Tuesday, July 12, 2011

კაცი ბჭობდა, მღვდელი იცინოდა,ანუ,(ცრუ)მორწმუნეები…


CAUTION: "ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, წამწამი მოეღრიცება"
     “ეს კვირის პალიტრის იუმორია” – ჩემი შარშანდელი კედლის გაზეთის ერთ-ერთი სტატიის დეკანისეული შეფასება
     სხვა მხრივ,”კვირის პალიტრა” ”ერთობ საარაკო”  გაზეთია.
     თუმცა, არის რამდენიმე დეტალი, რომელთა გამოც “საარაკოდან”  “ა-არ აქო”-მდე ერთი ნაბიჯია:
   1. დევიზი: “თქვენ გემოვნებიანი მკითხველი ბრძანდებით” (ანუ, საქართველოს დანარჩენი ნაწილი, ვინც “კვირის პალიტრას” არ კითხულობს, უგემოვნოა)
    2. რუბრიკა “წისქვილმა კი ფქვასო”, სადაც ჟურნალისტი ინგა ჯაყელი რაღაც საშიშ ისტორიებს იგონებს სულებზე, მოჩვენებებზე, თეთრკაბიან ქალებზე, გაცოცხლებულ მიცვალებულებზე და მერე ამტკიცებს, რომ ეს “41 წლის ზურა თ-მ“, “ვანო პაპამ” ან ვიღაც “უცნობმა” მოუყვა.
    3. იუმორისთვის განკუთვნილი მთელი გვერდი, სადაც ერთადერთი სასაცილო ის არის, რომ იქ არსებულ მასალას “იუმორი” ეწოდება…
    4. ფაქტი, რომ ამ იუმორზე გაცილებით სახალისოა რუბრიკა “რას გვეტყვი, მამაო”…
   და აი რატომ… (ამონარიდები, მცირე კომენტარებით, ”კვირის პალიტრის” სხვადასხვა ნომრებიდან)
     1) ამბობენ, ბავშვი რომელ დღესაც დაიბადება, იმ დღეს მისი დაბანა არ შეიძლებაო. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? 
    
       ამგვარი სისულელის გამო თავის დაბადების დღეზე ბავშვი ჭუჭყიანი არ დატოვოთ!

"ჭუპა, ჭუპა, წყალი მალე..."
2) შეიძლება თუ არა ფსალმუნი და ჩვეულებრივი საათი მაჯაზე ერთად ვატარო? (არა, საათი ეშმაკისეულია, იმიტომ რომ ყოველდღე სამივე ისარი ციფრ 6-ს გადის ხოლმე)
3) როგორ მივესალმოთ შემხვედრს, არსებობს თუ არა მისალმების წესი? (კი, “გამარჯობა”)
4) გამიგონია, რომ ქელეხის სუფრიდან არ შეიძლება ადგომა, ვიდრე შილაფლავს არ შემოიტანენ. რამდენად მართებულია ეს წესი? (რა თქმა უნდა, არას დიდებით არ შეიძლება, საპირფარეშოში გასვლაც კი გეკრძალებათ, ამიტომ თუ ბუნებამ გიყივლათ, იქვე ქენით ხოლმე)
   ეს იმდენად საჭირბოროტო წესია, რომ იმაზეა დამოკიდებული, რამდენ კოვზს გადაიღებთ შილაფლავისას – კენტს თუ ლუწს. ხო, მართლა – ქელეხში კენტი უნდა გადაიღოთ! (აქ :) ეს მოუხდებოდა ძალიან) კიდევ გამიგია, რომ შილა – ეს პანღურიაო და ამის შემდეგ უნდა წახვიდეო – ე.ი. არ უნდა ხალხს წასვლა და უნდა წახვიდე. თქვენ კი პირიქით, დარჩენა არ გინდათ და თუ არ გინდათ დარჩენა, ნუ დარჩებით, ოღონდ ქელეხში კი არა, არამედ სიბნელეში, სარწმუნოებრივ სიბნელეში. თქვენ თუ ეს ყველაფერი სარწმუნოება გგონიათ, მაშინ არაფერი გეშველებათ!
5) ჩემს ბავშვს ხელში შემოატყდა თვითნაკეთი ჯვარი, ცუდს ხომ არაფერს მიგვანიშნებს ეს ფაქტი? (კი, მავნე ბავშვი გეზრდებათ)
    ეს ფაქტი მიგვანიშნებს მხოლოდ ბავშვის დაუდევრობასა და მშობლის უყურადღებობაზე. არ მომწონს სიტყვა “შემოატყდა” (არც მე) - ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს უპასუხისმგებლობაზე.
6) ეზოში გვიდგას პალმა, გვეუბნებიან, რომ პალმას შეუძლია უბედურების მოტანა. რამდენად სწორია ეს?
    თუ ეს მოსაზრება სწორი იქნებოდა ხმელთაშუა ზღვის, აფრიკის, ჩრდილო თუ ლათინური ამერიკის ქვეყნები გაუბედურებულები უნდა ყოფილიყვნენ… :)

"აი, ამ სანაპიროზე დამსვა და ერთი პალმებისაც..."
7) ამბობენ წირვის დროს შენ წინ მდგომი ადამიანისათვის სანთლის ასანთებად მარცხენა ხელით გადაწოდება არ შეიძლება, რამდენად მართალია ეს?
     უფრო მეტსაც გეტყვით, არც მარჯვენა ხელით გადაწოდება შეიძლება! და საერთოდ რაზე დარდობთ და რას აქცევთ ყურადღებას? თქვე დალოცვილებო, რაღა წირვის დროს გინდებათ სანთლების დანთება. ან წირვის დაწყებამდე დაანთეთ, ან წირვის დამთავრების შემდეგ (ნუ, თუ ჩაგიქრათ, ბედს შეეგუეთ). რატომ უშლით მორწმუნეებს ლოცვის დროს ხელს თქვენი ვითომ მორწმუნეობით! წირვაზე იყუჩეთ და გულით ილოცეთ იმ ლოცვებით, რაც გესმით და შემდეგ თუ გნებავთ ორივე ხელით დაანთეთ სანთლები! (ანუ, დაახლოებით: “თუ გული გულობს, სანთელი ორივე ხელით დაინთებაო”)
8) მყავს სამი ნათლია. გარკვეულ მიზეზთა გამო მსურს ერთ-ერთ მათგანთან გავწყვიტო ნათესაური კავშირი. არის თუ არა ეს შესაძლებელი?
    გირჩევთ შეეშვათ ამგვარ რაღაცებზე ფიქრს, იყოთ ქრისტიანი, რაც ნიშნავს იყოთ მიმტევებელი.  თუ არადა, დაივიწყეთ ქრისტიანობა და დარჩენილი ორი ნათლიაც!
9) რას ნიშნავს როცა მიცვალებული დაგწყევლის სიზმარში? (იმ ღამეს საშინელებათა ფილმისთვის გიყურებიათ)
    ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ სიზმრებს დიდი ნდობითა და ყურადღებით ეპყრობით, რაც თავისთავად არასწორი და გაუმართლებელი საქციელია! უმჯობესია სიზმრების ანალიზისა და ახსნის ნაცვლად საკუთარ ცხოვრებაზე ჩაფიქრებულიყავით, ცოდვები გამოგეკვლიათ, შესაბამისად მოგენანიებინათ და გარწმუნებთ, ვერანაირი მიცვალებული და მისი წყევლა ვერ შეგეხებათ. თუ ამას არ გააკეთებთ, მიცვალებულის წყევლა კი არა, თქვენი უგუნურება დაგღუპავთ!

"და მაინც... ჯობს ანდერძი მითითებისამებრ შეასრულოთ"
10) ჩაითვლება თუ არა ცოდვა მიტევებულად, თუ მას მოვინანიებ არა მოძღვართან, არამედ ხატების წინაშე? (კი, რა თქმა უნდა, მეტსაც გეტყვით, ერთ ჭიქა ღვინოს თუ დალევთ და ცოტა პურს მიაყოლებთ, მოძღვარის გარეშე ეზიარებით კიდეც)
    ძალიან იოლი და კომფორტული გზა შეგირჩევიათ ცოდვების მოსანანიებლად. თუ გნებავთ ამაზეც არ შეწუხდეთ, რადგან ხატების წინ ნათქვამი ცოდვების გარეშეც ღმერთმა თქვენს შესახებ ყველაფერი იცის.
11) მიძინების მარხვა 28 აგვისტოს სრულდება. შეიძლება თუ არა მარიამობას გავიხსნილოთ? (მსუნაგი მართლმადიდებელი თბილისიდან)
   მარიამობა – 28 აგვისტო წელს პარასკევს ემთხვევა, ამიტომ ხსნილია მხოლოდ თევზითა და ღვინით. გირჩევთ გემოთმოყვარეობას ნუ აჰყვებით და ერთი დღეც დაითმინეთ. (ან სამარხვო შოკოლადი, ხაჭაპური, ნამცხვარი, კარაქი, მაიონეზი და სხვა მრავალი მიირთვით)
12) შეიძლება თუ არა ტაძრის კედლის მოხატულობის ამბორისყოფა? (კი, ოღონდ ჰაეროვანი ამბორის საშუალებით)
    დაბეჯითებით გთხოვთ, ამგვარი საქციელისგან თავი შეიკავოთ. გარწმუნებთ, წმინდანი ამბორისყოფის გარეშეც შეისმენს თქვენს ლოცვას, ხოლო თუკი თქვენს სურვილს ბევრი მიჰბაძავს, მაშინ ტაძრის კედლები ხელახლა მოსახატი გახდება.
13) ჩემმა ახლობელმა ხატზე დადო ფიცი, რომ აღარ დალევდა, (იმედია, ისიც დააყოლა, რომ მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებს გულისხმობდა და წყალს არა) მაგრამ ისე მოხდა, რომ დალევა მოუხდა. (“დალევა მოუხდა” კი არა, “დალია”) რა ეშველება მას? (არაფერი, გაიხსნება ცა და ჩაეცემა მახვილი პირდაპირ ყანყრატოში, ან, მეორე შანსია, კიდევ ერთხელ დაიფიცოს და მერე შრატი გაიკეთოს…აბა, შრატიანსაც “მოუხდეს დალევა” კიდევ, თუ ბიჭია)

