CAUTION: "ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, წამწამი მოეღრიცება"
“ეს კვირის პალიტრის იუმორია” – ჩემი შარშანდელი კედლის გაზეთის ერთ-ერთი სტატიის დეკანისეული შეფასება
სხვა მხრივ,”კვირის პალიტრა” ”ერთობ საარაკო” გაზეთია.
თუმცა, არის რამდენიმე დეტალი, რომელთა გამოც “საარაკოდან” “ა-არ აქო”-მდე ერთი ნაბიჯია:
1. დევიზი: “თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით” (ანუ, საქართველოს დანარჩენი ნაწილი, ვინც “კვირის პალიტრას” არ კითხულობს, უგემოვნოა)
2. რუბრიკა “წისქვილმა კი ფქვასო”, სადაც ჟურნალისტი ინგა ჯაყელი რაღაც საშიშ ისტორიებს იგონებს სულებზე, მოჩვენებებზე, თეთრკაბიან ქალებზე, გაცოცხლებულ მიცვალებულებზე და მერე ამტკიცებს, რომ ეს “41 წლის ზურა თ-მ“, “ვანო პაპამ” ან ვიღაც “უცნობმა” მოუყვა.
3. იუმორისთვის განკუთვნილი მთელი გვერდი, სადაც ერთადერთი სასაცილო ის არის, რომ იქ არსებულ მასალას “იუმორი” ეწოდება…
4. ფაქტი, რომ ამ იუმორზე გაცილებით სახალისოა რუბრიკა “რას გვეტყვი, მამაო”…

და აი რატომ… (ამონარიდები, მცირე კომენტარებით, ”კვირის პალიტრის” სხვადასხვა ნომრებიდან)
1) ამბობენ, ბავშვი რომელ დღესაც დაიბადება, იმ დღეს მისი დაბანა არ შეიძლებაო. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
ამგვარი სისულელის გამო თავის დაბადების დღეზე ბავშვი ჭუჭყიანი არ დატოვოთ!
ამგვარი სისულელის გამო თავის დაბადების დღეზე ბავშვი ჭუჭყიანი არ დატოვოთ!
"ჭუპა, ჭუპა, წყალი მალე..."
2) შეიძლება თუ არა ფსალმუნი და ჩვეულებრივი საათი მაჯაზე ერთად ვატარო? (არა, საათი ეშმაკისეულია, იმიტომ რომ ყოველდღე სამივე ისარი ციფრ 6-ს გადის ხოლმე)
3) როგორ მივესალმოთ შემხვედრს, არსებობს თუ არა მისალმების წესი? (კი, “გამარჯობა”)
4) გამიგონია, რომ ქელეხის სუფრიდან არ შეიძლება ადგომა, ვიდრე შილაფლავს არ შემოიტანენ. რამდენად მართებულია ეს წესი? (რა თქმა უნდა, არას დიდებით არ შეიძლება, საპირფარეშოში გასვლაც კი გეკრძალებათ, ამიტომ თუ ბუნებამ გიყივლათ, იქვე ქენით ხოლმე) ეს იმდენად საჭირბოროტო წესია, რომ იმაზეა დამოკიდებული, რამდენ კოვზს გადაიღებთ შილაფლავისას – კენტს თუ ლუწს. ხო, მართლა – ქელეხში კენტი უნდა გადაიღოთ! (აქ
ეს მოუხდებოდა ძალიან) კიდევ გამიგია, რომ შილა – ეს პანღურიაო და ამის შემდეგ უნდა წახვიდეო – ე.ი. არ უნდა ხალხს წასვლა და უნდა წახვიდე. თქვენ კი პირიქით, დარჩენა არ გინდათ და თუ არ გინდათ დარჩენა, ნუ დარჩებით, ოღონდ ქელეხში კი არა, არამედ სიბნელეში, სარწმუნოებრივ სიბნელეში. თქვენ თუ ეს ყველაფერი სარწმუნოება გგონიათ, მაშინ არაფერი გეშველებათ!
