მე შენ მიყვარხარ მიახვედრა ადამმა ევა,
რადგანაც ევამ არ იცოდა ჰომონთა ენა
სადგომი თვისი გამოთალეს კლდესა და ქვაში
მე შენ მიყვარხარ- და ატირდა ქვაბულში ბავშვი
და გაიზარდა დავაჯკაცდა დროსთან იომა
და ამ კაცისგან წარმოიშვა კაცობრიობა
აშენდა რომი,ბაბილონი,დიდი ელადა...
”მე შენ მიყვარხარ”-ყველგან ქუხდა ყველგან ღელავდა,
მე შენ მიყვარხარ კაპულეტის მთვარეულ ბაღში,
შეერთდა ორი უცოდველი ბავშვის ამბორი.
მე შენ მიყვარხარ- შენი ალით უნდა ვიდაგო,
სიყვარულს, ფანჯრებს უმღეროდა ღამით იაგო,
მე შენ მიყვარხარ და შორენას გრძნობები ნაზი
დიდოსტატის სულს შემოეჭდო ვით ჭიგოს ვაზი,
მე შენ მიყვარხარ-ყვავილები მინდორს ამკობენ,
გოგო ბიჭები სიყვარულზე ლაპარაკობენ,
დაინგრევიან მეჩეთები, სინაგოგები,
დაიმსხვრევიან ჯამები და ღვინის დოქები
და თუნდაც იყოს ზეცის ნგრევა-მიწის რყევა,
მე შენ მიყვარხარ მიახვედრებს ადამი ევას
და არასოდეს დასრულდება სიცოცხლე ქვეყნად!!!!!
No comments:
Post a Comment