"ყოველი ზედმეტი ჭიქა, მეტ საშუალებას გაძლევს ზოოპარკის პაროდია გააკეთო"
      ჯერ ერთი, “ხატზე ფიცის დადება” ქრისტიანული, ეკლესიური ტრადიცია და რიტუალი არ არის და წარმოადგენს ცრურწმენას; მეორეც, ქრისტიანობა ფიცს ცოდვად თვლის, რადგან უფალი გვეუბნება რომ ჩვენი ნათქვამი იყოს ჰე, ჰე ან არა, არა,  ანუ, თქვენ სიტყვებს ფასი უნდა ჰქონდესო!
     ადამიანი ფიცის გამო კი არ უნდა სვამდეს, არამედ თუკი იტყვის “არ დავლევ“, იმის თავი უნდა ჰქონდეს, რომ შეასრულოს თავისი სიტყვა და არ დალიოს! (“სიტყვა თავანია-ს ფილოსოფია). მესამე, თქვენს ახლობელს არაფერი ეშველება, თუკი თავის მოტყუებას არ დაანებებს თავს და ფიცის იმედი კი არ ექნება ლოთობასთან (“დალევა მოუხდა”-ს აბსოლუტურად ჭეშმარიტი შეფასება) ბრძოლაში, არამედ ამ ვნებასთან მეთოდური, მიზანმიმართული ბრძოლის, რომელიც გამარჯვებით დამთავრდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუკი ყველაფერს ამას ქრისტეს ეკლესიური ცხოვრებით წარმართავს.
პ.ს: ხოლო, იმის დასტურად, რომ თავად მე ცრუმორწმუნე არ ვარ,  შეგიძლიათ შეკითხვების რაოდენობა დათვალოთ :) 

Monday, July 11, 2011

მეგობარს…


* ყველა შენი მეგობარი ვერ იქნება, მეგობარი მხოლოდ ისაა ვისაც შეუძლია ბოლომდე გიცნოს, ვინც შენს სიცოცხლეს ფერადოვნებას, აზრსა და ხალისს მიანიჭებს.
*ჭეშმარიტი მეგობარი უანგაროდ გწირავს საკუთარ დროს ენერგიას, ენერგიას … სისუსტეს- გპატობს, ღირსებას – გიფასებს,, შენი გამარჯვებით ხარობს და მწუხარებაშიც გვერდში გიდგას: მეგობარი თავგანწირვას სიხარულად აქცევს, გულის გადახსნას კი სიამოვნებას. {პემ ბრაუნი}
*მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის არც სკოლის საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა- მეგობრობის აზრი თუ არ იცი ჩათვალე, რომ ვერაფერი გისწავლია.
*ხალხის გარეშე როგორმე გაძლებ, მეგობარი კი მუდამ გჭირდება {ჩინური ანდაზა}
* რაც მეტი მეგობარი გვყავს, მით უფრო ძლიერნი ვართ, თუ გვიყვარს და ვუყვარვართ, ჩვენი არსებობა უდიდესი ბედნიერებითაა აღბეჭდილი. {სიდნი სმითი}

* ამქვეყნად იმაზე ძვირფასი არაფერია, როცა გრძნობთ რომ ვიღაცას სჭირდები { დაიანა დორზი)
* რა ჯობია როცა მეგობართან ერთად იმაზე იცინი, რაც ორივეს გამხიარულებთ { გლორია ვანდერბილტი)
*მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს- სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად{პემ ბრაუნი}
* ჭეშმარიტი მეგობარი ვერასოდეს გაგაოგნებს: მან წინასწარ იცის იმ წუთს რა გინდა ან რა გაგახარებდა {შარლოტ გრეი}
*მეგობარი სწორედ მაშინ გიდგება გვერდში, როცა თითქოს მთელი სამყარო ზურგს გაქცევს {ალან გუდიერი}
*მეგობრობა ისაა როცა არც ჭირში და არც ლხინში თავს ეულად არ გრძნობ. {პემ ბრაუნი}

*მეგობარი ისაა, ვისაც დილის 4 საათზეც კი თამამად დაურეკავ. { მარლენ დიტრიხი}
*როცა მეგონა, აღარაფრის ძალა არ მქონდა, შენ მიდგებოდი მხარში და მეუბნებოდი ყველაფერიც შეგიძლიაო… ჯერ არც შემცდარხარ {კლარა ორტეგა}
*გულით ნათქვამი “ეგ არაფერი..” ანდა “რაც იყო, იყო…”- ეგაა სწორედ ის სიტყვები, რაც ცხოვრების ძალას გვანიჭებს.
*მეგობარი ამჩნევს, როგორ გწყდება გული, როცა თავს რაღაც სასურველის შეძენის უფლებას ვერ აძლევ და დღეობაზე სწორედ იმ ნივთს გჩუქნის(შარლოტ გრეი}
* მხოლოდ ერთს ვნატრობ: იმდენ ხანს მაცოცხლა, როგორმე დაგიბრუნო შენგან ნაგრძნობი, დაუმსახურებელი ზღვა სიკეთე { პემ ბრაუნი}