5) ჩემს ბავშვს ხელში შემოატყდა თვითნაკეთი ჯვარი, ცუდს ხომ არაფერს მიგვანიშნებს ეს ფაქტი? (კი, მავნე ბავშვი გეზრდებათ)
ეს ფაქტი მიგვანიშნებს მხოლოდ ბავშვის დაუდევრობასა და მშობლის უყურადღებობაზე. არ მომწონს სიტყვა “შემოატყდა” (არც მე) - ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს უპასუხისმგებლობაზე.
6) ეზოში გვიდგას პალმა, გვეუბნებიან, რომ პალმას შეუძლია უბედურების მოტანა. რამდენად სწორია ეს? თუ ეს მოსაზრება სწორი იქნებოდა ხმელთაშუა ზღვის, აფრიკის, ჩრდილო თუ ლათინური ამერიკის ქვეყნები გაუბედურებულები უნდა ყოფილიყვნენ…
"აი, ამ სანაპიროზე დამსვა და ერთი პალმებისაც..."
7) ამბობენ წირვის დროს შენ წინ მდგომი ადამიანისათვის სანთლის ასანთებად მარცხენა ხელით გადაწოდება არ შეიძლება, რამდენად მართალია ეს?
უფრო მეტსაც გეტყვით, არც მარჯვენა ხელით გადაწოდება შეიძლება! და საერთოდ რაზე დარდობთ და რას აქცევთ ყურადღებას? თქვე დალოცვილებო, რაღა წირვის დროს გინდებათ სანთლების დანთება. ან წირვის დაწყებამდე დაანთეთ, ან წირვის დამთავრების შემდეგ (ნუ, თუ ჩაგიქრათ, ბედს შეეგუეთ). რატომ უშლით მორწმუნეებს ლოცვის დროს ხელს თქვენი ვითომ მორწმუნეობით! წირვაზე იყუჩეთ და გულით ილოცეთ იმ ლოცვებით, რაც გესმით და შემდეგ თუ გნებავთ ორივე ხელით დაანთეთ სანთლები! (ანუ, დაახლოებით: “თუ გული გულობს, სანთელი ორივე ხელით დაინთებაო”)
8) მყავს სამი ნათლია. გარკვეულ მიზეზთა გამო მსურს ერთ-ერთ მათგანთან გავწყვიტო ნათესაური კავშირი. არის თუ არა ეს შესაძლებელი?
გირჩევთ შეეშვათ ამგვარ რაღაცებზე ფიქრს, იყოთ ქრისტიანი, რაც ნიშნავს იყოთ მიმტევებელი. თუ არადა, დაივიწყეთ ქრისტიანობა და დარჩენილი ორი ნათლიაც!
9) რას ნიშნავს როცა მიცვალებული დაგწყევლის სიზმარში? (იმ ღამეს საშინელებათა ფილმისთვის გიყურებიათ) ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ სიზმრებს დიდი ნდობითა და ყურადღებით ეპყრობით, რაც თავისთავად არასწორი და გაუმართლებელი საქციელია! უმჯობესია სიზმრების ანალიზისა და ახსნის ნაცვლად საკუთარ ცხოვრებაზე ჩაფიქრებულიყავით, ცოდვები გამოგეკვლიათ, შესაბამისად მოგენანიებინათ და გარწმუნებთ, ვერანაირი მიცვალებული და მისი წყევლა ვერ შეგეხებათ. თუ ამას არ გააკეთებთ, მიცვალებულის წყევლა კი არა, თქვენი უგუნურება დაგღუპავთ!
"და მაინც... ჯობს ანდერძი მითითებისამებრ შეასრულოთ"
ძალიან იოლი და კომფორტული გზა შეგირჩევიათ ცოდვების მოსანანიებლად. თუ გნებავთ ამაზეც არ შეწუხდეთ, რადგან ხატების წინ ნათქვამი ცოდვების გარეშეც ღმერთმა თქვენს შესახებ ყველაფერი იცის.
