და საკვერცხეების ფუნქცია ქრება. ესტროგენის დაბალი დონე იწვევ იმას, რომ მომავალ დედებს უჩნდება სერიოზული გართულებები – გულის და თირკმელების დაავადებები. დაორსულება სულ უფრო რთულია.
ფსიქოლოგებიც განგაშს სცემენ: 40 წლის ქალი გადაღლილია და დედობაში თავიანად ემხობა. ბავშთავთან ლამის შეზრდით, მუდმივი მოვლის პირობებში, დედა რისკავს გაზარდოს ინფანტილური, გამოუსადეგარი არსება. თუმცა, არც ისე ძნელია ბავშვისთვის უარი თქვას დედის მეურვეობაზე ისევე, როგორც დედას – შეწყვიტოს ტავის შვილზე მეურვეობა. იმედი გვაქვს ქალის სიბრძნის, რომელიც დაეხმარება მას მოახდინოს ბავშვზე ზრუნვის დოზირება და გაზარდოს ის ჰარმონიაში.

მარტოხელა ვარსკვლავი, რომელიც სიცოცხლეს გვჩუქნის

მარტოხელა ვარსკვლავი, 
რომელიც სიცოცხლეს გვჩუქნის


მზის გარეშე დედამიწაზე მცხოვრები ტრილიონობით ცოცხალი ორგანიზმი ვერ იარსებებდა, დაწყებული ერთუჯრედიანი ბაქტერიებიდან უზარმაზარი ვეშაპებით დამთავრებული. მართალია, ჩვენი პლანეტა მზის ენერგიის დაახლოებით ნახევარ მემილიარდედ ნაწილს იღებს, მაგრამ "მზის სუფრიდან" გადმოცვენილი ეს ნამცეცებიც საკმარისია დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად.

მზის ენერგიის თუნდაც ამ მცირე ნაწილის ეფექტურად და ბოლომდე გამოყენება რომ შეიძლებოდეს, ის არამარტო დააკმაყოფილებდა, არამედ გადააჭარბებდა კიდეც თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილებას ენერგიაზე.


მრავალ ასტრონომიულ წიგნშია ნათქვამი, რომ მზე რიგითი ვარსკვლავია, მაგრამ იბადება კითხვა – ნუთუ მზე ჩვეულებრივი ციური სხეულია?! ის ხომ დედამიწაზე სიცოცხლის წყაროა, რა თავისებურება აქვს მას? ამ კითხვებზე პასუხები მხოლოდ თეორიული ხასიათისაა.

მძიმე ვარსკვლავი

მეცნიერ გონსალესის განმარტებით, მზის დამახასიათებელი თავისებურება ის გახლავთ, რომ ერთ–ერთი მძიმე ვარსკვლავია თავის მეზობელ ყველაზე მძიმე ვარსკვლავებს შორის, რომელთა რაოდენობაც ამ სამეზობლოში 105–ს შეადგენს.

მეცნიერი კენეტ კელიფსი წერდა: "მზეზე მოდის მზის სისტემის მასის 99.87 პროცენტი, რისი წყალობითაც ის გრავიტაციით ყველა სხეულს აკონტროლებს თავის სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა მზისგან 150 მლნ კილომეტრის მანძილზეა, მძიმე ვარსკვლავის ეს თავისებურება ხელს უწყობს, რომ ჩვენი პლანეტა არ განიზიდება მისგან. მეორე მხრივ, ასეთი სიშორე დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს მზეზე მიმდინარე საზიანო ამოფრქვევების გავლენისაგან იცავს".

სადავო საკითხად იქცა, არსებობს თუ არა მზეში მძიმე ელემენტები. ორი მეცნიერი, გონსალესი და კელიფსი, ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ. გონსალესი აღნიშნავდა, რომ მზეზე 50–ით მეტი მძიმე ელემენტი არსებობს, ვიდრე დანარჩენ სხვა ტიპის ვარსკვლავებში. კელიფსი კი ამტკიცებდა, რომ მზეში მძიმე ელემენტები საერთოდ არ არსებობს, სხვა ვარსკვლავებში კი მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

იბადება კითხვა, რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობასთან? მძიმე ელემენტები აუცილებელია სიცოცხლისათვის, მაგრამ ისინი სამყაროში იშვიათად გვხვდება და მთელი სამყაროს წონის 15 პროცენტზე ნაკლებს შეადგენს. დედამიწა კი თითქმის მთლიანად მძიმე ელემენტებისაგან შედგება. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ასტრონომები ამბობენ, დედამიწა უჩვეულო ვარსკვლავის, მზის გარშემო მოძრაობს.