P.s მადლობა ჩემს მეგობრებს რომ ასეთები არიან…

Sunday, May 29, 2011

ფსიქოპორტრეტები თმის ფერის მიხედვით


ქერა (ქერა თმის ყველა ტონალობა)
ანეგდოტების სტანდარტული გმირის პორტრეტს ნამდვილ ქერებთან ცოტა აქვს საერთო. ბუნებრივად ქერები, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 16%-ს რომ შეადგენენ, მამაკაცების ოცნების ობიექტები ყველაზე ხშირად არიან ხოლმე. ძლიერი სქესის წარმომადგენლები, როგორც წესი, თავს იტყუებენ, როცა თვლიან, რომ ქერა ცოლი აუცილებლად ნაზი და მორჩილი იქნება. შესაძლოა, ასეთი წარმოდგენის მიზეზი სახის რამდენადმე ბავშვური გამომეტყველებაა, რომელიც ზემოხსენებულ თვისებებთან ასოცირდება. არადა ქერები არც სულელები არიან, არც მიამიტები და არც რბილი ხასიათი გამოარჩევთ. სხვებზე უკეთ ერკვევიან… მათემატიკასა და ზუსტ მეცნიერებებში. სხვებზე მეტად ენდობიან თავიანთ ინტუიციას. მათი ცივსისხლიანობისა და თავდაჭერის მიღმა უამრავი მძლავრი ემოცია იმალება, მაგრამ ქერები მათ აფიშირებას არ ჩქარობენ. არცერთი ქერა ქალი იმდენად არ ენდობა მეორე ადამიანს, რომ თავის სულში ჩაახედოს და აჩვენოს, რა ხდება იქ სინამდვილეში. ამიტომ მამაკაცებს მოლოდინისა და სინამდვილის შეუთავსებლობასთან  შეჯახება უხდებათ. დამჯერე და რბილი ქალის ნაცვლად უცებ ანგარიშიან ჭკუისკოლოფას წააწყდებიან, რომელიც თავის სარგებელს არასდროს გაუშვებს ხელიდან და იწყება გაუგებრობები, რომლებიც ბოლოს განქორწინებითაც მთავრდება ხოლმე.  საზოგადოებრივი ”აზრი” ისე მოქმედებს, რომ დიდი ალბათობაა, ქერას პირველი პაემანი (ხშირად უკანასკნელიც) საწოლში დამთავრდეს.
ფერფლისფერთმიანებს ბრბოსგან გამორჩეულობისკენ საოცარი სწრაფვა ახასიათებთ.
შავგვრემანი (შავი, მუქი ყავისფერი თმა)
შავთმიანი ან ძალიან მუქთმიანი გოგონები თვითნება ხალხია. მათ შორის ბევრი მელანქოლიკია, რომლებიც ღრმად განიცდიან პატარა წარუმატებლობასაც და თვითგვემისკენაც იდრიკებიან. იმაზე, თუ რა არის საკუთარ ძალაში ეჭვის შეტანა და განწყობის უეცარი ცვალებადობა, საკუთარი გამოცდილებით იციან. უმრავლესობა სჯერა, რომ  ”გამოთმული აზრი სიცრუეა” და განცდების გამოაშკარავებას არ ცდილობს.  ასანთივით უცებ აალდება და მერე ასევე სწრაფად მშვიდდება.
ამ ტიპის ქალის თვითდამკვიდრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხერხი მამაკაცთა გულების მსხვრევაა. და აქ საქმე ცეცხლოვან სექსუალურ ტემპერამენტში სულაც არაა - ისინი ამგვარად თავისუფლდებიან ეჭვებისგან, რომლებიც მათსავე სილამაზეს და სხვებისთვის მათი პიროვნების არსებობის საჭიროებას ეხება. მუქთმიანებს სხვებზე მეტად აინტერესებთ ფსიქოლოგია – ზოგადად და ფსიქიატრია – განსაკუთრებით. რაც უფრო ღიაა სახის ფერი, მით მეტადაა გამოკვეთილი აღწერილი თვისებები და მით უფრო მეტად ვლინდება სენტიმენტალურობა. მიზანსწრაფული ადამიანები არიან: ტაქტიკოსები და სტრატეგოსები – უმრავლეს შემთხვევაში აღწევენ იმას, რასაც ესწრაფიან.
საინტერესოა, რომ მამაკაცები ოცნებობენ ქერებზე, მაგრამ ცოლად შავგვრემანი ”საბედისწერო ქალი” მოჰყავთ. ერთი გამოკვლევის შედეგად დაგროვილი მონაცემების მიხედვით, მილიარდერების ცოლების 70% შავგვრემანია და მხოლოდ 22%-ი – ქერა.
წითური (ფორთოხლისფერი ჟღალი თმიდან სპილენძისფრის ჩათვლის)
წითურები სხვებზე მეტად ნერვიულობენ და ფეთქებადი ტემპერამენტით ხასიათდებიან. საქმე ისაა, რომ ისინი სხვებზე ნაკლებ ანტისტრესულ ჰორმონს გამოიმუშავებენ. ემოციურები არიან და ხანდახან არათანმიმდევრულებიც. არ უყვართ, როცა ვინმე ზეწოლას ახდენს მათზე და ძნელად ურიგდებიან ნებისმიერი სახის პირობითობას, ურჩევნიათ ორიგინალურები იყვნენ. დარწმუნებული არიან, რომ არავინ არავისთან ვალში არაა და ამ პრინციპს ხორცს ყოველთვის ასხამენ. ავტორიტეტებს დიდად არ აღიარებენ, მათთვის მნიშვნელოვანი ერთადერთი ადამიანის აზრია და ის ერთადერთი ადამიანი თავადვე არიან; ძნელად ეთვისებიან კოლექტივს.
წითურთმიანები იშვიათად ფილტრავენ საკუთარ გამონათქვამებს. ზოგადად, სპონტანურობას, რომელიც მათი ცხოვრების ყველა სფეროზე ვრცელდება, არავის დაესესხებიან.
წაბლისფერი (ყველა ტონალობა, ძალინ მუქის გარდა)
ნაზი, ”მყუდრო”, თითქოს სითბოს ასხივებენო, წაბლისფერთმიანი ქალები ხშირად დაუფასებელი არიან – არადა სულ ტყუილად. მათ უმრავლესობას საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდი ხასიათი აქვს. კომუნიკაბელურები და სასიამოვნო არიან ურთიერთობაში – ხალისით ეცნობიან ახალ ადამიანებს, მათთან არაა საჭირო დიდხანს და მტანჯველად შესაფერისი სასაუბრო თემის რჩევა. როგორც წესი, ძალდაუტანებელი საუბარი თავისთავად ეწყობა. მათი ხასიათის ძლიერი მხარეა სტრესგამძლეობაც. ღიმილიანი გამომეტყველებით რამდენიმე წუთში შეუძლიათ ოფისში გაჩენილი ”ხანძრის” ჩაქრობა და თითქოსდა გამოუვალი მდგომარეობიდან პანიკის გარეშე გამოსავლის პოვნა. მაგრამ ”მშვიდობიან” დროს, როცა ქარტეხილები არაა და, შედეგად, არც სისხლში ადრენალინის უეცარი დაუგეგმავი ამოფეთქვის გარემოა, მონოტონური, რუტინული სამუშაო სწყინდებათ და ძნელად იტანენ.
წაბლისფერთმიანი ქალები ხშირად, გაუცნობიერებლად, ფსონს თავიანთ გარეგნობაზე კი არა, გონებაზე დებენ, მერე კი უკვირთ, რატომაა, რომ მამაკაცები მათ კაბაში გამოწყობილ კაცად აღიქვამენ, მაღალ შეფასებას აძლევენ მათ ინტელექტს, პროფესიულ კომპეტენტურობას და ლოგიკური აზროვნების უნარს, ანდობენ პირადი ცხოვრების პიკანტურ წვრილმანებს… რომანებს კი სხვა ქალებთან აბამენ.

Tuesday, May 17, 2011

ეს მხოლოდ საქართველოში ხდება

მხოლოდ საქართველოში ყველა ადნაკლასნიკებშია და ყველა ამბობს რო გოიმობაა.
მხოლოდ საქართველოში ადამიანს შეიძლება საჭმელი ფული არ ქონდეს მარა ჯიბეში უიობრესი მესამე თაობის მაბილნიკი ედება.
მხოლოდ საქართველოში მარადონას თამაშზე სტადიონი ნახევრად ცარიელია.
მხოლოდ საქართველოში ტატუ თუ აქ გოგოს ის კაცთანაა ნამყოფი და იასნია შენც მოგცემს იმიტო რო თუ ერთ კაცთან არი ნამყოფი ხო იასნია რო ყველას აძლევს.
მხოლოდ საქართველოში ყველას უყვარს გალაკტიონი მარა ნახევარზე მეტს არც ერთი ლექსი არ წაუკითხავს და მეორე ნახევარს კიდე გალაქტიონი გონია.
მხოლოდ საქართველოში ადამიანი ნაკითხია 10 წიგნი თუ აქვს წაკითხული და ნუ თუ უკვე 50 დაგააბიჯა ზნაჩიტ უკვე გენიოსია.
მხოლოდ საქართველოში ანატომიის გაკვეთილზე არ აყოლებენ ქალისა და კაცის ორგანოების აღწერას იმიტომ რომ უზრდელობაა და წიგნში ვინც ეს დაწერა და დახატა იმას “გაუხმეს ხელი”.
მხოლოდ საქართველოში Play Boy წამგებიანი პროექტი გამოდგა.
მხოლოდ საქართველოში შარდენზე თუ ზიხარ და ყავას სვავ ძერსკი ხარ და თუ დიღმის ტრასაზე რომელიმე რესტორანი დახურე ბანძი, იმიტო რო მაგ ფასად შარდენზე შეგეძლო 3 პორცია პიცა და 2 პორცია ცეზარი გეჭამა.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება გყავდეს შეყვარებული 3 წლის განმავლობაში და მაინც გჭირდება ქალებში სიარული იმიტომ რომ ჯერ ქორწილი არ ყოფილა.
მხოლოდ საქართველოში “ფასტფუდს” აზაკაზებ და 20 წუთი ელოდები.
მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა აპლიკაციაში Sex ის გრაფაში კაცს ჩაეწერა Twice per week (British petrolium ში მოხდა ეს ამბავი).
მხოლოდ საქართველოში შეიძლება გოგოს ელვის პრესლიზე მაგარი ბაკინბრდები ქონდეს და მაინც მოდელი იყოს !!!
მხოლოდ საქართველოში იმართლებ მათხოვართან თავს იმის გამო რომ ფული არ გაქვს.
მხოლოდ ქართველს შეუძლია ერთჯერადი ცხვირსახოცი მრავალჯერ იხმაროს.
მხოლოდ საქართველოში არსებობს ისეთი გენიალური პიროვნება როგორიცაა შალვა ნათელაშვილია.
მხოლოდ ქართველ მშობელს შეუძლია უთხრას შვილს რომ მოწევა ცუდია და წინადადების ბოლოს სიგარეტს მოუკიდოს და ნაპასი ამოარტყას.
მხოლოდ საქართველოში აქვთ ტაქსისტებს 2 წითელი დიპლომი.
მხოლოდ საქართველოში Red Bull გთენთავს.
მხოლოდ საქართველოში ქალიშვილობა დაუფასებელია მაგრამ თუ პლასტიკურ ქირურგებს ვკითხავთ მხოლოდ 200 ლარი ღირს.
მხოლოდ საქართველოში გოგო ქალიშვილია მაგრამ სექსი ქონია.
მხოლოდ ჩვენთან არის ყველა საქართველოთი და ქართველებით უკმაყოფილოა, მაგრამ რო კითხო პატრიოტია.
მხოლოდ საქართველოში თუ ნაცნობი შეგხვდა ტრანსპორტში უნდა გადაუხადო არავინ არ იცის რატომ მარა უნდა გადაუხადო ვსო ეს აქსიომაა.
მხოლოდ ჩვენ ვაჟკაცების თვალით ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე გოგო იძლევა და ქართველი გოგო არა ტი შტო როგორ მოგცემს ქართველები ხო დაკვირტვით ვმრავლდებით.
მხოლოდ საქართველოში სხვისგან არ გასდით მარა თვითონ აგინებენ საკუთარ თავს დედას.
მხოლოდ საქართველოში მარხულობენ გოგოების გარკვეული კატეგორია იმისთვის რომ წონაშიდაიკლონ.
მხოლოდ საქართველოში მიდიან სრულებით უცხო ადამიანთან ტექსტით ბრატ სიგარეტი არა გაქ? და ის ვალდებულია რო მიცეს ეს აქსიომაც გაურკვეველია როგორც ტრანსპორტში გადახდის.
მხოლოდ საქართველოში გრძელი თმა თუ გაქ გეი ხარ მარა თუ გრძელი თმა გაქ და კეპკა ამავდროულად თავზე, დერსკი ხარ.
მხოლოდ საქართველოში როკი სატანისტურია მარა ბიტლზი მაინც მაგარია.
მხოლოდ საქართველოში მიდიან არჩევნებზე რიგში დგანან წვალობენ მოდიან უკან და ფიქრობენ რო მაინც ჩააწყობენ და რატომ ვიწვალეო.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება გააკეთო ფული იმით რომ აქციაზე მიხვიდე (თითო აქცია 20 ლარი მქონია შემოთავაზებები სხვათაშორის).
მხოლოდ საქართველოში სექსის მერე სიგარეტს ეწევიან და არ გააბაზროო ამბობენ.