11) მიძინების მარხვა 28 აგვისტოს სრულდება. შეიძლება თუ არა მარიამობას გავიხსნილოთ? (მსუნაგი მართლმადიდებელი თბილისიდან) მარიამობა – 28 აგვისტო წელს პარასკევს ემთხვევა, ამიტომ ხსნილია მხოლოდ თევზითა და ღვინით. გირჩევთ გემოთმოყვარეობას ნუ აჰყვებით და ერთი დღეც დაითმინეთ. (ან სამარხვო შოკოლადი, ხაჭაპური, ნამცხვარი, კარაქი, მაიონეზი და სხვა მრავალი მიირთვით)
12) შეიძლება თუ არა ტაძრის კედლის მოხატულობის ამბორისყოფა? (კი, ოღონდ ჰაეროვანი ამბორის საშუალებით) დაბეჯითებით გთხოვთ, ამგვარი საქციელისგან თავი შეიკავოთ. გარწმუნებთ, წმინდანი ამბორისყოფის გარეშეც შეისმენს თქვენს ლოცვას, ხოლო თუკი თქვენს სურვილს ბევრი მიჰბაძავს, მაშინ ტაძრის კედლები ხელახლა მოსახატი გახდება.
13) ჩემმა ახლობელმა ხატზე დადო ფიცი, რომ აღარ დალევდა, (იმედია, ისიც დააყოლა, რომ მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებს გულისხმობდა და წყალს არა) მაგრამ ისე მოხდა, რომ დალევა მოუხდა. (“დალევა მოუხდა” კი არა, “დალია”) რა ეშველება მას? (არაფერი, გაიხსნება ცა და ჩაეცემა მახვილი პირდაპირ ყანყრატოში, ან, მეორე შანსია, კიდევ ერთხელ დაიფიცოს და მერე შრატი გაიკეთოს…აბა, შრატიანსაც “მოუხდეს დალევა” კიდევ, თუ ბიჭია)
"ყოველი ზედმეტი ჭიქა, მეტ საშუალებას გაძლევს ზოოპარკის პაროდია გააკეთო"
ჯერ ერთი, “ხატზე ფიცის დადება” ქრისტიანული, ეკლესიური ტრადიცია და რიტუალი არ არის და წარმოადგენს ცრურწმენას; მეორეც, ქრისტიანობა ფიცს ცოდვად თვლის, რადგან უფალი გვეუბნება რომ ჩვენი ნათქვამი იყოს ჰე, ჰე ან არა, არა, ანუ, თქვენ სიტყვებს ფასი უნდა ჰქონდესო!
ადამიანი ფიცის გამო კი არ უნდა სვამდეს, არამედ თუკი იტყვის “არ დავლევ“, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ შეასრულოს თავისი სიტყვა და არ დალიოს! (“სიტყვა თავანია“-ს ფილოსოფია). მესამე, თქვენს ახლობელს არაფერი ეშველება, თუკი თავის მოტყუებას არ დაანებებს თავს და ფიცის იმედი კი არ ექნება ლოთობასთან (“დალევა მოუხდა”-ს აბსოლუტურად ჭეშმარიტი შეფასება) ბრძოლაში, არამედ ამ ვნებასთან მეთოდური, მიზანმიმართული ბრძოლის, რომელიც გამარჯვებით დამთავრდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუკი ყველაფერს ამას ქრისტეს ეკლესიური ცხოვრებით წარმართავს.

პ.ს: ხოლო, იმის დასტურად, რომ თავად მე ცრუმორწმუნე არ ვარ, შეგიძლიათ შეკითხვების რაოდენობა დათვალოთ

წყარო doin.ge
ReplyDeleteთათა, ყველა კითხვაზე პასუხი გადამოწმებულია კვირის პალიტრაში და აქ მოყვანილ პასუხებს არ შეესაბამება. ამ პოსტით ცეცხლს ეთამაშები და არ გინდა... თუ ღრმადმორწმუნე ვერ (არ)ხარ, ნუ მკრეხელობ მაინც...
ReplyDelete