Monday, January 31, 2011

დეილ კარნეგი შემეცნებითი


დეილ კარნეგი - ამერიკელი მწერალი, პუბლიცისტი, მასწავლებელი და ფსიქოლოგი.  მან ჩამოაყალიბა უკონფლიქტო და წარმატებული ურთიერთობების თეორია. იგი აღიარებდა და ცხოვრობდა პრინციპით – არ არსებობენ ცუდი ადამიანები, არამედ არის უბრალოდ გაუგებარი გარემოებები, რასთანაც ბრძოლა შესაძლებელია და არ ღირს ამის გულისთვის სხვა ადამიანების ცხოვრების და ხასიათის გაფუჭება.   დეილ კარნეგი (1888-1955) დაიბადა მისურში, ხელმოცარულ ღარიბ ოჯახში იზრდებოდა, დეილი კოლეჯში სწავლის პერიოდში არასრულფასოვნების კომპლექსით იყო შეპყრობილი, სცხვენოდა თავისი ღარიბი ჩაცმულობის. იგი ერთი პერიოდი თვითმკვლელობაზეც ფიქრობდა, მაგრამ მან თავში იპოვა ძალა, თუ როგორ უნდა ელაპარაკა და მოეხდინა ზემოქმედება ადამიანზე, ანუ იგი საკუთარი თავის რწმენაში თვითდაჯერებული გახდა.იგი თვლის რომ, "ადამიანმა საკუთარ თავში რწმენის გაღვიძებისთავის საჭიროა აკეთოს ის რისაც ყველაზე ძალიან ეშინია.”

წარმოგიდგენთ ციტატებს მისი წიგნიდან:

"გულწრფელად დააფასეთ და გულუხვად შეაქეთ. დაფასებას და ქებას ადამიანი მთელი სიცოცხლე დაიმახსოვრებს, თქვენ დაივიწყებთ ის კი კეთილად მოიგონებს.”

"გულწრფელი ინტერსეი გამოიჩინეთ სხვათა მიმართ”

"გაიღიმეთ”

"ხშირად მიმართეთ ადამიანს საკუთარი სახელით. გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის მისი სახელი ყველაზე საამურად და ყველაზე საინტერესოდ ჟღერს ნებისმიერ ენაზე”

"ყურადღებით უსმინეთ, მიეცით საშუალება გელაპარაკონ თავიანთ თავზე.
ილაპარაკეთ იმაზე, რაც თქვენს თანამოსაუბრეს აინტერესებს.
კამათში გამარჯვების ერთადერთი გზა დათმობაა.
პატივიცემით მოეკიდეთ თქვენი თანამოსაუბრის აზრს, არასოდეს არ უთხრათ რომ ცდება”

"ყოველი ერი თავს სხვა დანარჩენზე აღმატებულად თვლის. სწორედ ეს აზრი შობს პატრიოტიზმსა და ომებს.”

"იშვიათად აღწევს ხალხი წარმატებას იმ საქმეში, რომლის კეთებაც მათ სიამოვნებას არ ანიჭებს.”

"საზოგადოება გვაფასებს ამ ოთხი კრიტერიუმით: რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ.”

"თუკი გსურს, გაიჩინო მეგობრები, უბრალოდ კარგად დაიმახსოვრე ისინი. თუკი გახსოვთ ჩემი სახელი, ამით თქვენ უსიტყვო კომპლიმენტს მეუბნებით და მაგრძნობინებთ, რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოვახდინე.”

"ერთადერთი გზა არსებობს იმისთვის,რომ აიძულო ადამიანს რაიმეს გაკეთება, გაუჩინო მას ამის გაკეთების სურვილი.”

"ბედნიერებაზე მხოლოდ ჩვენი გონებრივი დამოკიდებულება ახდენს გავლენას და არა გარემო პირობები.”

"ორ თვეში შეგიძლია გაიჩინო გაცილებით მეტი მეგობარი, ვიდრე ორი წელიწადში, თუკი ეცდები, დაინტერესდე მათი პიროვნებით იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით ეცადე დააინტერესო შენით.”