მზეს, სხვა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, მეცნიერები პირველი პოპულაციის ვარსკვლავად თვლიან. ამას კი სარგებელიც მოაქვს. მზეს, მისი ასაკისა და ტიპის სხვა ვარსკვლავებისაგან განსხვავებით, ნაკლები ორბიტა აქვს. რატომ მოახდენდა ეს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობაზე გავლენას? იმიტომ, რომ მზის წრიული ორბიტა არ უშვებს მას გალაქტიკის შიგნით, სადაც ბევრი ფეთქებადი ვარსკვლავია და მათი აფეთქებით გამოწვეული შედეგები დედამიწაზე გავლენას ვერ ახდენს.

მარტოხელა ვარსკვლავი

ასტრონომები ვარაუდობენ, რომ მზის მახლობლად არსებული ვარსკვლავების 85 პროცენტი ერთმანეთის გარშემო მოძრავი ორი ან მეტი ვარსკვლავისაგან შემდგარ დაჯგუფებას წარმოადგენს. ასეთ ვარსკვლავებს ერთმანეთთან გრავიტაციის ძალა აკავშირებთ. მზე კი მარტოხელა ვარსკვლავია.

"ის, რომ მზე მარტოხელა ვარსკვლავია, ძალიან უჩვეულოა", – წერს კენეტ კელიფსი. სწორედ მზის მარტოხელობაა იმის გარანტია, რომ დედამიწას სტაბილური ორბიტა აქვს, რაც ცნობილი ასტრონომის, გონსალესის აზრით, ხელს უწყობს ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის ხელსაყრელი პირობების შენარჩუნებას.

სტაბილური მზე

ბევრი საინტერესო ფაქტი არსებობს ჩვენი სისტემის ვარსკვლავ მზესთან დაკავშირებით. მსგავს ვარსკვლავებს თუ შევადარებთ, მზე აშკარად განსხვავდება მათგან სტაბილური გამოსხივებით. მისი ნათება უცვლელია.

ასეთი, შედარებით სტაბილური ნათება აუცილებელი ფაქტორია სიცოცხლის არსებობისათვის დედამიწაზე. "ამ პლანეტაზე ჩვენი არსებობა იმას ამტკიცებს, რომ მზის ნათება ერთ–ერთი ყველაზე სტაბილური გარემოებითი ფაქტორია", – ამბობს მეცნიერი და ისტორიკოსი კარლ ჰუფბაუერი.

არის თუ არა მზის ორბიტა დახრილი? მზის ორბიტა ოდნავაა დახრილი გალაქტიკა ირმის ნახტომის სიბრტყის მიმართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მზის ორბიტისა და ჩვენი გალაქტიკის სიბრტყეებს შორის არსებული კუთხე ძალიან მცირეა. კვლავ იბადება კითხვა, ეს როგორღა უწყობს ხელს სიცოცხლეს დედამიწაზე?

ძალიან შორს, ჩვენი მზის სისტემის განაპირა ნაწილში, მოძრაობს ოორტის ღრუბლად წოდებული კომეტების გროვა. დავუშვათ, მზის ორბიტასა და გალაქტიკას შორის არსებული დახრილობა ჩვეულებრივზე უფრო დიდია. მაშინ მზე უეცრად გადაკვეთდა ჩვენი გალაქტიკის სიბრტყეს, რაც არეულობას შეიტანდა ოორტის ღრუბელში. რა იქნებოდა ამის შემდეგ? როგორც ასტრონომები ამბობენ, დედამიწა კომეტების კატასტროფულ თავდასხმაში მოექცეოდა.

რაზე მეტყველებს მზის დაბნელება

მზის სისტემაში, სულ ცოტა, 60 თანამგზავრია. ისინი ამ სისტემის 9 პლანეტიდან 7–ის გარშემო მოძრაობენ, მაგრამ მზის სრული დაბნელება მხოლოდ დედამიწაზე შეინიშნება.

მზის დაბნელება ხდება მაშინ, როცა მთვარე დედამიწასა და მზეს შორის აღმოჩნდება. მთვარემ რომ მთლიანად დაფაროს მზე, მზისა და მთვარის ხილვადობა ერთნაირი უნდა იყოს. მართალია, მზე 400–ჯერ დიდია მთვარეზე, მაგრამ ამავდროულად 400–ჯერ შორსაა დედამიწიდან, ვიდრე მთვარე და ამიტომაც მზის ხილვადი ზომა მთვარის ხილვად ზომაზე ნაკლებია, რაც მზის სრულ დაბნელებას იწვევს.

დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის ეს ფაქტი უმნიშვნელოვანესია. მზე დედამიწასთან ოდნავ ახლოს ან ოდნავ შორს რომ ყოფილიყო, დედამიწა ან ძალიან ცხელი იქნებოდა, ან ძალიან ცივი, ე.ი. სიცოცხლისათვის გამოუსადეგარი. ამავდროულად, დედამიწის უჩვეულოდ დიდი თანამგზავრი, მთვარე, თავისი მძლავრი გრავიტაციის წყალობით, დედამიწას საკუთარი ღერძის გარშემო ძლიერი რყევის საშუალებას არ აძლევს.