მხოლოდ საქართველოში სკაიპით იცნობენ ერთმანეთს მერე ხვდებიან ან მზიურთან ან რუსთაველის მეტროსთან რამე იაფასიან კაფეში შედიან. მერე ზასაობენ, ბოლოს გოგო სახლში მიდის და დაქალს უყვება რო მაგარი ბიჭი გაიცნო და ისინი მუდამ ერთად იქნებიან, ბიჭი კიდე ბირჟაზე დგას და ძმაკაცებს უყვება როგორ “გაზასა” მაგარი “დაზგა”.

მხოლოდ საქართველოში გოიანთ რომ ყველა რუსი და უკრაინელი ქალის ნატვრაა რომ ვინმე ქართველი გამოიჭიროს და მასთან სექსით დაკავდეს.
მხოლოდ საქართველოში ბებიები სერიალს უყურებენ და მერე ტელეფონზე არჩევენ კონტენკს ამ სერიისას, თუ თქვენს ოჯახში ეს ესე არ არის მაგრად გაგიმართლათ.
მხოლოდ საქართველოში 2 ფაქი რეპის ყველაზე მაგარი და პირველი შემსრულებელია მაგრამ არავინ არ იცის run dmc არსებობის შესახებ.
მხოლოდ საქართველოში შიდსისაგან დაცვის დღეს დარიგებული პრეზერვატივების ნახევარი ან შეიძლება მეტიც შემდეგ წლამდე ძლებს.
მხოლოდ საქართველოში ნაით კლაბში შეგიძლია საჭმელი დააზაკაზო.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება მათხოვარმა ფული ისე აგრესიულად გთხოვოს რო ძალადობის აქტში გაატარო.
მხოლოდ საქართველოში ოპერაში იყო შესაძლებელი ხინკლის ჭამა (ეს არ არის ღადაობა ქუთაისის ოპერაში იყო 80-90 წლების კვეთაზე ეგ ამბავი).
მხოლოდ საქართველოში როცა ნარკოლოგიურში ნარკო ტესტი გაქ გიყურებენ როგორ შარდავ (გთხოვთ არ მკითხოთ საიდან ვიცი).
მხოლოდ საქართველოში ჰელოვინი სატანისტურია (დამამტკიცებელი საბუთი ისაა რომ მართმადიდებელ მშობელთა კავშირი შეიჭრა ჰელოვინ ფართიზე წელს და “დაარბია”).
მხოლოდ ქართველმა შეიძლება იცოდეს ტოქსის ყველა ტექსტი ზეპირად და არ იცოდეს შექსპირი ვინაა.
მხოლოდ ქართველს შეიძლება ეგონოს რომ დედა ენა იესო ქრისტემ დაწერა.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება გადაუღოს გოგომ საკუთარ თავს სურათი ერთიდაიგივე პოზაში… 900-ჯერ თან.
მხოლოდ საქართველოში არსებობს მასწავლებლები რომლებიც გაკვეთილზე დარვინის თეორიას რომ კითხულობს თან აყოლებს არ დაუჯეროთ ბავშვებო სამყარო 7 დღეში შეიქმნაო(პირადი გამოცდილება)…
მხოლოდ საქართველოშია რომ თუ სამჯერ მეტჯერ დაგინახეს წიგნით ხელში გეტვყიან ფრთხილად იყავი არ გაგიჟდეო…
მხოლოდ საქართველოშია საკმარისი იესემის დიპლომი რომ ინტელექტუალად ჩაითვალო…
მხოლოდ საქართველოშია სათვალე საჭირო რომ სამსახურში კარგი თვალით დაგიწყონ ყურება ჭკვიანი ბიჭია სათვალეს უჭკუო არ იკეთებსო….
მხოლოდ საქართველოში შეიძლება ადამიანი 20 ლარად ჰყიდდეს მის მომავალს..
მხოლოდ ჩვენთან შეიძლება 56 წლის ბავშვს 79 წლის მამა არჩენდეს…
მხოლოდ საქართველოში როდესაც ფეხით გადადიხარ ცალმხრივი მოძრაობის გზაზე ორივე მხარეს უნდა გაიხედო.
მხოლოდ საქართველოში შეგიძლია თქვა რომ მართმადიდებელი ათეისტი ხარ.
მხოლოდ საქართველოში არსებობს მამა ქალაქი (ქუთეისი სიმონ).