"პირველ რიგში ჰკითხე საკუთარ თავს: "ყველაზე უარესი რა შეიძლება, მოხდეს?” – შემდეგ მოემზადე, მის გადასატანად, ხოლო შემდეგ ეცადე, მიაღწიო უარესზე უკეთესს”

ეს კი ჩემგან    ეცადეთ დაძლიოთ ისეთი სირთულეები, რომელიც წარმოუდგენლად მიგაჩნიათ. პირველ რიგში დაძლიეთ  საკუთარ თავში "ამის” შიში, დაისახეთ მიზნად და შედეგი აუცილებლად გექნებათ. ეს ყველაფერი თქვენ შეგძენთ მეტ გამოცდილებას და თავდჯერებულობას. შემდგომში თქვენს მიერ დაძლეული "სირთულე” მოგეჩვენებათ უმარტივესად და უსუსურად, რაზეც ბევრს იხალისებთ.ყოველი ერი თავს სხვა დანარჩენზე აღმატებულად თვლის. სწორედ ეს აზრი შობს პატრიოტიზმსა და ომებს.


იშვიათად აღწევს ხალხი წარმატებას იმ საქმეში, რომლის კეთებაც მათ სიამოვნებას არ ანიჭებს.


საზოგადოება გვაფასებს ამ ოთხი კრიტერიუმით: რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ.


თუკი გსურს, გაიჩინო მეგობრები, უბრალოდ კარგად დაიმახსოვრე ისინი. თუკი გახსოვთ ჩემი სახელი, ამით თქვენ უსიტყვო კომპლიმენტს მეუბნებით და მაგრძნობინებთ, რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოვახდინე.


ერთადერთი გზა არსებობს იმისთვის,რომ აიძულო ადამიანს რაიმეს გაკეთება- გაუჩინო მას ამის გაკეთების სურვილი.


ბედნიერებაზე მხოლოდ ჩვენი გონებრივი დამოკიდებულება ახდენს გავლენას და არა გარემო პირობები.


ორ თვეში შეგიძლია გაიჩინო გაცილებით მეტი მეგობარი, ვიდრე ორი წელიწადში, თუკი ეცდები, დაინტერესდე მათი პიროვნებით იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით ეცადე დააინტერესო შენით.


ადამიანი რაც უნდა დამნაშავე იყოს, იგი მზად არის, სხვა დაადანაშაულოს, მაგრამ არასოდეს - თავის თავი! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება.

* * *

მე შენ მიყვარხარ მიახვედრა ადამმა ევა,
რადგანაც ევამ არ იცოდა ჰომონთა ენა
სადგომი თვისი გამოთალეს კლდესა და ქვაში
მე შენ მიყვარხარ- და ატირდა ქვაბულში ბავშვი
და გაიზარდა დავაჯკაცდა დროსთან იომა
და ამ კაცისგან წარმოიშვა კაცობრიობა
აშენდა რომი,ბაბილონი,დიდი ელადა...
”მე შენ მიყვარხარ”-ყველგან ქუხდა ყველგან ღელავდა,
მე შენ მიყვარხარ კაპულეტის მთვარეულ ბაღში,
შეერთდა ორი უცოდველი ბავშვის ამბორი.
მე შენ მიყვარხარ- შენი ალით უნდა ვიდაგო,
სიყვარულს, ფანჯრებს უმღეროდა ღამით იაგო,
მე შენ მიყვარხარ და შორენას გრძნობები ნაზი
დიდოსტატის სულს შემოეჭდო ვით ჭიგოს ვაზი,
მე შენ მიყვარხარ-ყვავილები მინდორს ამკობენ,
გოგო ბიჭები სიყვარულზე ლაპარაკობენ,
დაინგრევიან მეჩეთები, სინაგოგები,
დაიმსხვრევიან ჯამები და ღვინის დოქები
და თუნდაც იყოს ზეცის ნგრევა-მიწის რყევა,
მე შენ მიყვარხარ მიახვედრებს ადამი ევას
და არასოდეს დასრულდება სიცოცხლე ქვეყნად!!!!!