Saturday, May 7, 2011

ქალი კაცის თვალით: ქალური ქცევები

პოსტის სანახავად შედით სრულიადში
  • ქალი არასოდეს იხდის მაისურს ზურგზე ხელის მოჭიდებით.
  • ქალები კეფას არ იფხანენ. პირველ რიგში მათ არ უყვართ თავიანთი დაბნეულობის დემონსტრირება, მეორეც _ ეს ვარცხნილობას აფუჭებს.
  • ქალები ხშირად იხვევენ საკუთარ თმას თითზე, თუნდაც მოკლე თმა ჰქონდეთ მაინც… ან თმას ლოყაზე ისვამენ. კაცები ამას იშვიათად აკეთებენ.
  • ქალი ბოლომდე ვერასოდეს მოხვდება იმას თუ რატომ იფარებენ ფეხბურთელები ხელს როდესაც კედელს აკეთებენ. ამიტომაც ის არასოდეს შეხტება, როცა რომელიმე ფილმის გმირს ფეხებსშორის ბათინკს ამოარტყავენ.
  • ქალი სიგარეტს კბილებს არ უჭერს და არც პირში იტოვებს. მას სიგარეტი სულ ხელში უჭირავს.
  • მთქნარებისას, ქალი პირს ხელისგულით იფარავს და არა მუშტით.
  • შხაპის მიღების შემდეგ, ქალი, არა აქვს მნიშვნელობა გრძელი თმა აქვს თუ არა, აუცილებლად იხვევს თავზე პირსახოცს ჩალმასავით ერთი წუთით მაინც. ამ აღმოსავლური რიტუალის გაჩენის მიზეზები უცნობია.
  • ქალს პრაქტიკულად არ აღიზიანებს როდესაც საცვალი დუნდულებს შორის ეჭედება. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები დიდი სიამოვნებით ატარებენ ყველა იმ წამებისათვის მოგონილ ნივთებს რასაც ბიკინი ეწოდება. ამასთან ერთად ქალი არ ცდილობს საცვლის უკნიდან ჩუმად შესწორებას როდესაც სკამიდან დგება.
  • ვიღაცის დასარტყმელად ქალი ხელს გვერდზე კი არა უკან წევს. სწორედ ამიტომ არავინ უშვებს ქალებს ტანკების ასაფეთქებლად.
  • ქალებს მოსწონთ ეს ცოცხები, რომლისგანაც ამდენი ნაგავი გროვდება. ისინი მათ “გამხმარი ყვავილებისაგან დამზადებულ კომპოზიციებს” უწოდებენ.
  • ხელის ჩამორთმევისას ქალები ხელს თითქმის არ უჭერენ.
  • როდესაც ქალს ეძახიან, ის მხოლოდ თავს ატრიალებს. კაცი კი მთლიანი კორპუსით ტრიალდება, იმიტომ რომ უფრო მოუქნელი კისერი აქვს.
  • ქალებს ეშინიათ ობობების, ჭიების და თაგვების. მათ ასევე არ მოსწონთ მუხლუხოები, თუნდაც ისინი ძალიან ლამაზები იყვნენ.
  • ქალების უმეტესობა თვლის რომ წყლით და საპნით ბანაობა მავნებელია (რითაც იბანენ სააბაზანოში ნახეთ).
  • სექსის დროს ქალი ფიქრობს იმაზე ლამაზად გამოიყურება თუ არა.
  • ხელების ჩვენების თხოვნაზე, კაცები ხელებს ხელისგულით ზევით იშვერენ წინ. ქალები კი ხელისგულებით ქვევით. ალბათ იმიტომ, რომ მათი მანიკურის და ბრილიანტების ზომის დემონსტრირება მოახდინონ.
  • ის სიტყვები, რასაც ქალი იძახის თუ თითში ჩქაქუჩს ჩაირტყავს, შეიძლეიძლება ცენზურის გარეშე, თავისუფლად გავუშვათ საბავშვო გადაცემებში… ის,რასაც კაცი ამბობს ასეთ შემთხვევებში, მისი ტრანსლირება არ შეიძლება.
  • ქალები ლუდის ბოთლებს ლუდის ბოთლის სახსნელით ხსნიან.
  • ქალები მკერდით სუნთქავენ. კაცების სუნთქვის პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი მუცლის კუნთები.
  • ქალებს არ უყვართ, როდესაც ხელები აქვთ თავისუფალი. ამიტომაც ისინი ყველგან თან დაათრევენ ჩანთას _ რათა მისი ღვედი აწვალონ, კიდეზე ეჭიროთ ხელი და მასში უსასრულოდ იქექონ. ჩანთის არქონის შემთხვევაში, ამ როლზე წავა ნებისმიერი სხვა ნივთი – მარაო, ხელთათმანები, წიგნაკი, ყვავილი…
  • მთაზე ასვლას, ან მთიდან ჩამოსვლას, ქალები გვერდულად ცდილობენ. კაცები კი უბრალოდ უფრო განზე დგამენ ფეხებს.
  • თავიანთი ტერფების თვალიერებისას ქალები ფეხს ზურგს უკან წევენ. კაცები კი უბრალოდ აწეულ ტერფს ატრიალებენ.
  • ქალები თავიანთი სასქესო ორგანოების მიმართ გულგრილნი არიან, შორიდან ან საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს. ქალები არ ელაპარაკებიან მათ, არ არქმევენ სასაცილო სახელებს, არ უბრაზდებიან მათ.
  • ცხელ ქვიშაზე ან ხრეშზე სიარულისას ქალები თითისწვერებზე დადიან, კაცები კი მარტო ქუსლებს ადგამენ.
  • დაჯდომისას ქალები მუხლებს ატყუპებენ, ან ერთმანეთის პარალელურად უჭირავთ. ამიტომ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქალი მეზობლის ყოლა უფრო სასურველია.
  • გაზმორვისას კაცები შლიან ან ზევით წევენ ხელებს. ქალები იდაყვებში ხრიან და გვერდებზე იბჯენენ.
  • ქალების მისწრაფება კომპრომისებისადმი გამოიხატება, მათ მიერ უცენზურო ანეკდოტების მოყოლაში. მათ შეიძლება გაბედონ სახალხოდ მოყვნენ ყველაზე უცენზურო ანეკდოტიც კი, მაგრამ საკვანძო სიტყვას ისე ჩუმად და გაურკვევლად ჩაიბურტყუნებენ, რომ ვერავინ ვერაფერს გაარკვევს. ზოგჯერ უცენზურო გამონათქვამის გამოხატვას მიმიკით, ჟესტიკულაციით და სახის სასოწარკვეთილი გამოხატულებით ცდილობენ.
  • ხალათებზე ქამარს ქალები ჭიპს ზემოთ იკრავენ. კაცები _ ქვემოთ.
  • თუ ქალს ქუჩაში შარვალზე ელვა შესაკრავი გაეხსნება, ის ამას აუღელვებლად შეხვდება და წყნარად შეიკრავს შარვალს.
  • ქალები ყურებს თითებით იცობენ, კაცები _ ხელისგულებით.
  • როდესაც ქალს სთხოვთ რომ სანთებელა მოგაწოდოთ, ის მოგაწვდით სანთებელას და არ შეამოწმებს თქვენს რეაქციას და ხტუნვის უნარს.
  • თუ კაცი, ქალის თვალში, ცოტათი თუ წავიდა წინ განვითარების პროცესში მაიმუნისგან, თავის მხრივ მამაკაცებსაც შეგვიძლია აღვნიშნოთ რამდენიმე თვისება, რომელიც ჩვენ ქალბატონებს ოთხხელა წინაპრებისგან გადმოყვათ. მაგალითად, საათობით ეძებონ თავიანთი მამრის ბალანში მწერები. პატარა ფეხსახსრიანების არარსებობის დროს ქალები ფერისმჭამელებით და მუწუკებით კმაყოფილდებიან.
  • ჩაცმისას, ქალი ჯერ პერანგს ჩაიცვამს, მერე შარვალს. კაცები, როგორც წესი, პირიქით იქცევიან.
  • ქალი ხელთათმანებს ქუჩაში გასვლამდე იცვამს.
  • მძიმე ტვირთის აღებისას, ქალი შეეცდება გვერდზე დაიჭიროს ის. კაცი კი ტვირთს თავის წინ ეზიდება.
  • ხურდა ფულის და მსხვილი კუპიურების ტარებას ქალები ერთსა და იმავე ადგილას ამჯობინებენ. ამიტომაც მათ იშვიათად უჩხარუნებთ ჯიბეები.
  • მუშტის დარტყმისას ქალი წინ წევს ცერა თითის.
  • როდესაც ქალები სხედან, მათ აქვთ ჩვევა ფეხი ქვეშ ამოიდონ და ფეხებს შორის მიიბჯინონ. კაცები თავის თავს ამის უფლებას არ აძლევენ.
  • და ბოლოს: სექსის შემდეგ ქალს ძილის მაგივრად საუბარი და პარტნიორის კოცნა უნდება.

Friday, May 6, 2011

ქალის სურნელი

ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დოქტორმა სოლ მილერმა და მისმა კოლეგამ _ ჯონ მენერმა თავიანთი კვლევებით დაამტკიცეს, რომ მამაკაცებს გაცილებით უფრო იზიდავს ქალის სხეულის ნატურალური სურნელი, ვიდრე სურნელი ქალის პარფიუმერიისა.
მეცნიერებმა ქალების მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა ფაზაში შეაგროვეს მათი სხეულის სურნელის ნიმუშები და გამოსცადეს ისინი საპირისპირო სქესის მოხალისეებთან.
გაირკვა, რომ მამაკაცები უფრო მეტად რეაგირებდნენ იმ ნიმუშებზე, რომლებიც აღებული იყო ქალებისაგან ოვულაციის პერიოდში. ძლიერი სქესის ასეთი რეაქცია სრულიად გეგმიური იყო. ალბათ სწორედ ეს სურნელი განსაზღვრავს მამაკაცების არჩევანს, პარტნიორის არჩევის დროს.
მკვლევარები აცხადებენ: "ეს არის პირველი მტკიცებულება იმისა, რომ ქალის სხეულის განსაკუთრებულ სურნელს ოვულაციის პერიოდში აქვს პირდაპირი ზეგავლენა მამაკაცებში, რაც იწვევს მათ ბიოლოგიურ პასუხს."
და კიდევ სურნელი
სურნელის (პარფიუმერიის) არჩევა დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე, მაგრამ არანაკლებ როლს თამაშობს წელიწადის დროებიც.
ზამთარში, ცივ ამინდში სითბოს საჭიროებას განვიცდით, ამიტომ კარგი განწყობისათვის უპირატესობას ვანიჭებთ ცხელ, მშრალ არომატებს, ისეთებს, როგორიცაა ევკალიპტი, კამფორა, ნუში, ვარდი, დარიჩინი, აფროდეზია, გერანი.
შემოდგომისთვის, ცივი ნოტიო ამინდისათვის იდეალურია თბილი, მშრალი სურნელი: ამბერი, პაჩული, გარდინია, ტულასი, ოპიუმი, გერანი, ჩამპა.
ადრეულ გაზაფხულს, უხდება ოდნავ ნოტიო სუნები, როგორიცაა: ვანილინი, მირი, ფიჭვი, კედარი, ლოტოსი და ქოქოსი.
რაც უფრო ახლოვდება ზაფხული, მით უფრო ნოტიო, ცივი სურნელის საჭიროება იქმნება. ამ დროს კარგია ზეთოვანი არომატები: ნეროლი, როდოდენდრონი, როზმარინი, ჟასმინი. ნოტიო სურნელები: სანდალი, ლავანდა, ბერგამოტი, გიაცინტი, მაგნოლია, ლადანი, ია, ლიმონი. ეს სურნელები ზაფხულის მხუთავი სიცხის დროს თავს კარგად გვაგრძნობინებენ.
ტანსაცმელი ამშვენებს ადამიანს, ხოლო სურნელი ასახავს მის შინაგან სამყაროს. ჩვენ ინტუიციით ვირჩევთ სურნელს, ამიტომ არომატის მიხედვით შეიძლება ბევრი რამ ვთქვათ მის მატარებელზე. თუ როგორ გრძნობს თავს და როგორი უნდა რომ წარმოაჩინოს თავი საზოგადოებაში.
ადრე არსებობდა სტერეოტიპები, რომ თითოეული სურნელი შეესაბამება გარკვეულ გარეგნობას. მაგალითად, შავგვრემან ქალს უხდება აღმოსავლური სურნელი. ქერას, პირიქით, მსუბუქი, ახალი სურნელი.
კიდევ ერთი სტერეოტიპი: არომატი ამორჩეული უნდა იყოს სამუდამოდ, ან იმდენი ხნით, რომ გარშემო ყველა თვლიდეს მას შენს საკუთარ სურნელად.
ჩვენს დროში ასე აღარ ფიქრობენ. თანამედროვე ქალებს მინიმუმ 6 სახეობის სუნამო აქვთ და მათ თავიანთი განწყობის, ხასიათის, წელიწადისა და დღე-ღამის დროების, სხვადასხვა სიტუაციების მიხედვით ხმარობენ. მაგალითად, სამსახურისთვის, რომანტრიული შეხვედრისთვის, ბუნებაში გასასვლელად, სპორტული კლუბისთვის. იცვლება როლი _ იცვლება სურნელიც.
უნდა გვახსოვდეს, რომ სურნელი შეიძლება იყოს, ენერგიული, რომანტიული და იდუმალი. ამიტომ დღეს სუნამოს არჩევანს უკავშირებენ ხასიათსა და არა გარეგნობას. ჯერ კიდევ ძველბერძენმა ფილოსოფოსმა ჰიპოკრატემ გამოყო ადამიანის ხასიათების 4 ტიპი. არ არსებობს სუფთა, რაფინირებული რომელიმე ერთი ტიპის ადამიანი, ყველა ადამიანში არის ორი ან მეტი ტიპი გაერთიანებული. მიუხედავად ამისა, თქვენს ხასიათში შეიძლება გამოვყოთ ერთი დომინანტი ტიპი, რომელიც ყველაზე ახლოს არის ქვემოთ ჩამოთვლილ კლასიფიკაციასთან.
ქოლერიკი:
ესენი არიან ცოტათი აგრესიული ადამიანები, რომლებსაც აქვთ მკვეთრად გამოხატული მიმიკა, მოძრავი ჟესტები. არიან თავისუფლების მოყვარულნი, ოპტიმისტები, კონტაქტურები (ზოგჯერ ზედმეტადაც), მიჩვეულნი არიან მუშაობის ძალიან მაღალ ტემპს, სრულიად იხარჯებიან, დაწყებული საქმე ყოველთვის მიჰყავთ ბოლომდე, გამოირჩევიან დიდი პასუხისმგებლობით, პირად ცხოვრებაში ცეცხლოვანი და მტკიცენი არიან.
მათთვის საუკეთესო არომატებია: ყვავილის მოტკბო სურნელი შეზავენული ხის სურნელთან და აღმოსავლურ ციტრუსებთან: გერანი, როდოდენდრონი, ვანილინი, პიტნა, ღამის დედოფალი.
სანგვინიკები: 
ძლიერი პიროვნებები, ხანდახან იმპულსურები, ადვილად აღგზნებადნი. კონტაქტურნი, მეგობრულნი. კომპანიის სულიო, მათზე იტყვიან. არ ჩერდებიან ერთ ადგილზე, უყვართ მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებების მიღება, აქვთ კარგი იუმორის გრძნობა და არტისტიზმი. ადვილად აგვარებენ კონფლიქტებს და ადვილად პოულობენ გამოსავალს უცნაური სიტუაციებიდან.
მათ შეესაბამება არომატები, ნედლი ყვავილისა და ციტრუსის სურნელი: ლავანდა, სანდალი, ლადანი, ბერგამოტი, მაგნოლია, ნეროლი.
ფლეგმატიკები: 
მშვიდები, აუჩქარებლები, არ გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს, თანმიმდევრულნი, თანაბარნი, აუჩქარებელი მეტყველებით, ძნელად იცვლიან ხასიათს, სიყვარულში გამოირჩევიან ერთგულებით, მედგრები და მიზანმიმართულები, რაც საშუალებას აძლევს ცხოვრებაში ბევრს მიაღწიონ. მედგრობა და მოთმინება, ეს ორი კოზირი აქვთ მათ.
მათთვის საუკეთესო სურნელია: ნაზი, ახალი, ყვავილოვან სურნელთა ნაზავი: პაჩული, ქოქოსი, დარიჩინი, მიხაკი, ლიმონი, აფროდეზია.
მელანქოლიკები: 
მგრძნობიარე, ემოციური ადამიანები, ფრთხილები და დაკვირვებულები (ხანდახან ეს პარანოიაშიდაც კი გადასდით). აფასებენ მუსიკას და გამომსახველობით ხელოვნებას. არ არიან თავდაჯერებულები, რის გამოც ხშირად ვარდებიან დეპრესიაში. 
სურნელი: ახლი არომატები ციტრუსებთან და ხის სურნელთან შეზავებული: ვარდი, ღვია, კამფორა, ოპიუმი, მირა, ფორთოხალი, გიაცინტი, ია.

კარგი, ცუდი და ჭკვიანი გოგონები

კარგ გოგონებს სამოთხისა სჯერათ, ცუდებს - ჯოჯოხეთისა, ჭკვიანებს -დარვინის.

კარგი გოგონები ელოდებიან თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს, ცუდები - შავ "მერსედესიან" მილიონერს, ჭკვიანები თვლიან, რომ ორივე პერსონაჟი გამოგონილია.

კარგ გოგონებს სძინავთ პიჟამოში, ცუდებს შიშვლებს, ჭკვიანებს კი სიტუაციის მიხედვით.

კარგი გოგონები ეძებენ თავიანთ ეროგენულ ზონებს, ცუდებს უკვე ნაპოვნი აქვთ ისინი, ჭკვიანები კი ფიქრობენ, რომ არაეროგენული ზონა არ არსებობს.

კარგი გოგონები ქმრის ერთგულები არიან, ცუდები - საყვარლის, ჭკვიანები კი ორივესი.

კარგ გოგონებს ყველა ბავშვი უყვართ, ცუდებს - მხოლოდ სრულწლოვნები, ჭკვიანებს - თავისი.

კარგი გოგონები ირუჯებიან საცურაო კოსტიუმებით, ცუდები - მათ გარეშე, ჭკვიანები - ჩრდილში.

კარგ გოგონებს სამსახური აქვთ, ცუდებს სპონსორები ჰყავთ, ჭკვიანებს კი თავისი ბიზნესი აქვთ.

კარგ გოგონებს სუფთა, ფაქიზი სიყვარულის სჯერათ, ცუდებს - ხშირი სიყვარულის, ჭკვიანებს კი ხარისხიანის.

კარგი გოგონები იცვამენ კოხტად, ცუდები - გამომწვევად, ჭკვიანები - სწრაფად.

კარგი გოგონები ხდებიან მზრუნველი ცოლები, ცუდები - გასაოგნებელი საყვარლები, ჭკვიანები - ერთგული მეგობრები.

Monday, April 25, 2011

სქესობრივი ცხოვრების დაწყება

როდის?

არ არსებობს მკაცრი ასაკობრივი და ფიზიოლოგიური საზღვრები, თუმცა ჩვენ კატეგორიულად არ გირჩევთ 16 წლამდე დაწყებას. დაწყება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც ადამიანი ამისთვის მზადაა. მზადყოფნაში იგულისხმება ფსიქოლოგიური და ინფორმაციული მზადყოფნა. ფსიქოლოგიურად თქვენ ეს უნდა გინდოდეთ, სწორედ ამ კაცთან, ახლა, ამ პირობებში, გინდოდეთ საკუთარი ნებით და არ უნდა ჰქონდეს ადგილი რაიმე მსხვერპლს თქვენგან. ინფორმაციულად კი თქვენ უნდა იცოდეთ ქალისა და მამაკაცის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები, ორსულობისაგან და ინფექციებისაგან თავდაცვა, გყავდეთ ექიმი, რომელსაც ნებისმიერ მომენტში მიმართავთ. კონტრაცეფციის შესახებ არა უბრალოდ უნდა გქონდეთ წაკითხული, არამედ კონტრაცეპტივი უნდა გქონდეთ თან და შეგეძლოთ მისი გამოყენება. ასევე ერთხელ და სამუდამოდ უნდა გახსოვდეთ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა მხოლოდ პირველ რიგში სწორედ თქვენი საქმეა. ორსულობისაგან დაცვა სწორედ თქვენი საქმეა და არა თქვენი პარტნიორის. მაშინაც კი, როდესაც ის უფრო გამოცდილია, როდესაც მას მთლიანად ენდობით – ასეთ რამეზე ზრუნვას ნუ მიანდობთ. ეს მისი საქმე არ არის. დაივიწყეთ ორსულობისაგან დაცვის კალენდარული მეთოდი, შეწყვეტილი სქესობრივი აქტი და სქესობრივი აქტი მენსტრუაციისას – ეს ძლიერ არაეფექტური მეთოდებია. თქვენ უნდა იცოდეთ ორსულობის დიაგნოსტიკის მეთოდები და მისი შეწყვეტის მეთოდები – რეალური და არა წარმოსახვითი. უნდა გამორიცხოთ ფსედოსამედიცინო ინფორმაცია – დაქალების და ნათესავების რჩევები, ინტერნეტ–ფორუმები, პოპულარულ ჟურნალებში სტატიები, ფილმები. სარწმუნო ინფორმაცია მხოლოდ პროფესიონალებიდან მოდის. თქვენ უნდა გქონდეთ შეხვედრების ადგილი, ჰიგიენის მინიმალური საშუალებები, აგრეთვე ფული ექიმთან ვიზიტისა და კონტრაცეპტივების საყიდლად. უნდა გაარკვიოთ ურთიერთობა მშობლებთან. მუდმივ შიშში ხომ არ იქნებით – ვაითუ გამიგონ/მომკლავენ და არ მოატყუოთ ისინი