შინაბერული წიკები, ანუ რა სარგებლობა მოაქვთ მამაკაცს

მამაკაცი -ზოგჯერ იმდენად მომაბეზრებელი, შემაწუხებელი… ზოგჯერ კაზანოვა და ზოგჯერ დონ ჟუანი… ზოგჯერ გულს გატკენს, წავა.. დაიფიცებ ცრემლებით დასველებულ ბალიშს ჩახუტებული, რომ არ აპატიებ, ან რომ არ გჭირდება მასეთი კაცი და მორჩა, გძულს მეორე დღეს საკაცეთი…

 მაგრამ მამაკაცი-ზოგჯერ ისეთი საჭიროოო… ოოოო

 სანათესაოში, საახლობლოში და ა.შ. აუცილებლად გეყოლებათ ვინმე შინაბერა, რომლის წიკები, გამოხტომები ყველასთვის შესამჩნევი და მოსაბეზრებელია. აუცილებლად-მეთქი დავწერე და ვიცი, არც ვცდები, რადგან საქართველოში უამრავი ერთმანეთის მსგავსი, ერთნაირად მოაზროვნე ქალი დადის (მიზეზებს ნუ განმახილვინებთ, თქვენც მოგეხსენებათ ქალები რომ რაოდენობრივად ვჯაბნით მამაკაცებს).


საერთოდ , გათხოვების დიდი მომხრე არ ვარ მე . სიყვარულს არ სჭირდება ფურცელზე ფიცი-მტკიცი, მაგრამ ასეთი (შინაბერა) ქალების სიმრავლე, სწორედ ჩემნაირი აზროვნებების ნაკლებობამ გაიწვია მგონი. ეს გავატაროთ და რამაც ასე შემაწუხა, იმ მთავარ პრობლემას მივუბრუნდეთ.


თქვე კაი ქალებო, ასე თუ გაწუხებთ ეს დაუხარჯავი ენერგია, თქვენს საყვარელ ხალხზე რატომ აფრქვევთ აგრესიას და თავს რატომ აძულებთ? კაცის შოვნა გაჭირდა თუ ისევ პატიოსან სახელს უფრთხილდებით? თქვენს შემხედვარეს იმერული ესკიზები მახსენდება და ასწავლებლის ფრაზა: აბა ,ბავშვებო… ვინ მეტყვის, რა სარგებლობა მოაქვს მამალს?


წამოდგება მერე, ერთი ჩემნაირი ცისფერ ჯინსებიანი გოგო და მიახლის იმ ქალს, ჩინჩლავს-პატივცემულო და თავის დროზე რომ თქვენც გენახათ თქვენი მამალი, არ გექნებოდათ ახლა ასეთი რეაქცია და გაიცინებდით ამაზეო )
მამაკაცი -ზოგჯერ იმდენად მომაბეზრებელი, შემაწუხებელი… ზოგჯერ კაზანოვა და ზოგჯერ დონ ჟუანი… ზოგჯერ გულს გატკენს, წავა.. დაიფიცებ ცრემლებით დასველებულ ბალიშს ჩახუტებული, რომ არ აპატიებ, ან რომ არ გჭირდება მასეთი კაცი და მორჩა, გძულს მეორე დღეს საკაცეთი…

მაგრამ მამაკაცი-ზოგჯერ ისეთი საჭიროოო… ოოოო

 სანათესაოში, საახლობლოში და ა.შ. აუცილებლად გეყოლებათ ვინმე შინაბერა, რომლის წიკები, გამოხტომები ყველასთვის შესამჩნევი და მოსაბეზრებელია. აუცილებლად-მეთქი დავწერე და ვიცი, არც ვცდები, რადგან საქართველოში უამრავი ერთმანეთის მსგავსი, ერთნაირად მოაზროვნე ქალი დადის (მიზეზებს ნუ განმახილვინებთ, თქვენც მოგეხსენებათ ქალები რომ რაოდენობრივად ვჯაბნით მამაკაცებს).


საერთოდ , გათხოვების დიდი მომხრე არ ვარ მე . სიყვარულს არ სჭირდება ფურცელზე ფიცი-მტკიცი, მაგრამ ასეთი (შინაბერა) ქალების სიმრავლე, სწორედ ჩემნაირი აზროვნებების ნაკლებობამ გაიწვია მგონი. ეს გავატაროთ და რამაც ასე შემაწუხა, იმ მთავარ პრობლემას მივუბრუნდეთ.

welcome

hi tata :)) welcome to blogger's space! :))