პირველი შთაბეჭდილება მაინც სამუდამოდ გამახსოვრდებათ და თქვენი და პარტნიორის მოქმედება აღიქმება როგორც ნორმა. თქვენ უნდა გიყვარდეთ და გრძნობდეთ რომ უყვარხართ. ასჯერ მაინც ჰკითხეთ საკუთარ თავს – რატომ გინდათ ეს და გინდათ თუ არა? თუ ყოყმანობთ, ესე იგი თქვენი დრო არ მოსულა და არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ბრძანდებით.



როდის არ შეძლება დაწყება:

1. შანტაჟი – თუ გიყვარვარ, დამიმტკიცე. სიყვარულს მტკიცება არ სჭირდება, განსაკუთრებით საწოლში. თქვენ თავისუფალი ადამიანი ხართ და არ ხართ ვალდებული ვინმეს რაიმე უმტკიცოთ. ასეთ ადამიანთან კი ვერასოდეს თავისუფალი ვერ იქნებით. თუ თქვენ დანებდებით შანტაჟს და მისცემთ ვინმეს თქვენი გამოყენების უფლებას, სწორედ თქვენ ინანებთ შემდგომ იმის გამო, რომ საკუთარი ღირსება ასე დაბლა დაუშვით.



2. მსხვერპლშეწირვა – " მინდა მას მივცე ყველაზე ძვირფასი რაც მაქვს" იგივეა რაც პირველი ვარიანტი, ოღონდ უფრო უარესი ფორმით. სიყვარულს არაფერი აქვს საერთო მსხვერპლშეწირვასთან – ეს გრძნობა მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს ახასიათებთ. თუ ის არ გაძალებთ, დააფასეთ მისი კეთილშობილება და იყავით მისი ღირსი. თქვენი საქციელი უნდა განპირობებული იყოს იმით, რომ თქვენ ეს გინდათ და არა იმიტომ, რომ მსხვერპლი შესწიროთ ვიღაცას. ამით მას ბედნიერებას ვერ მოუტანთ.



3. ასაკი – უკვე დროა. ეს არგუმენტი ხანგრძლივ განხილვად არ ღირს. რისთვის ინახავდით თქვენს თავს ამ ასაკამდე, რომ ისევ საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ წასულიყავით? რადგან ასაკი გაწუხებთ, ე.ი. პატარა გოგონა აღარ ხართ და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა იქნება ამ განწირული ნაბიჯის შემდეგ. როგორც ჩანს ამ ცხოვრებაში თქვენ იდეალურ მამაკაცს ეძებდით. იდეალური გაზიც კი არ არსებობს ბუნებაში(გახსოვთ ფიზიკის სასკოლო კურსიდან?). თქვენ უნდა ისწავლოთ რეალური ადამიანების შეყვარება, თავისი ძლიერი და სუსტი მხარეებით.



4. თვითდამკვიდრება – მე უკვე დიდი ვარ, ეს კი ზრდასრულების ძირითადი საქმიანობაა. ტიპიური ბავშვური ხასიათის გამოვლენაა – დიდების მიბაძვა. ბავშვი იცვამს დედის ტუფლებს, თუმცა მათში სიარული ძნელია, სინჯავს სიგარეტს და მერე ხველებით იხრჩობა და ა.შ. თუ თქვენ ამ მოსაზრების გარდა სხვა არავითარი მიზეზი არ გაქვთ დაწყებისათვის, იცოდეთ, ეს დასაწყისი თქვენთვის ზეიმი ვერ იქნება. ზრდასრულებს მეტი უფლებები აქვთ, მაგრამ მათი პასუხისმგებლობაც მეტია და ყველა მათგანს ერთი სული აქვს ისევ ბავშვობაში დაბრუნდეს. გაიხანგრძლივეთ ბავშვობის წლები სანამ დრო გაქვთ!



5. ცნობისმოყვარეობა – ამაზე რამდენს ლაპარაკობენ, მოდი მეც გავსინჯავ. ისევ კლასიკური ბავშვური ხასიათი – გავსინჯოთ როგორ წვავს ცეცხლი, როგორ იმტვრევა სათამაშო, როგორ ხატავს ფანქარი ... როგორია ნარკოტიკი, როგორია სექსი... რამდენს ლაპარაკობენ, მეც მინდა. მოდი გავსინჯავ, თუ არ მომეწონება აღარ ვიზამ.



ცნობისმოყვარეობა ყველა ცოცხალ არსებას ახასიათებსეს არის სწავლის საფუძველი, გამოცდილების შეძენა. ცნობისმოყვარეობა შესანიშნავი თვისებაა, თუ მას სწორად დავაკმაყოფილებთ – ჯერ სხვისი გამოცდილებით! არაერთ პაციენტს დაუჩივლია ჩვენთან – "გავსინჯე, ვერაფერი ვიგრძენი ტკივილის მეტი, არ მომეწონა, რატომ ლაპარაკობენ ამდენს ამაზე?"– იმიტომაც არ იყო პირველი გამოცდილება კარგი, რომ ეს სიყვარულით არ ხდებოდა, სხვა მიზეზი არ არსებობს. უბრალოდ უნდა დაიჯეროთ, რომ ნარკოტიკი არის ის, რაც არ უნდა გასინჯო, თორემ მასზე დამოკიდებული გახდებით, ხშირად პირველივე გასინჯვით. ასევე სქესობრივი ცხოვრების დაწყება არ შეიძლება თუ მორალურად მზად არ ხართ ამისათვის.



6. გინდათ არ ჩამორჩეთ სხვებს – ირგვლივ (კლასში / ეზოში / ინსტიტუტში) ყველა გულაობს და ჰყვება ამის შესახებ! მხოლოდ მე ... ეს ძველი ანეკდოტის პერსონაჟივით ჟღერს. ადექით და თქვენც მოყევით ზღაპრები, თუ გინდათ სხვებს არ ჩამორჩეთ.. ეს კლასიკური სიმპტომია უმწიფრობის, ზრდასრულ ადამიანს ასეთი არგუმენტი არც კი მოუვა თავში.

გჯერა გოგოს და ბიჭის “მეგობრობის” ?

გჯერა გოგოს და ბიჭის “მეგობრობის” ?

- შენ ჩემი დაიკო ხარ ! ; ) ამ რეპლიკის მოსმენისგან, ხშირად მომღიმარი თუ თვითკმაყოფილებით აღსავსე გოგონები ალბათ კარგი ხასიათით ბრუნდებიან სახლში, ურთიერთობენ “სკაიპით”,”ფეისბუქით” თუ სხვადასხვა საკონტაქტო საშუალებებით დიდი ხნის, თუ ახლად შეძენილ “ძამიკოსთან”, “ძმაკაცთან” თუ უბრალოდ მეგობართან , რომელთანაც შესამჩნევად აქვთ მოხსნილი სხვადასხვა სახის კომპლექსები, არიან მშვიდად და დაცულად გრძნობენ თავს “უღვიძლო ძმის” ყოლით, ენდობიან და ხშირად შეყვარებული წყვილების ალერსისგანაც რთულია გაარჩიო ახალი მეგობრების სითბო ერთმანეთში… ბევრი აზრი შეიძლება გამოითქვას ამ ურთიერთობის თაობაზე, ეს პოსტიც სწორედ ამ საკითხს ეხება და კერძოდ პასუხობს კითხვას: არსებობს გოგოს და ბიჭის (ნამდვილი) მეგობრობა?

პირველ რიგში მინდა განვმარტო ადამიანების ურთიერთობის დასახელებების მნიშვნელობა , რაც დამერწმუნეთ ბევრმა არ იცის და ალბათ დასჭირდება რომ გაიგოს :

ნაცნობი: ადამიანი რომელსაც იშვიათად ვხვდებით მაგრამ ვესალმებით, მხოლოდ და მხოლოდ. არ ვართ გახსნილები, მაგრამ არ ვერიდებით ხშირად (უხერხულობის გამო) თუნდაც გადაკოცნას.

ამხანაგი: სამწუხაროდ, ეს მშვენიერი სიტყვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თითქმის აღარც გამოიყენება ახალგაზრდობაში. ამხანაგი ადამიანია, რომელთანაც თბილი ურთიერთობა გვაქვს, ხშირად შეიძლება გავუბათ დიალოგიც შეხვედრისას, მაგრამ ეს არ ხდება სისტემატიურად, ანუ ეს ურთიერთობა არ არის სიღრმისეული.

მეგობარი: მეგობარი ადამიანია, რომელიც არის ჩვენი ხშირი მესაიდუმლეა , გიყვართ ერთად დროის გატარება და გსიამოვნებთ ერთმანეთთან ურთიერთობა. (ჩვენს დროში “მეგობრის” სტატუსმა საუბედუროდ უკან გადაინაცვლა ამხანაგის და ნაცნობის ადგილას , სამაგიეროდ დამკვიდრდა სიტყვა ” ძმაკაცი”; “დაქალი”, იშვიათად თუ ვხმარობთ “საუკეთესო მეგობარი”.) დღეს კი ჩვენ თუ ვინმესთან “ვმეგობრობთ” , თავისუფლად შეიძლება ვიღაცამ დედა შეაგინოს , ჩვენ კი დიდად არც კი გვაინტერესებს .. – მეგობარია , ძმაკაცი კიარა!.

ბევრი აზრი შეიძლება გამოითქვას ამ საკითხის შესახებ… ზოგი ამბობს, რომ არსებობს.. ზოგმაც შეიძლება მკაცრად უარყოს ამ პოსტის არსებობა, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია. წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი (ბიჭებმა) გოგონებისთვის ძმობის დაფიცების პერიოდში. მართლა გავუწევთ მას პატიოსან ძმობას? (იმედია ხვდებით რა საკითხსაც ვგულისხმობ) სამწუხაროდ ეს საკითხი უფრო ჩვენშია პრობლემური და არა გოგონებში. ხშირად ისინი უფრო არიან მსხვერპლნი და იმედგაცრუებულნი. უამრავი ადამიანის მაგალითი შეიძლება იყოს მოყვანილი, როდესაც გოგონების მიერ აღიარებული ძამიკოსგან ჰქონიათ შემთხვევა სიყვარულის ახსნის. საბოლოოდ ასეთი ურთიერთობა უმეტესად სავალალოდ სრულდება.. ზოგ შემთხვევაში კარგადაც, თანხმობით და ოჯახის შექმნით.. ასეთი მაგალითებიც მრავლად არსებობს და მათთან კითხვით “არსებობს თუ არა ქალის და კაცის ნამდვილი მეგობრობა”.. კერძოდ მე ასეთი პასუხი მივიღე “არა.. მეც ასე მეგონა ადრე.. არც კი ვფიქრობდი რაიმე სერიოზულს , მართლა “ნამდვილი მეგობრებივით” ვიყავით როგორც და-ძმა .. მაგრამ ხედავ ეხლა როგორი ოჯახი გვაქვს”.. მართლაც ლამაზი და იდილიური ოჯახი აქვს მას..

მაგრამ მის აზრს 100%-ით ვერ დავეთანხმები, რადგან რა თქმა უნდა ერთგული ადამიანებიც არსებობენ.. ისეთი რომ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, შეძენილ “დაიკოზე” ცუდი არც კი გაიფიქროს, ან იმ დაიკომ არ გაიფიქროს ცუდი მეგობარ ბიჭზე, რაც ალბათ დღევანდელობის დიდ პრობლემას წარმოადგენს. თვითონაც ბევრის მომსწრე ვყოფილვარ.
ჩემი აზრით ეს საკითხი პრობლემაა.. პრობლემა ჩვენი ქვეყნის, რადგან სქვა ქვეყნებში ასე არ არის.. არ არის ღალატი, რადგან არ არსებობს ბიჭს და გოგოს შორის გამოგონილი და-ძმობა. დღეს ჩემ თვალწინაც ბევრი ადამიანია ამის მსხვერპლი , გოგოც და ბიჭიც.. როდესაც ვხედავ 2 შეხმატკბილებულ ადამიანს, ვიცი დღეს ეს ბევრს უკვირს , წარმოიდგენს და თან ვერ ხვდება:”როგორ შეიძლება მე მასზე ცუდი ვიფიქრო, ან მან შემომხედოს მე სხვა თვალით”.. ვიცი ასეთი რეაქცია შეიძლება მოყვეს ამ აზრს , მაგრამ , როგორც მე , ასევე ასეთი ადამიანებიც ოდესღაც შეიცვლიან აზრს და ეს შეიძლება დიდი ტკივილის ფასად დაუჯდეს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა არსებობენ ერთგული მეგობრებიც.. მართალია შეიძლება სანთლით დაძებარი, მაგრამ არიან.. მეც ვიცნობ ბევრ ასეთს , სამწუხაროდ ეს ძალიან მცირე ნაწილია ჩვენი თაობის.. იმედია ცოტათი მაინც გაიაზრებს ყოველი თქვენგანი ამ საკითხს.. დაკვირვებით შეხედეთ ყველას და ყველაფერს, თუ, რასაკვირველია, გაწუხებთ ეს პრობლემა.

Sunday, April 24, 2011

მერწყული


ჰოროსკოპი და ქორწინება

მფარველობს სატურნი და ურანი.
ემოციური ხასიათი აქვს, ნატურით შტაბეჭდილებიანია. შატურნი პირველია პლანეტებს შორის, რომელიც მფარველობს მერწყულს დააიძულებს მას დაემორჩილოს ბედს, რომელიც ყოველთვის ბედნიერებას არ უქადის. იგია პლანეტა ნაღვლიანი მოგონებებისა, მელანქოლიის, განუხორციელებელი იმედებისა.ურანი კი პირიქით, მოქმედების პლანეტაა და მეცნიერთა სულისჩამდგმელი. ამიტომაც მერწყულს ურთიერთგამომრიცხავი ხასიათი აქვს: ერთის მხრივმეოცნებეა, მეორემხრივ ენერგიული, აქტიური, გაბედული. ამ ნიშნით დაბადებულნი ძალიან მიმზიდველნი არიან თავიანთი ადამიანობით.ისინი სხვის მწუხარებას გაიტავისებენ და ყველაფერს აკეთებენ, რათახელი მოუმართონ უბედურებაში ჩავარდნილთ. ამ ნიშნით დაიბადნენ გალილეი, ედისონი და ჟიულ ვერნი. მერწყულისათვის უცხოა პედანტიზმი. მას სძულს რუტინა. ხშირად ზარმაცობს. სამაგიეროდ, ურანის ბატონობის პერიოდში შეუძლია ერთ კვირაში შეასრულოს ერთი თვის სამუშაო. იგი მერყევია, ხშირად არ ენდოობა საკუთარ თვს, მაგრამ მერე სწრაფად ეცვლება  სიმშვიდითა და ენთუზიაზმით. მერწყული მორიდებულია  დაა თავშეკავებული, იშვიათად აწუხებს ირგვლივ მყოფთ თხოვნებით. იგი შესანიშნავი მეცნიერია, განსააკუთრებით ატომური ფიზიკის დარგში, ასევე ბრწყინვალე არქიტექტორი, ლიტერატორი და მსახიობია. შეიძლება უიღბლო ცხოვრება ჰქონდეს, მაგრამ არა უღიმღამო და ერთფეროვანი. მას ექნება სიღარიბეცა და სიმდიდრეც, ბრწყინვალე წარმატებაცა და კატასტროფაც.
  
მერწყული ქალი. ამ ნიშნით დაბადებული ქალები ძალზე მომხიბვლელები არიან. მათში რამდენიმე ქალია, რაც მათ განცდათა გამას უქმნის. მათ უყვართ შრომა და გაურბიან მკაცრ დისციპლინას. საინტერესო მოსაუბრეა და მალე თხოვდება, თუმცა იშვიათად არის ბედნიერი, ვინაიდან გაცილებით მეტს გასცემს, ვიდრე იღებს.
ნიშანთა ურთიერთდამოკიდებულება: ძალზე კეთილსასურველია ურთიერთობაკავშირი ტყუპებთან, სასწორთან, მშვილდოსანთან. გარდაუვალი კინკლაობა აქვს ღრიანკალთან, კუროსა და ლომთან. მერწყულთან შეიძლება იქორწინოს ვერძმა. ამ ნიშნისაგან იბადებიან შესანიშნავი ბავშვები. ტყუპთა ნიშანთან მოსალოდნელია ჰარმონიული კავშირი. კირჩხიბთანერთგული მეგობრობა აქვს, ხოლო ქორწინება ურთიერთპატივისცემას ემყარება. მართალია, ლომის მიმართ ლტოლვა აქვს, მაგრამ ისინი ცხოვრებას სხვადასხვაგვარად უყურებენ, ამის გამო მათ შორის არ შეიძლება მტკიცე კავშირის დამყარება. ქალწულსა და მერწყულს შორის არსებობს მტკიცეე ფიზიური ლტოლვა, თუმცა კინკლაობა გარდაუვალია. მერწყული იზიდავს სასწორს. მათ შორის კავშირი ძალზე ბედნიერია.